გასართობისაკითხავისურათები

Cassatt’s Little Girl in a Blue Armchair


დაიხატა რა 1878 წელს, ტილოზე ვხედავთ გაშხლართულ გოგონას ლურჯ სავარძელში, ოთახში სამი შესაბამისი დიზაინის სკამთან ერთად. გოგონა მისშტერებია იატაკს, თითქოს არ იცის და არც ადარდებს საკუთარი პროტრეტი, რომელიც იმავე დროს იხატება. მის მოპირდაპირე მხარეს, პატარა ძაღლი თვლემს, მისი შეფერილობა აბალანსებს გოგონას ტანსაცმლის მუქ ტონს. სურათზე არ ჩანს არც მაგიდები ან ორნამენტები, საერთოდ არაფერი, რომელიც მიიქცევს მაყურებლის ან გოგონას ყურადღებას. გოგონას, რომელიც თითქოს დაღლილი და მობეზრებულია, არავითარი გასართობი არ აქვს, მხოლოდ ორი დიდი ფანჯარა, რომლებიც დახურულია და ჩამოჭრილი ტილოს ზედა ნაპირის მიერ.

გადატვირთული ავეჯის დომინანტურობა მისი მთრთოლავი ლურჯი გადასაკრავით ქმნის უხერხულ სცენას მოუსვენრობისა და მოდუნებულობისა, ორივე შეეფერება გოგონას პოზას. მშობელი ალბათ ეტყოდა, რომ გასწორებულიყო და წესიერად დამჯდარიყო, ასევე ჩვენ ვხედავთ მეამბოხე და ეშმაკურ დამოკიდებულებას გოგონას კომფორტული ჯდომის ფორმაში. მას აცვია მოდის წესების დაცვით, შალის მოსახვევი შეხამებულია მის წინდებთან და ბანტი სათუთად ეხამება მის თმას, გოგონას ფეხსაცმელი შეუმჩნეველია და ბალთები ელვარებს, ზედმიწევნით გამოპრანჭულია. ეს გაპრანჭულობა საერთოდ არ ადარდებს გოგონას, რომლის საკუთარ თავში დაურწმუნებელი პოზა წარმოადგენს „ბავშვობის რადიკალურად ახალ იმიჯს“.

ის, რომ ქალმა შექმნა ეს ნახატი, რა თქმა უნდა, არ არის დამთხვევა. ძიძობა საშუალო კლასის სახლებში იყო სივრცე, რომელსაც  იშვიათად თუ ესტუმრებოდნენ კაცები.  ბავშვების აღზრდა ქალების „საქმე“გახლდათ, ეს, სავარაუდოდ დაკავშირებულია იმასთან, რომ კაცი ხელოვანები ძალიან იშვიათად ხატავდნენ ბავშვების ტილოებს. მაგრამ, ტილო, რომელსაც ჩვენ ვხედავთ არ არის საბავშვო ბაღი, მაგრამ სახელოსნო, ოთახი, რომელშიც გოგონა უადგილოდ გამოიყურება, ისევე როგორც მისი სამოსი, მასიური სკამების სიჭარბეში, კომპოზიციურად ერთი ფარავს მეორეს (გოგონა სამოსით – ოთახს და პირიქით).  მიზანი ყოველივე ამისა არის ის, რომ შეიქმნას გრძნობა – არა ისეთი ექსტრემალური, როგორიცაა შეშლილობა – შემდეგ უეჭველად გრძობა დეზორიენტაცია, გრძნობა, რომელიც თითქოს იპყრობს სიფიცხესა და დამქანცველობას ბავშვისას, რომელიც გრძნობს ზრდასრული ადამიანების სამყაროს სოციალურ წნეხს, სამყაროსი, რომელიც თითქოს მთლიანად მკაცრადაა დაყოფილი.

თვითონ გოგონა დეგას მეგობრის ქალიშვილია და ნახატს ხშირად უყურობენ როგორც დეგას გავლენას კასატზე. ამ ორ უკანასკნელს ბევრი რამ ჰქონდათ საერთო, მათი წარსულის გათვალისწინებით. ორივენი დაიბადნენ მაღალი-საშუალო კლასის ოჯახებში, ბანკირთა შვილები და ორივეს ძლიერი კავშირი ჰქონდა ამერიკასთან, დეგას დედა და ბებია იყვნენ ამერიკელები და ის რჩებოდა საკუთარ ოჯახთან ერთად ნიუ ორლეანსში 1872-1873 წლებში. მსგავსებები მათს ნამუშევრებში, უეჭველად ამ პერიოდში, ასევე საოცარია. მის ასიმეტრიულ კომპოზიციაში, ჩვეულებრივი, უპოზო დამოკიდებულება მჯდომისა, სიმსუბუქე და სიმტკიცე მისი ფორმებისა, განსხვავებით ნაცრისფერი უარყოფითი სივრცის მოძრავი ნაწილებისგან, სურათის დაჩეხვა და თავისუფალი ფუნჯის მონასმები, ასევე ინტერესი პირადი მომენტების მიმართ, რომლებსაც ხშირად აღმოვაჩენთ მის ლურჯ საღებავებში, დეგას ნამუშევრების დაღი ცხადად შეგვიძლია შევნიშნოთ მოცემულ ტილოზე, პატარა გოგონა ლურჯ სავარძელში.

იაპონური ნაკვალევი

იაპონური ნაბეჭდების გავლენაც ასევე გავრცელებული მოსაზრებაა. აღსანიშნავია, თუ როგორ აიტაცებს ჩვენს თვალს  დეგას ცნობილ ნამუშევარში „აბსცენტი“ მარმარილოს მაგიდების, რომლებიც თითქოს ტივტივებენ, ერთმანეთის საწინააღმდეგო დიაგონალები. მსაგვსი ეფექტი იქმნება კასატის ლურჯი ავეჯით, მსგავსი განფენილობა და სივრცე დააეჭვებს მაყურებელს, თუ ვისი გადმოსახედიდან უყურებს ნახატს – ბავშვის თვალიდან, თუ ზრდასრული ადამიანის გადმოსახედიდან. კომპოზიცია, ყოველ შემთხვევაში, ჯერ კიდევ შეკრულია, სივრცემ და მისმა განსხვავებულმა ბმებმა შექმნა ბალანსის ხვრელი.

ედგარ დეგა

ეს ძირეული მსგავსებები შესაძლოა მიეწეროს ფაქტს, რომ დეგამ მიიღო მონაწილეობა უკანა ხედის შექმნის პროცესში, ფაქტი, რომელიც დღეს დაუჯერებლად გვეჩვენება. კასატს როგორც ჩანს არ ადარდებდა, მიუხედავად ამისა, რამდენიმე წლის შემდეგ მან დაწერა, თუ როგორ რჩევებს აძლევდა მას დეგა უკანა ხედის შესახებ და როგორ მუშაობდა კიდეც მასზე. ბოლო ნაწილს ის ხაზგასმით აღნიშნავდა და მისთვის ეს პრივილეგიადაც კი განიხილებოდა. მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენდა მამაკაცი ხელოვანებისთვის მზრუნველობის გამოჩენა ქალბატონი კოლეგების მიმართ.

გამოყენებული ლიტერატურა: www.khanacademy.org

მსგავსი ამბები

Close
Close