საკითხავისასარგებლოსურათები

უდიდესი საიდუმლოებანი(3)

კრიპტოგრამებიანი სამარხები

ტუტანხამონი

ტუტანხამონი (ამონის ცოცხალი ხატება) თავდაპირველად ტუტანხატონი (ატონის ცოცხალი ხატება) (ძვ. წ. 1355 — ძვ. წ. 1337) ეგვიპტის XVIII დინასტიის ფარაონი ძვ. წ. 1347 — ძვ. წ. 1337 წლებში. ეს პერიოდი ეგვიპტის ისტორიაში ახალი სამეფოს სახელწოდებითაა ცნობილი. მისი თავდაპირველი სახელი ტუტანხატონი ნიშნავს „ატონის ცოცხალ ხატებას“, ტუტანხამონი კი „ამონის ცოცხალ ხატებას“. იეროგლიფებში მისი სახელი იწერებოდა როგორც ამონ-ტუტ-ანხ. ეს დაკავშირებულია გადამწერთან, რომელიც, ტრადიციის მიხედვით, პირველად ღვთაებრივ სახელს წერდა, რათა ხაზი გაესვა ფარაონის დიდებისათვის.

ტუტანხამონის აკლდამა
პირველმა აკლდამის კარები კარტერმა და კარნაროვმა გახსნა, ისინი გაოცებულები დარჩნენ პირველ ოთახში შესვლის შემდეგ– სამი ათასი წელი გასული იყო რაც აქ ადამიანის ფეხი არ დადგმულა და ყველაფერი ხელუხლებელი დახვდათ. ოთახში უწესრიგოდ ეყარა გასაოცარი სილამაზის უამრავი საგანი. კედლის ახლოს იდგა სამი მოოქროვილი საწოლი, კედლებთან ეყარა ოთხი საბრძოლო ეტლის ნაწილების გროვა ოქროთი და ფიგურული ორნამენტებით მორთული.
ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ადამიანის ნატურალური სიმაღლის ორმა ფიგურამ მოახდინა, ისინი მეორე ამოქოლილი კარების მცველებად იდგნენ აქეთ–იქით.. ერთ–ერთ გვერდით კედელთან კარტერმა კიდევ ერთი კარი შენიშნა, რომელსაც მომცრო ოთახში შეყავდა ისნი და სადაც ასე ეყარა ყოველგვარი ინვენტარი..მარტო ხელოვნების ნაპოვნი ნიმუშების ჩამოთვლას მთელი დღე არ ეყოფა, საკმარისი ითქვას, რომ შედგენილი სია შვიდას დასახელებას მოიცავს.
აკლდამაში უამრავი ოქროს, ვერცხლის, სპილოს ძვლის, ალერბასტის, შავი და კედრის ხისგან დამზადებული სკივრი ეწყო.. ეს ყუთები დიდ ინფორმაციას ინახვდა ვინაიდან მათზე გამოსახული იყო ნადირობისა და სხვა საქმინობის სცენები. თავად ყუთებში კი ეწყო ოქროს სანდლები, ქათქათა თეთრეული, დიადემები, შუბები და სხვა უამრავი ძვირფასი ნივთი. განსაკუთრებით მოსახსენიებელია ძვირფასი სკამები და დასაკეცი ტაბურეტები–ხეზე ჭრის ნადმვილი შედევრები.
სკამებს შორის ბრწყინავდა თავად ტუტანხამონის დიდებული ტახტი, თავიდან ბოლომდე ოქროში ჩასმული, ვერცხლით, შუშით და ქაშანაურით ინკუსტრირებული. იგი ლომის თათებს ეყრდნობოდა და იდაყვის საყრდნობებს კი გველის სახე ჰქონდათ. ეგვიპტური ხელოვნების უფაქიზეს ნიმუშად ითვლება საზურგე რომელზეც გამოსახული იყო სასახლის სვეტებიანი დარბაზი რომელშიც ზის ტუტანხამონი საკუთარ ტახტზე და მზის სხივები ეფინება მას,.

