გართობაკულტურა

მომავლის რობოტები!!!

robot wallpaper 4

რობოტების ტიპები.

არსებობს უამრავი სახეობის რობოტი.ზოგიერთს ადამიანისთვის სამუშაოს გაიოლება და უსაფრთხოების დაცვა ევალება,ზოგიც გართობას ემსახურება.ადამიანი ყოველთვის აკონტროლებს რობოტს და თვითონვე წყვეტს,რა და როგორ გააკეთებინოს.ზოგიერთ რობოტს კომპიუტერული პროგრამით მართავენ,ზოგსაც დინსტანციური მართვის ხელსაწყო ამუშავებს.

რობოტი ჰუმანოიდი
ჰუმანოიდი ისეთი ტიპის რობოტია,რომელიც ადამიანს ჰგავს.ზოგიერთი მხოლოდ ფიზიკურად გავს ადამიანს,ზოგსაც ისეთი გრძნობები აქვს,როგორიცაა შეხება, მხედველობა და სმენა.
fa6c75e81a51

რობოტები მრეწველობაში

რობოტები მრეწველობაში 50 წელზე მეტია გამოიყენება.ზოგიერთი რობოტი ადამიანზე სწრაფად და ზუსტად ასრულებს თავის მოვალეობას,ასეთია მაგალითად,სიმძიმეების აწევა და დაწყობა.რობოტს ერთი და იმავე სამუშაოს შესრულება დაუსრულებლად შეუძლია,თანაც ისე, რომ არ მოჰბეზრდება.რობოტებს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს-არ იღლებიან.მართალია,ხანდახან შეკეთებას და ნაწილების შეცვლას საჭიროებენ,მაგრამ აბაზანაში შესვლას და ოჯახის სანახავად შინ წასვლას არ ითხოვენ.

0d7f8f4635a5

მანქანათმშენებლობა

გერმანიის ერთ-ერთ ავტომანქანის საამქროში 450-ზე მეტი რობოტი მუშაობს.ზოგიერთი რობოტი მანქანის ნაწილებს ადუღებს,ზოგი პატარა ჭანჭიკებს უჭერს,ზოგიც ლაზერით ფანჯრის მინებს აერთებს,ნაწილი-აწყობილ მანქანაში საწვავს ასხამს.

a1c10803d7c6

9efd3453cffe

რობოტები მედიცინაში

ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა,თუ როგორ ემსახურებიან რობოტები ადამიანებს,არის მათი გამოყენება მედიცინაში;ზოგჯერ რობოტებს ქირურგიაშიც კი იყენებენ,თუმცა მცირე ფუნქციის შესასრულებლად.ექიმები რობოტის დახმარებას შრომატევადი,ძნელი და უხერხული დაავადებების შესასრულებლად მიმართავენ,რაც ჩვეულებრივი სამედიცინო ხელსაწყოებით ნაკლებეფექტური გამოვიდოდა.თუმცა ქირურგიის გარკვეულ სფეროში – კარდიოქირურგიაში რობოტების მთავარ როლს ასრულებენ.

10b40acc4153

9304eaa4e7ce

498ef164ad8c

რობოტები კოსმოსში

რობოტებს ხშირად წერენ სამეცნოერო ფანტასტიკის ჟანრში,ასე რომ,რა გასაკვირია,თუ მათ კოსმოსშიც შეხვდებით.ისეთ გარემოში,სადაც ადამიანი მხოლოდ მცირე დროით თუ გაჩერდებოდა,რობოტები ხანგრძლივათ და უვნებლად რჩებიან.კოსმოსში რობოტებს XX საუკუნის 60-იან წლებიდან უშვებენ.ზოგიერთმა მხოლოდ პლანეტას ჩაუფრინა და დედამიწაზე ფოტოები და სხვადასხვა მონაცემები გამოგზავნა.სხვები კი პლანეტებზე დასხდნენ,იქაურობა დაათვალიერეს და დედამიწაზე ნიმუშები გამოგზავნეს შემდგომი კვლევებისთვის.

224dfc8166c5

91fd0082ed03

9dd5bee04525

ea60d69a8af5

სადაც ადამიანებს წასვლის ეშინიათ

რობოტები იდეალური გადაწყვეტილებაა იმ შემთხვევაში, როცა აუცილებელია ადამიანების გაგზავნა ძალიან სახიფათო ადგილებში.გარდა კოსმოსისა, ისინი იგზავნებიან წყალქვეშ,უდაბნოში,ვულკანურ და საომარ ზონებში.ადამიანი ასეთ გარემოში საკვებითა და დასვენების გარეშე დიდხანს ვერ გაძლებს.რობოტებს საკვები და წყალი არ სჭირდებათ,საკმარისია მხოლოდ ხანგრძლივი მოქმედებისთვის ბატარეები ან მზის პანელების ჩაყენება.

4999b0bf5352

სავულკანო რობოტი ,,დანტე”
ამ რობოტს ამოფრქვეულ ვულკანში შეღწევაც კი შეუძლია. დანტე იოლად იღებს აირისა და ლავის ნიმუშებს და მეცნიერებს უსაფრთხო ადგილას უგზავნის მონაცემებს.რობოტი დანტე ალასკაზე (აშშ)მაუნთ-სპურის კრატერს იკვლევს.

ec6c7c92b475

წყალქვეშა კვლევა
წყალქვეშა ნავები რემორა 2000 და სუპერ აქილისი ერთობლივად მუშაობენ წყალქვეშ,იკვლევენ ოკეანის ფსკერზე ჩაძირული ხომალდების ნაშთებს.წყალქვეშა ნავძე ორი დამკვირვებელია. სუპერ აქილისი მრავალფუნქციური რობოტია,რომელსაც ფოტოს გადაღება,ნიმუშების აღება და ჩაძირული ობიექტების აღმოჩენა შეუძლია.

9b6ecfd6046f

f5f7aa795681

bf814fa40d6a

აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას რომ დღევანდელ ცხოვრებაში რობოტებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ….

ინფორმაციის წყარო: DiscoveryEducation.com

temo kuchuashvili

I am boss I like ucnauri.com

მსგავსი ამბები

Back to top button