არქივი

საქართველოს დაცული ტერიტორიები

c722a1f11a5f
მოგესალბებით… სათაურიდან გამომდინარე ალბათ ყველა მიხვდებოდით რომ დღეს რამოდენიმე დაცულ ტერიტორიას (ეროვნულ პარკებს, ნაკრძალებს, აღკვეთილებს, ბუნების ძეგლებს) ავღწერთ…

კოლხეთის ეროვნული  პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს და შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს მოიცავს. პარკი შექმნილია კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და გადარჩენის მიზნით.

2000 წლიდან კოლხეთის ეროვნულმა პარკმა სრულმაშტაბიანი ფუნქციონირება დაიწყო. სულ ეროვნული პარკის სახმელეთო ფართობის სიდიდე 28 571, ხოლო ზღვის აკვატორიის- 15 742 ჰექტარია.

კოლხეთის ჭაობები, პირველ რიგში, თავისი რელიქტური წარმოშობითაა მნიშვნელოვანი. ჭაობებში ხარობს კოლხეთისათვის უცხო ბორეალური სახეობები – სფანგუმის ხავსები, მრგვალფოთოლა დროზერა, ჩრდილოეთის ისლი და სხვა ალპური ზონის მცენარეები, ისლი და შქერი. დაჭაობებულ და ტენიან ტყეებში შედის: მურყანი, ლაფანი, იმერული და ხართვისის მუხები, კარგად განვითარებული მარადმწვანე ქვეტყით, კოლხური სურო და სხვა. დიუნების ქვიშიან ზოლში ხარობს ქაცვი, ძეძვი და სხვა.

პარკში გავრცელებულია გადაშენების პირას მოსული მცენარეთა სტატუსით წითელ წიგნში შეტანილი ორი  სახეობა- ყვითელი ყაყაჩურა და ზღვის შროშანა.
fab794889ffc
af48dc459b5b
f0ea97cfe844

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ზეგანზე, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისიდან 200 კმ-ში მდებარეობს. ნაკრძალად გამოცხადდა 1935 წელს. საერთო ფართობია 4 868 ჰა, ტყით დაფარულია 4032 ჰა, დანარჩენი ნაწილი ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს უჭირავს.

ნაკრძალის ნათელი ტყის ძირითადი კომპონენტია საკმლის ხე და ღვია. გარდა ქვეწარმავლებისა (გიურზა, სხვადასხვა სახეობის ხვლიკები), რომლებიც აქ ძალიან ბევრია. გვხვდება მრავალი სახის ფრინველი და ძუძუმწოვარი. ნაკრძალის მიზანია ამჟამად ძალზედ შემცირებული ნათელი ტყის ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლების დაცვა-შემონახვა.
3a40ba54bcbf
9b9ada187729

ყორუშის აღკვეთილი

ყორუღის აღკვეთილი კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის. აღკვეთილში, მდინარე ივრის ნაპირებზე ჭალის ტყეა შემორჩენილი, რომლის შექმნელი მთავარი მცენარეებია: ტირიფი, ჭალის ვერხვი, მურყანი და სხვა. ჭალის ტყეს ორივე მხრიდან სტეპის მცენარეულობა, ძირითადად, უროიანები ესაზღვრება.

 

წყარო : ka.wikipedia.org

kaxamadridista

var 14 wlis, vswavlob 144-e sajaro skolashi

მსგავსი ამბები

Back to top button