საკითხავისასარგებლოსურათები

Courbet’s The Artist’s Studio

„მხატვრის სახელოსნო, ნამდვილი ალეგორია (A Real Allegory), რომელიც აჯამებს ჩემი არტისტული და მორალური ცხოვრების შვიდ წელს“

ნამდვილი ალეგორია? კურბეს წინააღმდეგობა

ნახატის სახელი თავის თავში მოიაზრებს წინააღმდეგობას: სიტყვებს „ნამდვილი“ და „ალეგორია“ აქვთ სხვადასხვა მნიშვნელობა. კურბეს სხვა წინა ნამუშევრებში, სიტყვა „ნამდვილი“ შესაძლოა აღვიქვათ, როგორც გმირობისა და იდეალურობის უარმყოფელი, სინამდვილის სასარგებლოდ. კუბრეს „ნამდვილი“ შესაძლოა იყოს უხეში და თავხედური სიმართლე, რომელსაც თან ერთვის ეკონომიკური უსამართლობა. „ნამდვილი“ ასევე შესაძლებელია, მიუთითებდეს ერების მერყევ მორალს.

განსხვავებით, „ალეგორია“ არის ამბავი ან იდეა, რომელიც გამოხატულია სიმბოლოებით. რამდენად შესაძლებელია, რომ კურბე იყენებს ამ სახელს ნახატისთვის, რათა მიიქციოს მაყურებლის ყურადღება კონტრადიქციის მეშვეობით და გააორმაგოს სურათის მნიშვნელობა? მაგალითად, შევხედოთ, ბუნდოვან სურათს, რომელიც კიდია პარიზის სტუდიის კედელზე. ეს დიდი ლანდშაპტები თითქოს აყალიბებენ განგრძობით ჰორიზონტის ხაზს სურათიდან სურათამდე. ისინი იმდენად „თხელი“ ჩანს, რომ თითქოს შესაძლოა, მოგვეჩვენოს, რომ ისინი არა ნახატები, არამედ ფანჯრებია, რომლებიც ჩარჩოში ათავსებს უკანა ხედს. ეს „სინამდვილეში“ ხდება თუ მხოლოდ და მხოლოდ წარმოდგენებია? კურბე თითქოს სპეციალურად ამღვრევს განსხვავებას და უფლებას აძლევს იარსებოს ორივე აზრმა.

მხატვარი

მხატვარს მაყურებელი დაუყოვნებლივ ამოიცნობს, ის ტილოს ცენტრშია. მისი თავი უკანაა გადახრილი. მხატვარი თითქოს მიუახლოვდა და სამართლიანად ტკბება ლანდშაპტით, რომლის ხატვის პროცესშიცაა იგი. ცენტრალური კომპიზიცია შედგება 3 ფიგურისგან ( 4სგან თუ კატასაც ჩავთვლით).

მოდელი, როგორც მუზა

მხატვრის მარჯვენა მხარეს დგას შიშველი მოდელი. აღსანიშნავია, რომ მისი კაბა მიგდებულია მისსავე ფეხებთან. აქ არაფერი განსაკუთრებული და განსხვავებული არ ხდება, ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ მხატვრის სამუშაო დარბაზია და მოდელები ხშირად იხდიან. ამის მიუხედავად, მხატვარი შიშველ მოდელს არ უყურებს, შეხედავდა, მოდელი, რომ მისთვის პოზირებდეს. მხატვარს არ სჭირდება მისი ყურება. ის ხომ მხოლოდ და მხოლოდ დაუსახლებელ და უკაცრიელ ლანდშაპტს ხატავს. უცნაურია, რომ მზერის მიმართულება გადაბრუნებულია. მოდელი ყურადღებას მხატვრის ყურადღების მიპყრობას უთმობს და არა პირიქით. ის უცქერს იმ ლანდშაპტს, რომელსაც მხატვარი ხატავს. „სინამდვილის“ სამყაროში, მოდელი შესაძლოა იყოს ნამდვილად მოდელი, მაგრამ „ალეგორიულად“ მას შესაძლოა ჰქონდეს მხატვრის მუზისა და შთაგონების მნიშვნელობა.

