არქივი

მივყავართ თუ არა ცოდნას უკიდურესობამდე?!

truth among questions2

უპირველესად, მინდა ვთქვა, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც წერს ბევრ რაღაცაზე, და ახლა რატომღაც ამ თემაზე მომინდა აქ რომ დამეწერა.  ცოდნა ეს ხომ ის თემაა, რომელიც ვერასოდეს ამოიწურება და რომელზეც საუბარი მუდმივად შესაძლებელია. მე ვიტყვი, რომ ცოდნას უკიდურესობამდე მივყავართ და თუ რატომ ამას მოკლედ გეტყვით და გირჩევთ, რომ წაიკითხოთ ანატოლ ფრანსის “ანგელოზთა აჯანყება” . ეს არის ტექსტი, რომელმაც ბევრ რამეზე დამაფიქრა.  იმედია ტექსტის წაკითხვა არ დაგეზარებათ, მხოლოდ იმიტომ რომ დიდია, ვფიქრობ ძალიან საინტერესოა და იმედი მაქვს ამ წიგნის წაკითხვის სურვილიც ბევრს გაუჩნდება.
44e3a2811afa

 

მაშინ,როცა ბევრს ვკითხულობთ,იცვლება ჩვენი საუბრის სტილიც,ჩვენ ვსაუბრობთ წიგნის ენით ზუსტად ისევე როგორც მორისის ანგელოზი საუბრობდა.ციტატებით, წიგნის სახელით და თავებით . საკუთარი მოსაზრებების ნაცვლად სხვის მოსაზრებას გამოვთქვამთ რადგან წაკითხვისას მოგვეწონა.ყველაფერი ეს ცუდად ისახება ადამიანის მდგომარეობაზე. თუმცა მე მინდა ვთქვა ისიც რომ ცოდნის გარეშე არსებობა არარსებობის ტოლფასია.ცოდნა ეს არის ადამიანის ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი ატრიბუტი,რომელიც მას ეხმარება არსებობაში.ეს არის ის რაც უღვივებს ადამიანს მეტის გაგებისა და შეცნობის სურვილს. ცოდნა არის უნარი გაიგო ის რაც ბევრისთვის დაფარულია. მაგრამ ამასთანავე ისიც უნდა ვთქვა რომ ზედმეტი ცოდნაა გზაა უკიდურესობისაკენ. ცოდნა საფრთხის ქვეშ აყენებს რწმენას. კიდევ ერთხელ უნდა შვეხო ანატოლ ფრანსის „ანგელოზთა აჯანყებას“ და განვიხილო თუ რა დაემართა ანგელოზს,რატომ დაკარგა რწმენა და ემუქრება თუ არა მსგავსი საშიშროება ადამიანს. არკადი,მორისის ანგელოზი ისეთ ბიბლიოთეკაში აღმოჩნდება სადაც უძველესი წიგნები ინახება და აი სწორედ აქ დაიწყება მისი აზროვნების ცვლილება.მან ბევრი წაიკითხა ამ ბიბლიოთეკიდან და ის ამბობს „ – მე დავეუფლე ძველი აღმოსავლეთის,საბერძნეთისა და რომის სიძველეებს…

სულგადავყლაპეთეოლოგები,ფილოსოფოსები,ფიზიკოსები,გეოლოგები,ბუნებისმეტყველნი. ვისწავლე,ვიფიქრე და რწმენა დავკარგე“. რას ნიშნავს ეს,როგორ თუ რწმენა დაკარგა?! თუმცა თუკი ჩვენ თავებში ჩავიხედებით და გავიხსენებთ კითხვის მომენთს მაშინ მივხვდებით,რომ კითხვის დროს ჩნდება უამრავი კითხვა.და ჩვენ ადამიანები იმდენად ვერ გავიაზრებთ ამ ყველაფერს როგორც ანგელოზი. მან ხომ ჩვენზე უკეთ იცის ყველაფერი,თუმცა მასაც კი შეერყა რწმენა. ცოდნა მიიღო იფიქრა ყველაფერზე რაც აქამდე იცოდა და რაც ახლა,წაკითხულიდან შიძინა და საბოლოოდ რწმენა დაკარგა.ეს ის უკიდურესობაა რომელშიც ადამიანი უთუოდ გადავარდება თუკი ცოდნას საზომს არ დაუყენებს. ადამიანს არ აქვს იმის გარანტია,რომ ის დაცულია ამ უკიდურესობისგან,ანგელოზიც ვერ წარმოიდგენდა ამას მანამ სანამ თავად არ აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში. წიგნებს ხშირად შცდომაში შევყავართ ჩვენ არ ვიცით ის რაც წერია რეალურად იყო თუ არა.ჩვენ ვერ გავარჩევთ სინამდვილეს სიცრუისაგან რადგან ყველაფერი ეს ისეა შეფუთული,რომ ამის ერთმანეთისგან გამიჯვნა თავად ანგელოზსაც კი გაუჭირდა. „…რაც შეეხება ჭეშმაიტებათ,წიგნეში რომ მოიძევება, ისინი ხანდახან გვახვედრებენ,როგორი არიან საგნები,თუმც თავის დღში არ გვეუბნებიან,როგორი არიან სინამდვილეში“. არკადი იქამდე დაეცა,რომ მას აღარ სწამს იმის,რომ სამყარო ღმერთის შქმნილია. საბოლოოდ კი ეს ანგელოზი დაეცა მიწაზე და ღვთის წინააღმდენ აჯანყების მოწყობას შეუდგა.

 

8134fb6ea560
ვხედავ ჩემ გარშემო ადამიანები როგორ იცვლებიან ბევრი კითხვის შდეგად, როგორ ეცვლებათ აზროვნება,ბევრს რწმენაც და რწმენიდან ურწმუნოებაში გადადიან.ეს ცოდნის ის ცუდი მხარეა რომელსაც ვერსად გავექცევით თუკი მას არ დავუწესებთ საზღვრებს. როგორც არისტოტელე იტყოდა ნაკლებობაცა და სიჭარბეც,ორივე ერთნაირად სპობს ადამიანის სულს. თუკი გვინდა,რომ ჩვენი რწმენა არ დადგეს საფრთხის წინაშე,მაშინ დავუდგინოთ ცოდნას საზღვრები. ანატოლ ფრანსმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა,რომ ცოდნას მივყავართ უკიდურესობამდე…
ცოდნა გვინათებს გზას, თუმცა საბოლოოდ მივყავართ უკიდურესობამდე, ისეთ უკიდურესობამდე, როგორზეც ანგელოზები მივიდნენ.
eb08bf5da17c

მსგავსი ამბები

Back to top button