“გამორჩეული” დღეები ამერიკის შეერთებულ შტატებში
როგორც ქართველებს, ასევე მთელ მსოფლიოს, მათ შორის ამერიკასაც აქვს და ზეიმობს სხვადასხვა დღესასწაულებს. დღეს სწორედ ამერიკის სხვადასხვა დღესასწაულებს განვიხილავთ
ტრადიციები მსოფლიოს სხვა ნაწილებიდან
თებერვალში ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნება უდიდესი დღესასწაული “მარდი გრასი”. მიუხედავავ ფრანგული სახელწოდებისა, ეს დღესასწაული საფრანგეთში არ იღებს სათავეს. ის ფაქტობრივად ნიუ ორლეანში, ა.შ.შ-ს სამხრეთ ნაწილში წარმოიშვა.
აშშ მულტი კულტურული საზოგადოებაა. სხვა ეროვნების ხალხი, რომლებიც აქ გადმოსახლდნენ, საკუთარ ტრადიციებს არ ივიწყებდნენ, რომლებიც მშობლიურ ქვეყანას ახასიათებდა. მაგალითად მარდი გრასი, წარმოიშვა ფრანგი იმიგრანტებისაგან, რომლებიც პირველად დასახლდნენ ნიუ ორლეანში 1840 წელს(მარდი გრასის დროს ასევე ტარდება კარნავალიც). ირანელი ამერიკელები საკუთარი ქვეყნის დღესაც აღნიშნავენ 17 მარტს. აშშ-ში ასობით დღესასწაული არსებობს, რომელიც ქვეყანას საკუთარ ისტორიას ახსენებს.
დამოუკიდებლობის დღე
დამოუკიდებლობის დღე ამერიკაში აღინიშნება 1776 წლიდან. ამ წელს ცამეტმა კოლონიამ ჩრდილოეთ ამერიკისა მოაწერა ხელი დამოუკიდებლობის დეკლარაციას. ეს იმას ნიშნავდა, რომ ისინი დიდი ბრიტანეთის “საკუთრებაში” აღარ იყვნენ და ისინი დამოუკიდებლები გახდნენ. სწორედ ამ წლიდან ეყრება საფუძველი აშშ-ს. აღინიშნება ყოველი წლის 4 ივლისს.
კოლუმბის დღე
კოლუმბის დღე, საერთაშორისო დღესასწაულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამერიკის სხვა ნაწილებში. ის აღნიშნავს ამერიკის აღმოჩენას ქრისტეფორე კოლუმბის მიერ 12 ოქტომბერს 1492 წელს. თუმცა ამ დღესასწაულს ამერიკელები ოქტომბრის მეორე ორშაბათს აღნიშნავენ
მადლიერების დღე
მადლიერების დღე აღინიშნება ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს. უამრავ ადამიანს უწევს შორ მანძილზე მოგზაურობა, რათა საკუთარი ნათესავები მოინახულოს. მადლიერების დღე აღინიშნება 1621 წლიდან. სწორედ ამ წელს მასაჩუსეტში პილიგრიმები დასახლდნენ. საშინელი ზამთრის შემდეგ პილიგრიმების ნახევარი მოკვდა და მათ დასახმარებლად ადგილობრივ ამერიკელებს მიმართეს, რომლებმაც უთხრეს თუ როგორ დაეთესათ ხორბალი და სხვა მარცვლეული. შემდეგი შემოდგომის მოსავალი შესანიშნავი იყო და პილიგრიმებმა მადლობა გადაუხადეს შესანიშნავი ნადიმით. მადლიერების დღეს ყოველთვის არის სუფრაზე ის საჭმელი, რომელიც 1621 წლის შემოდგომაზე იყო:შემწვარი ქათამი(ინდაური), cranberry-ის სოუზი, გოგრის ნამცხვარი და ასე შემდეგ. სანამ ეს დღესასწაული დაიწყება მთლიანად ოჯახი მადლობას ამბობს იმის გამო, რომ ასეთი მშვენიერი მოსავალი აქვთ.
წყარო : galanews.ge