ახალგაზრდობა, როგორც უმწიკვლობა

ბიჭი, მხატვრის გვერძე, ასევე მინიშნებაა. ის ყველაზე პატარაა სამ ცენტრალურ ფიგურას შორის. ის აღტაცებით უყურებს კურბეს ქმნილებას. ბავშვი არ არის წახდენილი ზრდასრულობის ილუზიებით, ის ხედავს მსოფლიოს ჭეშმარტი სახეს და ის წარმოადგენს მნიშვნელოვან მიზანს კურბესთვის – ხელოვნების აკადემიის გაკვეთილების დავიწყება. ქალაქური ინდუსტრიული ცხოვრების სიყალბე, როგორც მას სჯეროდა, აშორებდა მხატვრებს ბუნების პირველყოფილი სინამდვილისგან. ძირითადად, კურბე ცდილობდა დაბრუნებოდა სიწმინდეს, ბავშვის პირდაპირი აღქმა. კატა ხშირად აღიქმება, როგორც კავშირი დამოუკიდებლობასთან.

სხვა პერსონაჟები

მთელი ტილო გაყოფილია ხალხის ორ ჯგუფად. მარცხენა ჯგუფში, ჩვენ ვაწყდებით სრულიად უხეშ ადამიანთა ტიპებს. ისინი არიან: მეტყევე, შეშლილი სოფლელი, ებრაელი და სხვები. ასევე ვხვდებით რამდენიმე ალუზიას, როგორიცაა იმჟამინდელი საფრანგეთის მმართველის ნაპოლეონ მესამის „ჩართვა“ სურათში. . შემდგომ აქვეა რამდენიმე ფიგურა, მხარის მაცხოვრებლები, რომლებსაც მხატვარი უყურებს.

ტილოს მოპირდაპირე მხარეს, კონტრასტულად, არის უფრო კარგი შესახედაობის, კარგად ჩაცმული ხალხის ჯგუფი. ტილოს მარჯვენა დაბალ კუთხეში შეკრებილნი არიან კურბეს პირადი, მდიდარი კოლექციონერები და მისი დახვეწილი მეგობრები. ტილოს უკიდურეს მარჯვენა ქვედა ნაწილში ვხედავთ ჩარლზ ბოდლერი, გავლენიანი პოეტი, რომელიც მხატვრის ახლო მეგობარი გახლდათ.

არის თუ არა ეს კომპოზიცია ნაცნობი? კურბე მიჯაჭვულია ხატვის პროცესთან, ან სხვანაირად რომ ვთქვათ, ის ქმნის ლანდშაპტს. შესაძლებელია თუ არა, რომ ეს იყოს მითითება ღმერთზე, როგორც ბუნების შემქმნელზე? კომპოზიცია პირდაპირაა დაკავშირებული ახალი აღთქმის ტრადიციული კომპოზიციის ამბავთან, განკითხვის დღესთან. გავიხსენოთ ჯოტოს „განკითხვის დღე“, ფრესკა ქალაქ პადუას ტაძარში, ან მიქელანჯელოს „განკითხვის დღე“ სიქსტის კაპელაში. ამ ნახატებში, დალოცვილნი (ისინი, ვინც სამოთხისკენ მიიწევდნენ) იყვნენ ქრისტეს მარჯვნივ (ჩვენი მხრიდან მარცხნივ), ხოლო დაცემულნი (ისინი, ვინც ჯოჯოხეთში მოხვდნენ) გამოსახხულნი არიან ქრისტეს მარცხნივ (ჩვენგან მარჯვნივ).

კურბე როგორც შემოქმედი

კურბემ საკუთარი თავი შემოქმედის ადგილას დააყენა, მაგრამ სურდა კი მას, რომ ჩვენ გვეფიქრა მასზე, როგორც სამყაროს შემოქმედზე, თუ უბრალოდ ნახატის შემქმნელზე? თუ პირველი ვარიანტია სწორი, მაშინ რა შეიძლება ითქვას მოდელზე/მუზაზე? დალოცვილთა მხარეს რატომ არიან გამოსახულნი მხარის მაცხოვრებლები? მარჯვენა მხარეს, დაცემულთა ადგილას არიან ქალაქელი მახინჯი ადამიანები. და მარჯვენა დაბალ კუთხეში, სადაც მიქელანჯელომ თვით სატანა გამოსახა, ჩვენდა სასაცილოდ, კურბეს ახლო მეგობარს, პოეტ ბოდლერს, „ბოროტების ყვავილის“ ავტორს ვაწყდებით.

და ბოლოს, უნდა აღვნიშნოთ ჯვარცმული ფიგურა, რომელიც მოლბერტის უკანაა „დამალული“. დიდი ალბათობით, კურბე თავის თავს წამებულად თვლიდა (დავაკვირდეთ ავტოპორტრეტს „დაჭრილი კაცი“). მან შექმნა საკუთარი სატირული პორტრეტები, რომლებიც გამოსახავდა მას მეტაფორულად, როგორც „წამებულს“ ფრანგი ხელოვნების კრიტიკოსების ხელში.

გამოყენებული მასალები:  www.khanacademy.org

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close