არქივი

ახალი კვლევები პომპეის ტერიტორიაზე

4e8ccb61fffe

პომპეის მკვიდრთა დაღუპვის მიზეზებზე დღემდე ვერ შეთანხმებულან იტალიელი მეცნიერები.  მათი მტკიცებით, ახლახან ჩატარებული გამოკვლევები ფარდას ახდის  ამ იდუმალებით მოცულ ტრაგედიას.

ისტორიული წყაროებით, 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევამ პომპეის მოსახლეობის უმრავლესობა იმსხვერპლა. მაგრამ სიკვდილი სულის ხუთვის შედეგად კი არ დამდგარა (როგორც აქამდე მიიჩნეოდა), არამედ მაღალი ტემპერატურის გამო, რომელიც +50-დან +300ო C-ს აღწევდა ამოფრქვევის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრის რადიუსში. ადამიანები ფაქტობრივად დნებოდნენ. ეს მტკიცებულებები ექსპერიმენტებს ემყარება, რომელიც სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაგრამ ზოგიერთი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. ისინი ისტორიკოსებს, მათ შორის პლინიუს უმცროსის წერილს ეყრდნობიან, რომელშიც მითითებულია, რომ მასობრივი მსხვერპლი არა მხოლოდ მაღალმა სიცხემ, არამედ ვეზუვის ამოფრქვევისას კვამლმა და ქვის ცვენამაც გამოიწვია.
a225b6fcba39

ძველი რომის იმპერიის ქალაქი პომპეი, თანამედროვე ნეაპოლთან ახლოს, ნეაპოლის ყურეში მდებარეობდა. ისტორიული ცნობების თანახმად, დორიელთა ტომების მიერ შევიწროებულმა ეოლიელებმა და იონელებმა მიატოვეს საბერძნეთი და ხმელთაშუა და შავი ზღვის სანაპიროზე დამკვიდრდნენ.
f5dad4ac23b3

ყურეს გასწვრივ გაშენდა ნეაპოლი, რომელსაც მაშინ პართენონს უწოდებდნენ, უფრო სამხრეთით კი პომპეი და ჰერკულანუმი. პომპეი პატარა ქალაქი იყო, სადაც სულ 20000 კაცი ცხოვრობდა. თუმცა მდიდარი ქალაქი გახლდათ და მშვენიერი ჰავითაც გამოირჩეოდა.
601be212d95e
პომპეიდან ჩრდილო-დასავლეთით ოთხ კილომეტრში, დაახლოებით ნეაპოლის შუა გზაზე მდებარეობდა მეთევზეთა ქალაქი ჰერკულანუმი, რომელიც თანდათანობით მოკრძალებული დასახლებიდან რომის არქიტექტურის მარგალიტად იქცა.
a832d4cc0ef1

დადგა საბედისწერო დღე, 79 წლის 24 აგვისტო.  გამაყრუებელი გრუხუნი პომპეიში დღის პირველ საათზე გაისმა. წამოვიდა ფერფლის ნიაღვარი და პემზის ნამტვრევები. მათ მზე და ცა დაფარეს, დაბნელდა.

ქალაქს სქლად დაეფინა ფერფლი და ქვები. ზოგიერთი ქვა 6 კილოგრამს იწონიდა. მამაკაცები, ქალები და ბავშვები თავზარდაცემულნი დარბოდნენ სქელი კვამლით დაფარულ ვიწრო ქუჩებში, სადაც სუნთქვა შეუძლებელი გამხდარიყო. ზოგიერთი მცდარმა ილუზიამ შეიპყრო, რომ ფერფლისა და ქვის წვიმა მალე შეწყდებოდა. მათ ახლო მდებარე სახლების სარდაფებს შეაფარეს თავი. ასე დაიღუპა 2 ათასი
6c75c4f7efbd
ვულკანური წვიმა ორ დღეს გაგრძელდა. პომპეი ფერფლისა და ქვის 15-მეტრიანმა ფენამ დაფარა… სულ სხვაგვარად წარიმართა ჰერკულანუმელთა ბედი. ქალაქი გაუჩინარდა ვეზუვის ფერდობზე გაჩენილი ნაპრალებიდან წამოსული სქელი, წებოვანი ტალახის 15-მეტრიანი ფენის ქვეშ, რომელიც მზის მცხუნვარე სხივებმა ქვასავით გაამაგრა. პომპეელებისგან განსხვავებით, ჰერკულანუმელებმა ქალაქიდან გასვლა მოასწრეს.

შუა საუკუნეებში პომპეი და ჰერკულანუმი უკვე აღარავის ახსოვდა. ჰერკულანუმის ადგილზე გაშენდა სოფელი რესინა. 1710 წელს ერთ-ერთი გლეხი ჭას აღრმავებდა და თხრისას  მარმარილოს ფილასა და სვეტებს წააწყდა. მან ნაპოვნი კალატოზებს მიჰყიდა. მაშინ აზრადაც არავის მოსვლია, რომ ეს ქალაქ ჰერკულანუმის ნაშთი იყო.
1738 წელს 20 მეტრის სიღრმეზე ჩასვლის შემდეგ, განძის მაძიებლებმა ჰერკულანუმის ამფითეატრი აღმოაჩინეს, რამაც მკვლევართა ინტერესი კიდევ უფრო გააღრმავა.

უცნაურად აღმოაჩინეს ძველი პომპეიც. უკვე მე-16 საუკუნეში ცნობილი იყო, რომ ცივიტას ბორცვის ქვეშ იმალება რომელიღაც ქალაქის ნანგრევები. 1594 წელს იტალიელ ინჟინერს დომენიკო ფონტანას დაავალეს მიწისქვეშა აკვედუკის აგება. მუშაობისას ინჟინერი  უცნობ ნანგრევებს წააწყდა. როგორც შემდეგ დადგინდა, ეს პომპეი იყო, რომლის კვლევა იტალიელმა ჯუზეპე ფიორელიმ განაგრძო. ფიორელიმ მთელი ტერიტორია კვადრატებად დაანაწილა (ამ მეთოდს დღესაც იყენებენ), თითოეული აღმოჩენილი სახლის კარი დანომრა, ხოლო ფერფლსა და ლავაში გაჩენილი სიცარიელე თხევადი თაბაშირით ამოავსო. ამით შესაძლებელი გახდა კატასტროფის შედეგად დაღუპული და გაქვავებული ადამიანებისა და ცხოველების ანაბეჭდების აღება.

მსგავსი ამბები

Back to top button