გასართობისაკითხავისასარგებლო

“იმედის ენა”


მოკლედ რომ ვთქვათ თქვენთვის უცხო და ძალიან საინტერესო ენაზე ვისაუბრებთ. დააჭირეთ “გააგრძელება”-ს.

C iu vi parolas Esperanton?-“საუბრობ ესპერანტულად?”

არა? შენ ალბათ ასე უპასუხებდი Mi ne komprenas vin.-“მე არ მესმის შენი”.

რა ენაა ეს?

ამ ენას ქვია ესპერანტო.

საიდან მოდის ესპერანტო?

ლუდოვიკ ზეიმნჰოფმა გამოიგონა ესპერანტო 1887 წელს. სახელი ესპერანტო ნიშნავს დოქტორ იმედისმომცემს, რომელიც ზეიმნჰოფის ახალი სახელი იყო ესპერანტულად.

რატომ გამოიგონა ზეიმნჰოფმა ეს ენა?

ზეიმნჰოფს უნდოდა შეექმნა ენა, რომელი საერთაშორისო კონტექსტით გამოიყენებოდა. მას არ სურდა რომ ესპერანტოს სხვა მშობლიური ენები ჩაენაცვლებინა როგორიცაა მაგალითად ინგლისური და ესპანური. ის ფიქრობდა რომ ესპერანტოს შეეძლო გამხდარიყო მსოფლიოს მეორე ენა, როგორიცაა მაგალითად ინგლისური, ფრანგული და ესპანური. ზეიმნჰოფს სჯეროდა, რომ ესპერანტო შექმნიდა და გააძლიერებდა საზოგადოების ერთიანობას და ურთიერთგაგებას.

გახდა ესპერანტო საერთაშორისო ენა?

არა. ინგლისური მსოფლიოს მეორე ენაა ამ მომენტისათვის . 380 000 000 ადამიანისათვის ინგლისური მშობლიური ენაა, ხოლო 2 000 000 000 ადამიანს შეუძლია ცოტათი მაინც ინგლისურად საუბარი. თუმცა მანდარინის ჩინური ენა მსოფლიოს პირველი, უდიდესი ენაა 900 000 000 ადგილობრივი მოლაპარაკით.

2 000 000-ზე მეტი ადამიანი საუბრობს ესპერანტულად თავისუფლად და 100 ჟურნალზე მეტი იბეჭდება ესპერანტულ ენაზე.  2 000 ადამიანისათვის ესპერნტო პირველი ენაა, მაგრამ ცოტას თუ ჯერა რომ ესპერანტო გახდება მსოფლიოს მეორე ენა.

კიდევ სწავლოს  და ლაპარაკობს ხალხი ესპერანტოს?

დიახ. ესპერანტო არ არის ოფიციალური ენა არსად, მაგრამ ის სკოლის სასწავლო გეგმის ნაწილია ჩინეთში, უნგრეთში და ბულგარეთში. ესპერანტული ენის სწავლა ძალიან ადვილია: ერთი წლის შემდეგ ადამიანს თავისუფლად შეუძლია ესაუბროს სხვა ესპერანტისტს. ესპერანტული ენა სხვა ენების საფუძველზეა შედგენილი, ასე რომ როდესაც ესპერანტულ ენას ისწავლი სხვა პოპულარულ ენებსაც ადვილად დაეუფლები….

G is la revido!- “ნახვამდის!”

 

თეგები

kaxamadridista

var 14 wlis, vswavlob 144-e sajaro skolashi

მსგავსი ამბები

Close
Close