TECH & მეცნიერებაუცნაური

2009 წლის უცნაური გამოგონებანი

b350fef48d98
ყველაზე ინოვაციური ავეჯი აბაზანისთვის – Robo უნიტაზი, რომელიც სხეულის მოძრაობას გრძნობს. ინფრაწითელი სხივები აღიქვამს სხეულის მდგომარეობას და შესაბამისად უნიტაზის დასაჯდომი იწევა ან მაღლა ან დაბლა. იგი ავტომატურად იხურება, თქვენი სააბაზანოდან გამოსვლისთანავე.

1bc5ca5ba94c
მ მოწყობილობას ჰქვია ბიუსტჰალტერ-საშრობი. შესაძლებელია ბიუსტჰალტერის ინდივიუალურ ზომამდე მორგება.

4fb6d94af1ca
მოდელი დემონსტრაციას უკეთებს “Make-Putt – ბიუსტჰალტერს”, რომელსაც გოლფის ხალიჩად გარდაქმნა შეუძლია .

bfb6d0727830
ეს მოწყობილობა საშუალებას აძლევს კატებს თავად მოაშორონ უნიტაზს თავიანთი საძაგლობები. :)

cfac7bba5d53
ჯერი იალავამ ჰელსინკიდან შექმნა თითის სპეციალური პროთეზი, რომლის USB ბუდესთან შეერთებაა შესაძლებელი.

eac7bb05dc4e
ბრიტანულმა ფირმამ ”Cremation Solutions”-მა გამოიგონა ინდივიდუალური ნაგვის ყუთები, რომლებიც გამოიყურება, როგორც მკვდარი ადამიანების პორტრეტი. ფირმა იყნებს სახის რეკონსტრუქციისა და 3D კარტოგრაფიულ პროგრამულ უზრუნველყოფას , თქვენი საყვარელი ადამიანის სახის შესაქმნელად.

343c4901b9b9
ბავშვი დემონსტრაციას უკეთებს ”PediSedate”, რომელიც ნარკოზის შეყვანით მსუბუქად ამშვიდებს ახალგაზრდებს , მაშინ როცა ბავშვები თამაშობენ პორტატულ თამაშებს.

81877e52746a
სათვალეები , რომელიც განკუთვნილია ”მშრალი თვალის” ასარიდებლად , როცა მომხმარებელი კონცენტრირებულია თამაშებზე ინტერნეტში.მას აქვს სენსორები,რომელიც აღმოაჩენს თუ მომხმარებელი რამდენად ხშირად ახამხამებს თვალს.ობიექტივი ბუნდოვანი ხდება, როცა მომხმარებელი ინარჩუნებს თვალს ღიად, დაუხამხამებლად 5 წამის განმავლობაში.

dd6f2335b7b2
აკვარიუმის თევზების პირველი სასტუმრო გაიხსნა ამსტერდამში. სასტუმრო საშუალებას გაძლევთ დააკვირდეთ თევზებს მაშინ, როცა თქვენ მიდიხართ დღესასწაულზე, მას გააჩნია ”ტენისის კორტები” და ”აუზი”

d0c874aaf571
Bowlingual Voice – მოწყობილობა, რომელიც გამოხატავს ძაღლების ემოციას. აანალიზებს ძაღლის ხმას უკაბელო მიკროფონიდან, რომელიც მიერთებულია მის საყელურთან.

a1fa03f687fa
საძილე ტომარა დათვის თავით – თბილი და უსაფრთხო ძილისთვის.

41285470fd1e
JetLev-Flyer ორი ძლიერი წყლის ნაკადით, რომელიც საშუალებას გაძლევთ ჰაერში ახვიდეთ და ილივლივოთ :)

37e635e16470
2 ცისტერნა გამოიყენება , როგორც სარბენი ბილიკი რთული ზედაპირის გადასალახავად

c0c5f8cc8050
უნგრეთის სწავლულებმა გამოიგონეს გამჭვირვალე ბეტონი, რომელიც ავსებულია ოპტიკური ბოჭკოებით, ეს ასაწყობი ბლოკები და პანელები ეფექტურად ატარებს სინათლეს.

8ec605d117ad
შარვლები განკუთვნილია ”სადივანო სადილობისთვის”,რომელიც წარმოადგენს მოძრავ სუფრას. მას აქვს აგრეთვე  ჯიბეები დისტანციური მართვის პულტებისათვის.

c028cf61c2b2
სპეციალური საპარიკმახერო სათითურები . “Clawz” ჭრის 2-ჯერ სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივი მაკრატელი.

0e4774d9bd24
კალათისა და ველოსიპედის ”ნაჯვარი” :)

5839d0f8b67d
ხალი გამჭვირვალე ტოსტერი – მინა საშუალებას გაძლევს პურის შებრაწვის დონეს თვალყური ადევნო

5d04c8c7b25e
სათვალე ძაბრით , განკუთვნილია მეტი კომფორტისათვის თვალის წვეთების ჩაწვეთებისას

d39b0ce9e053
ფორმულა 1 ლიმუზინი, რომელიც იტევს 6 მგზავრს, გააჩნია 8ლიტრიანი ძრავა და შეუძლია განავითაროს სიჩქარე 140 მილამდე.

51cbb40bffd7
50 ადგილიანი ავტობუსი, რომელსაც შეუძლია წყალში გადაადგილება

bd2d5ff8fba6
მანქანა ბილიარდის მაგიდის იერით , რომელსაც შეუძლია განავითაროს სიჩქარე 45 კმ/სთ.

474f2deab09b
Isophone – წყალქვეშა სატელეფონო სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევს იურთიერთო სხვა მოცურავეებთან

მსგავსი ამბები

Back to top button