სწრაფი სესხი

“ოსკარი” 2015: ნომინანტები


2014 წელი მსოფლიო კინოინდუსტრიაში საინტერესო და მრავალფეროვანი გამოდგა, ამერიკის კინოაკადემიამ კი უკვე დაასახელა წლევანდელი “ოსკარის” მთავარი პრეტენდენტები. წელს მსოფლიო “ოსკარის” რიგით 87-ე დაჯილდოვების მომსწრე გახდება. როგორც წესი, დაჯილდოვებაზე მონაწილეობას მიიღებს 2014 წლის საუკეთესო ფილმები.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როგორც წესი, ოსკარების დაჯილდოვების ცერემონიები ყველაზე ხშირად  სწორედ თებერვალში იმართებოდა გასულ წელს კი სოჭის ოლიმპიური თამაშების ჩატარების გამო ცერემონია მარტში ჩატარდა, წელს დაჯილდოვება 2015 წლის 22 თებერვალს ჰოლივუდში, კალიფორნიის შტატის ქალაქ – ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართება. 87-ე ცერემონიის მასპინძელი ნილ პატრიკ-ჰარისი იქნება, რომელსაც პრესტიჟული დაჯილდოვების ცერემონიის წაყვანის პატივი კარიერაში პირველად ხვდა. ცერემონიაზე აკადემია გასცემს ჯილდოებს 24 კატეგორიაში. ყველაზე მეტი, 9 ნომინაცია მიიღეს ფილმებმა “ადამიანი ჩიტი” და “სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი”.
შეგახსენებთ, რომ ნომინანტების სია 15 იანვარს გახდა ცნობილი.


გთავაზობთ პრეტენდენტთა სრულ სიას:

საუკეთესო ფილმი:

● “ამერიკელი სნაიპერი” (2014)
● “სიყრმე”  (2014)
● “სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი” (2014)
● “იმიტაციის თამაში” (2014)
● “სელმა” (2014)
● “ყველაფრის თეორია” (2014)
● “შეპყრობილი” (2014)


საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი:

● უეს ანდერსონი – “სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი” (2014)
● ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ – “ადამიანი ჩიტი” (2014)
● რიჩარდ ლინკლეიტერი – “სიყრმე” (2014)
● ბენეტ მილერი – “Foxcatcher” (2014)
● მორტენ ტილდუმი – “იმიტაციის თამაში” (2014)

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი:

● სტივ კარელი – “Foxcatcher” (2014)
● ბრედლი კუპერი – “ამერიკელი სნაიპერი” (2014)
● ბენედიქტ კამბერბეტჩი – “იმიტაციის თამაში” (2014)
● მაიკლ კიტონი  – “ადამიანი ჩიტი” (2014)
● ედი რედმეინი – “ყველაფრის თეორია” (2014)


საუკეთესო მსახიობი ქალი:

● მარიონ კოტიარი – “ორი დღე ერთი ღამე” (2014)
● ფელისტი ჯონსი – “ყველაფრის თეორია” (2014)
● ჯულიანა მური – “კვლავ ელისი” (2014)
● როზამუნდ პაიკი – “დაკარგული გოგონა” (2014)
● რიზ უიზერსპურნი – “ველური” (2014)


საუკეთესო მამაკაცი, მეორეხარისხოვან როლში:

● რობერტ დიუვალი – “მოსამართლე” (2014)
● ითან ჰოუქი – “სიყრმე” (2014)
● ედვარდ ნორტონი – “ადამიანი ჩიტი” (2014)
● მარკ რუფალო – “Foxcatcher” (2014)
● ჯონათან კ. სიმონსი – “შეპყრობილი” (2014) 

საუკეთესო ქალი მსახიობი, მეორეხარისხოვან როლში:

● პატრიცია არკეტი – “სიყრმე” (2014)
● ლორა დერნი – “ველური” (2014)
● კირა ნაითლი – “იმიტაციის თამაში” (2014)
● ემა სტოუნი – “ადამიანი ჩიტი” (2014)
● მერილ სტრიპი – “ტყეში” (2014)


საუკეთესო ორიგინალური სცენარი:

● ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ – “ადამიანი ჩიტი” (2014)
● რიჩარდ ლინკლეიტერი – “სიყრმე” (2014)
● ე. მაქს ფრაი & დენ ფატერმენი – “Foxcatcher” (2014)
● უეს ანდერსონი & ჰიუგო გინესი – “სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი”(2014)
● დენ გილროი – “ღამის ქვეწარმავალი” (2014)

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი:

●  ჯეისონ ჰილი (კრის კაილის, სკოტ მაკევენისა & ჯიმ დეფელისის ამერიკელი სნაიპერის მიხედვით) – “ამერიკელი სნაიპერი” (2014)
● გრეემ მური – “იმიტაციის თამაში” (2014)
● პოლ თომას ანდერსონი – “შინაგანი მანკიერება” (2014)
● ენტონი მაკ-კარტენი – “ყველაფრის თეორია” (2014)
● დემიენ ჩიზელი – “შეპყრობილი” (2014)

საუკეთესო ანიმაციური სრულმეტრაჟიანი ფილმი:

● “დიდი გმირების ექვსეული” (2014)
● “მონსტრების ოჯახი” (2014)
● “როგორ გავწვრთნათ დრაკონი 2” (2014)
● “ზღვის სიმღერა” (2014)
● “პრინცესა კაგუიას ამბავი” (2014)


საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი:

● “იდა” (2014) – პოლონეთი
● “ლევიათანი” (2014) – რუსეთი
● “მანდარინები” (2013) – ესტონეთი
● “ტომბუქტუ” (2014) – მავრიტანია
● “ველური ისტორიები” (2014) – არგენტინა


ოსკარის 87-ე დაჯილდოვების ყველა ნომინაციისა და ნომინანტების ხილვა ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ.

წყარო: IMDb.Com & oscar.go.com


ავტორი: Jeremy

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE