არქივი

ძველი სამყაროს ხელოვნება!!!(1)

ce3099c7dcd5

ადამიანებს უძველესი დროიდანვე აინტერესებდათ,თუ სად და როგორ ცხოვრობდნენ მათი წინაპრები,როგორი წესჩვეულებები და ტრადიციები ჰქონდათ მათ,რას ქმნიდნენ და როგორ გამოიყურებოდნენ ისინი

 

როგორ შეისწავლიან სიძველეებს

  1. ადამიანებს უძველესი დროიდანვე აინტერესებდათ,თუ სად და როგორ ცხოვრობდნენ მათი წინაპრები,როგორი წესჩვეულებები და ტრადიციები ჰქონდათ მათ,რას ქმნიდნენ და როგორ გამოიყურებოდნენ ისინი.მეხსიერება და ზეპირი გადმოცემა მხოლოდ განსაზღვრული დროის განმავლობაში ინახავს ამ იმფორმაციას,შემდეგ კი ის დავიწყებას მიეცემა.დროთა განმავლობაში დიდი და პატარა ქალაქი თუ სოფელი სახეს იცვლის,ზოგი ცარიელდება და ნადგურდება;გარკვეული პერიოდის შემდეგ იქ სხვა ხალხი სახლდება და ახალ ცხოვრებას იწყებს.ასე ენაცვლება ერთმანეთს სხვადასხვა ცივილიზაცია,სხვადასხვა კულტურა და დედამიწაზე თავისი არსებობის უთვალავ საინტერესო ნიშანს ტოვებს.ეს კვალი ზოგჯერ ყველასთვის ხილულია,ზოგჯერ კი – უხილავი,დრო-ჟამისგან მიწის სიღრმეში ჩამარხული,თუმცა კი,ძალზე საინტერესო და მეტყველი ინფორმაციის შემცველი.
    მეცნიერებას,რომელიც წარსულის მატერიალური კულტურის ძეგლებს პოულობს და სწავლობს არქეოლოგია ეწოდება.უძველესი დროიდანვე დასტურდება დიდი ინტერესი საკუთარი ისტორიისადმი.სიძველის მოყვარული მეფეები თუ დიდგვაროვნები ძველ ნაქალაქარებს ათხრევინებდნენ და იქ ნაპოვნ ნივთებს ერთგვარ მუზეუმებში უყრიდნენ თავს.არც თუ იშვათად სამარხებს უბრალო მძარცველები თხრიდნენ,რათა ხელში ჩაეგდოთ ძვირფასი ნაკეთობანი და შემდეგ სარფიანად გაეყიდათ ისინი.
    დროთა განმავლობაში სიძველის სიყვარული ნამდვილ მეცნიერებად-არქეოლოგიად გადაიქვა,რომელსაც კვლევისა თუ ძიების უამრავი საკუთარი მეთოდი გააჩნია:უპირველეს ყოვლისა,ლიტერატურული წყაროების გაცნობა,შემდეგ სამუშაოების დაგეგმვა და,რასაკვირველია,ისე გათხრა,რომ არ დაიკარგოს თუნდაც უმნიშვნელო კვალი.

a8e27c35ae21

  1. არქეოლოგიური გათხრები მოგვითხრობს სხვადასხვა დროს ამ ადგილას მცხოვრებ ადამიანებზე. მათი კვალი მიწაში შრეებად არის დაცული ყველაზე ძველი ყველაზე ქვედა შრეა,მას ზემოდან ყოველი მომდევნო ხანის ფენა ედება.ბუნებრივია,რაც უფრო ძველია ესა თუ ის ნივთი,მით უფრო დიდ ინტერესს იწვევს ის,მაგრამ მნიშვნელოვანია,რომ უძველესი ძეგლების კვლევისას არქეოლოგიური გათხრების დროს არ დაზიანდეს,ან სულაც,განადგურდეს ზედა ფენები,რომლებიც შედარებით ახალგაზრდა კულტურათა კვალს შეიცავს.ამიტომ არქეოლოგს ხშირად, წერაქვისა და დიდი ნიჩბის ნაცვლად ხელში პატარა ფუნჯი უჭირავს,რომლითაც ნაპოვნ ნივთს ფრთხილად აცლის მიწას,ხოლო განათხარ მიწას ცრის კიდეც,რომ უმცირესი ფრანგმენტებიც კი არ დაიკარგოს.აუცილებელია ასევე უკვე გათხრილი ობიექტის ზუსტათ დაფიქსირება,აღწერა და ახლადნაპოვნი ნივთების შედარება უკვე კარგად ცნობილ ძეგლებთან.ეს საშუალებას აძლევს არქეოლოგებს მეტ-ნაკლები სიზუსტით დაათარიღონ ძეგლი.ნაპობნი ნივთები იმის გარკვევის საშუალებას იძლევა,როგორ არის დამზადებული ან ვის ეკუთვნოდა ისინი.ასე ღრმავდება და ივსება თანდათან ჩვენი ცოდნა წარსულის შესახებ.

0d8e2c11a3bc

  1. არქეოლოგიის პროფესი მრავალხმრივ ცოდნას მოითხოვს მეცნიერების ისეთ დარგებში,როგორიცაა ისტორია,ხელოვნების ისტორია,გეოლოგია,ფიზიკა,ქიმია და სხვა.
    სხვადასხვა ნიადაგი სხვადასხვაგვარად ინახავს ნივთებს,მაგრამ უმეტესწილად ნაპოვნი ნივთები დაზიანებულია – კერამიკული და მინის ჭურჭელი დამსხვრეულია,ლითონის საგნები დაჟანგული.მათი აღდგენა და გამაგრება უკვე რესტავრატორის საქმეა,რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს არქეოლოგებთან ნებისმიერი სახის გათხრების დროს .

37225102a3ab

ceacd27cc217

2083a4541bb4

temo kuchuashvili

I am boss I like ucnauri.com

მსგავსი ამბები

Back to top button