გართობაკულტურა

ქართული ტაძრები I (გერგეტის სამება)

2d60e87b226c
საქართველოს ძალიან ბევრი ულამაზესი ტაძარი ამშვენებს, ამიტომ გადავწყვიტე ამაზე დამეწერა პოსტების ნაკრები. პირველისთვის ავირჩიე გერგეტის სამება. ეკლესია, რომლის გარშემოც ცოტა წარმართული ხალხი ცხოვრობს და ეკლესია, სადაც ყოველი მისვლისას სხვადასხვა რამეს განიცდი.

გერგეტის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ჩრდილოეთით მდებარე კუთხე-ხევში, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ გერგეტში მდებარეობს. იგი ზღვის დონიდან 2300 მეტრზეა და მის კომპლექსში შედის ტაძარი, რომელიც აშენდა XIV საუკუნის 30-იანი წლებში, სამრეკლო რომელიც ამავე საუკუნის მეორე ნახევარში აიგო და საბჭეო, რომელიც უკვე შემდეგ საუკუნეში იქნა დასრულებული.
გერგეტის სამების შესახებ საქართველოს ისტორიას დიდი ცნობები არ გააჩნია, თუმცა მისი სახელი დაკავშირებულია სოფელთან, რომელიც იმ მთის ძირშია აშენებული, სადაც ეკლესიაა. სოფელი გერგეტი სტეფანწმინდის მოპირდაპირე მხარეს თერგს იქით არის გაშენებული. ამ სოფელში არამარტო მოხევეები, არამედ ქისტებიც ბევრნი ცხოვრობენ. ჩემი აზრით ეს საინტერესო ფაქტია, სოფლისთვის რომელიც ამ ეკლესიის ყმად ითვლებოდა. გიორგი ბრწყინვალემ ამ სოფლის მკვიდრთ ჩააბარა ეს ეკლესია და უწოდა მათ “სამების საყდრისშვილები”.მის შემდეგ ყველა მეფე ამ წოდებას ანიჭებდა სოფლის მოსახლეობას და მათ ანდობდა ეკლესიას, რომელიც საქართველოს განძსაცავი იყო ომიანობის პერიოდში. ამავდროულად ამ ეკლესიაში ესვენა წმინდა ნინოს ჯვარი,რომელიც ქართველებისთვის უდიდეს რელიკვიას წარმოადგენს. ამ ყველაფრის გარდა გერგეტის სამება იყო ადგილი, სადაც წყდებოდა ხევის საქმეები და იკრიბებოდა საბჭო ხევისბერის თაოსნობით. გერგეტის საბჭოს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის, რადგან ხშირად მათ გადაწყვეტილებაზე იყო საქართველოს ბედი დამოკიდებული. ამას განაპირობებდა ის, რომ ხევი იყო ერთადერთი გზა ჩრდილოეთიდან შემოსასვლელად საქართველოში ანუ ერთადერთი კარიბჭე, რომლის დაცვაც მოხევეებს ევალებოდათ.
დღესდღეობით, როგორც ხევი ასევე გერგეტის სამება მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილს წარმოადგენს, თავისი ულამაზესი ბუნებით, რომელსაც “ხევის პატარძალი” ამშვენებს და თერგის ხმაური აცოცხლებს. ჩემი რჩევა იქნება არ მოიკლოთ ამ ადგილის ნახვის სიამოვნება.
ახლა კი იხილეთ ფოტოები, როგორც ეკლესიის ასევე მისი ეზოდან ხედების, რომლებიც ჩემი გადაღებულია.

db7167c22d88

93f8122b60c7

ea22663d515d

a81cbe0c0929

6f2598a7c397

b8c0c23713b5

vanik0

nothing interesting

მსგავსი ამბები

Back to top button