ტუტანხამონის ტახტი

ბოლოს როდესაც კარტერი მთავარ ოთახში შევიდა მას უამრავი საოცარი რამ დახვდა იქ. ეს იყო 4 უზარმაზი ყუთი რომელიც იტევდა უმარავ განძს. მისი გატანა საჭიროც კი გახდა სარკოფაგის გასაღებად. ასევე კიდევ ერთი კარი რომელსაც შევყავდით კიდევ ერთ საგანძურის ოთახში. თავად სარეკოფაგს კი გვარლებისა და ბლოკების საშუალებით მოხადეს თავი. კუბოს სელისა ქსოვილის სუდარა ეფარა. ხის კუბო რომელსაც მუმიიის ფრომა ჰქონდა, ოქროს ფურცლებით იყო გაწყობილი. ახდილი სახურავის ქვეშ აღმოჩნდა კიდევ ერთი კუბო, რომელიც ფარაონს განასახიერებდა ღმერთ ოზირისის სახით, ეს იყო საიუვილერო ნიმუშის გასაოცარი სახე. ყველაზე დიდი სენსაცია იყო რომ ამ კუბოს გახსნის შემდგე შიგ კიდევ ერთი კუბო აღმოჩნდა რომელსაც ადამიანის სხეულის ფორმა ჰქონდა და მთლიანად ოქროს ფურცლებისაგან იყო ნაკეთი. ამ კუბოში უკვე იყო ფარანის მუმია რომელიც დანახშირებული იყო. მას არომატული მასა ესხა, რომელიც ფისს მოგვაგონებდა. მის თავსა და ხელებს ოქროს ნიღაბი იფარავდა. ნიღბიდან ახალგაზრდა ფარაონის მწუხარე და ჩაფიქრებული სახე შემოსცქეროდათ. ნიღაბის მოხსნის შემდეგ გამოჩნდა მუმიიის სახე რომელიც ნამდვილად ჰაგვდა ფარაონის სკულპტურას რომელიც ოთახში აღმოაჩინეს…

ტუტანხამონის აკლდამის აღმოჩენა

სანამ თავად ტუტანხამონის აკლდამის უშულაო აღმოჩენაზე გადავიდოდე მინდა მოგითხროთ როგორ დაიწყო ყველაფერი და ვინ დაიწყო….
ლორდი კარნაროვი მდიდარი ინგლისრუი არისტოკრატიის ტიპური წარმომადგენელი იყო. მთელ თავის დროს მოგზაურობას ახმარდა. როდესაც მას ექიმებმა ასთმა დაუდგინეს ურჩიეს ეგვიპტეს გამგზავრებულიყო, ისინი იმედოვნებდნენ რომ ეგვიპტის ცხელი და მშრალი ჰაერი ტანჯვას შეუმსუბუქებდა.
ეგვიპტეში ჩამოსული კარნაროვი ქვეყნის სიძველეებით დაინტერესდა და მან გადაწყვიტა ეგვიპტეში დაბინავებულიყო და მთელი თავისი სახსრები არქეოლოგიური გათხრებისათვის მოეხმარებინა. მან დაიწყო კიდეც დამოუკიდებელი გათხრები, მაგრამ მალე მიხვდა რომ არ ჰყოფნიდა შესაფერისი სამეცნიერო მომზადება და სჭირდებოდა არქეოლოგი სპეციალისტის დახმარება. მან დახმარებისათვის მიმართა ეგვიპტის მუზეუმის დირექტორს, რომელმაც ხელი გაიშვირა ახალგაზრდა ეგვიპტოლოგი ჰოვარდ კარტერისაკენ.
მიუხედავად ყველას აზრისა კარტერს მიაჩნდა, რომ ხეობა უნდა მალავდეს ტუტანხამონის ჯერ კიდევ აღოუჩენელ სამარეს. ამ სამარის არსებობაზე, მისი აზრით მიუთითებდა სხვადასხვა ნივთები, რომლებიც მან დააგროვა წინა არქეოლოგიური ძიებების დროს. ( ტუტანხამონის ქაშანაურის თასი, გატეხილი ხის ყუთი, რომელშიც იდო ოქროს ფურცლები და რომელზეც ამოკვეთილი იყო მისის სახელი)
ადგილზე მისულ კარტერს და კარნაროვს საზარელი სურათი დახვდათ ვინაიდან ყველაფერი გადათხრილი იყო და უამრავი ნაყარით იყო სავსე. თუმცა ალბათ გულის კარნახით კარტერმა ამოირჩია ერთი ადგილი და 1917 წელს არაბმა მუშებმა დაიწყეს გათხრა. და 1922 წლის 3 ნოემბერს გაშეშებული წააწყდნენ ახლა გათხრილ მიწას. და ამის შესახებ კარტერი წერდა თავის პირად დღიურში:
,,დაბეჭდილი კარი–მაშასადამე ჩვენ მართალნი ვიყავით, ამდენი წლის შრომა ჩვენ აგვინაზღაურდა!
პირველი გრძნობა ეს იყო სიხარული, რომ ჩემი რწმენა საფუძვლიანი აღმოჩნდა”

ინფორმაციის წყარო : ka.wikipedia.org  და   www.iliauni.edu.ge

loading...
თეგები

temo kuchuashvili

I am boss I like ucnauri.com

მსგავსი ამბები

Close
Close