ახალი ამბებივიდეოებისაკითხავი

Android-ის თამაშები და პროგრამები (3 ნაწილი)


Puffin Web Browser – არაჩვეულებრივი ბრაუზერი ყველა ანდროიდ მომხმარებლისათვის,მას სათავაედ უდევს ძრავი რომელიც შემქმნელებიც თქმით თავიდანვე გათვლილი იყო სტაბილურობაზე და სისწრაფეზე,მისი ყველაზე დიდი პლიუსი ისაა რომ ჩაკერებული აქვს Adobe Flash Player 11.9 რომელიც საშუალებას იძლევა ხელი მიაწვდინოთ ყველა ონლაინ პროდუქტზე რაც აქამდე სხვა ბრაუზერებში შეუძლებელი იყო. გადმოწერა შესაძლებელია: Google Play, Mobogenie, 1Mobile Makert. ხელმისაწვდომია: Android 2.3 +

იხილეთ როგორ მუშაობს ბრაუზერი ანდროიდის ტაბლეტზე
https://www.youtube.com/watch?v=Jt7DxEOmL4Q

Smash champs – ეს არის კარგი ჩხუბების თამაში! აქ თქვენ იჩხუბებთ სხვადასხვა ცხოველითა და ფრინველით!აქვს კარგი გრაფიკა და ეფექტები!ასევე ყველა ცხოველს გააჩნია თავისი ძალა და შეგეძლებათ მათი გაძლიერება! (გაითვალისწინეთ რომ თამაშის ჩასართავად საჭიროა ინტერნეტკავშირი) გადმოწერა შესაძლებელია: Google Play, Mobogenie, 1Mobile Makert. ხელმისაწვდომია: Android 3.0 +

WWE Immortals – ბრძოლა წესების გარეშე, სადაც ამ დაპირისპირებაში მონაწილეობს მრავალი მონაწილე, ისინი უბრალო ადამიანები არ არიან, არამედ მათ შესწევთ უნარი გამოიყენონ თავიანთი სუპერ შესაძლებლობები და დაამარცხონ მოწინააღმდეგეები. გადმოწერა შესაძლებელია: Google Play, Mobogenie, 1Mobile Makert. ხელმისაწვდომია: Android 4.0 +

GIF Camera – ახლა უკვე თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი GIF და გამოაქვეყნოთ, ალბათ გეცოდინებათ რა არის GIF, ის არის რამდენიმე ფრეიმიანი მოძრავი სურათი,ანუ მოკლედ რომ ვთქვათ რამოდენიმე სურათის ერთობლიობა რომელიც საბოლოოდ ქმნის პატარა ვიდეოს სურათის ფორმატში. გადმოწერა შესაძლებელია: Google Play, Mobogenie, 1Mobile Makert. ხელმისაწვდომია: Android 2.3 +

WhatsApp Messenger – ეს აპლიკაცია საშუალებას მოგცემთ Wi-Fi-ს ან 3G-ს დახმარებით უფასოდ ემესიჯოთ ერთმანეთს, ამისთვის საჭიროა მასაც ქონდეს გადმოწერილი ეს პროგრამა, სამწუხაროდ ამ აპლიკაციის გამოყენება მხოლოდ 1 წელი შეგიძლიათ შემდეგ კი აუცილებლად უნდა გადაიხადოთ 1$ რომ ისევ გააგრძელოთ მეგობრებთან წერილების,ვიდეოების,სმაილების და სხვა ჩანაწერების გაგზავნა. გადმოწერა შესაძლებელია: Google Play, Mobogenie, 1Mobile Makert. ხელმისაწვდომია: Android 2.1 +

იხილეთ ვიდეო თუ როგორ მუშაობს WhatsApp Messenger
https://www.youtube.com/watch?v=06s8k6AOpNc

Brothers in Arms 3 – თამაშის მოქმედება მიმდინარეობს მე-2 მსოფლიო ომის დროს. თამაშის მთავარი გმირები არიან ძმები, რომლებიც მხარდამხარ იბრძვიან მტრის წინააღმდეგ. თამაშის მთავარი მისია არის მტრის განადგურება, რაშიც დაგეხმარებათ ის უამრავი სახის იარაღი, რომელიც ხელთ გაქვთ. გადმოწერა შესაძლებელია: Google Play, Mobogenie, 1Mobile Makert. ხელმისაწვდომია: Android 4.0 +

Battery Doctor (Battery Saver) – ეს აპლიკაცია საშუალებას მოგცემთ რომ ტელეფონის ბატარეის ძალა შეინარჩუნოს, ასევე ის აჩვენებს თუ რამდენ პროცენტზეა თქვენი ტელეფონის ბატარეა და არის თუ არა დასატენი, იმ შემთხვევაში თუ გამოიყენებთ Battery Saver-ს მაშინ შეიძლება ტელეფონის რამდენიმე ფუნქცია გამოირთოს და ეკრანის სინათლე დაბალ დონეზე ავტომატურად დაყენდეს. გადმოწერა შესაძლებელია: Google Play, Mobogenie, 1Mobile Makert. ხელმისაწვდომია: Android 2.1 +

Androidify – აპლიკაცია რომელიც საშუალებას მოგცემთ შექმნათ თქვენი ანდროიდ ავატარი, შემდეგ შეგიძლიათ დააყენოთ ჩვენს საიტზეც როგორც მე, შეგიძლიათ შეუცვალოთ ფერი ანდროიდს, ჩააცვათ ტანსაცმელი, გაუკეთოთ ყურსასმენები, ქუდი, წვერები და ა.შ. ანუ ეს აპლიკაცია მოგცემთ საშუალებას რომ გააკეთოთ თქვენი ავატარი. გადმოწერა შესაძლებელია: Google Play, Mobogenie. ხელმისაწვდომია: Android 2.2 +

 

წყარო : apk.tamashi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close