არქივი

სილამაზე შეფასების კვალდაკვალ

faf515eeb2ea
იყო დრო, როდესაც ყველაზე ლამაზ ქალებს კოცონზე წვავდნენ,რადგაც მიაჩნდათ, რომ თვალისმომჭრელი სილამაზე ეშმაკისეული იყო.

რასაკვირველია სილამაზის კონკურსი მამაკაცებმა გამოიგონეს.სავარაუდოდ, პირველ ასეთ კონკურსში მონაწილეობდნენ ჰერა,ათენა და აფროდიტე,ჟიური კი სულ ერთი მამაკაცისგან, პარისისგან შედგებოდა. ამბობენ, რომ თანამედროვე თვალთახედვით, აფროდიტა თავისი პარამეტრებით თანამედროვე სილამაზის კონკურსზე, ალბათ,ბოლო ადგილსაც ვერ დაიკავებდა:სიმაღლე 164 სანტიმეტრი,ხოლო იდეალური პროპორციების 90-60-90 მაგივრად,მისი პარამეტრები დაახლოებით 86-69-93 გახლდათ.

სილამაზის კონკურსს, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, საფუძველი 1888 წელს, ბელგიის პატარა ქალაქ სპაში ჩაეყარა. ფეშენებელური კურორტი არისტოკრატებისა და სამეფო ოჯახის წარმომადგენლების საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო. თავდაპირველად,ჟიური მონაწილეების სხეულის ნაწილებს ცალ-ცალკე აფასებდნენ:სახის ნაკვთებზე უმაღლესი შეფასება 15 ქულა იყო, მკერდი, ფეხები და ხელები 10 ქულად ფასდებოდა. სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.როდეასც მსოფლიო სილამაზის კონკურსებს დაედო საფუძველი.

afb65eaa66cf

1951 წელს ლონდონში ტრადიციული ფესტივალი ტარდებოდა, რომლის ორგანიზებაც გასართობ კონპანია ”მეკას” დაევალა.კომპანიის ერთ-ერთმი ხელმძღვანელის ერიკ მორლეის დაჟინებული თხოვნით, ფესტივალში სხვა ღონისძიებებთან ერთად სილამაზის კონკურსიც შეიტანეს.პირველ კონკურს ”ბიკინის ფესტივალი” ეწოდა, რადგან მორლეიმ გადაწყვიტა,რომ ლამაზმანები საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილები უნდა შეეფასებინატ.კონკურს ერთჯერადი ხასიათი უნდა ჰქონოდა და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ ის ასეთ პოპულარობას მოიპოვებდა.

 

წყარო : angel.ge

იხილეთ ასევე
Close
Back to top button