გართობა

ექსპერიმენტები…(5)

science digital art 3d simple background blue background 1920x1080 hd wallpaper

გაუმარჯოს… გადავწყვიტე ექსპერიმენტების კიდევ ერთი ნაწილი დამედო… ამჯერად წყალთან გვექნება საქმე

სანამ უშუალოდ ექსპერიმენტებზე გადავალთ წყალი მიმოვიხილოთ

წყალი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, შეუცვლელი რესურსია.დადამიწის ზედაპირის 70% წყალი შეადგენს.მიუხედავად ბუნებაში ფართოდ გავრცელებისა, მთელ მსოფლიოში მწვავედ დგას სასმელი წყლის პრობლემა.
df02f4cdd011
     როგორ ფიქრობ, რატომ განიცდის დღეს ბევრი ქვეყანა სასმელი წყლის დეფიციტს?
წყალი სიცოცხლის წყარო და საშენი მასალაა, რომელსაც ყველა ცოცხალი ორგანიზმი შეიცავს და იყენებს. თუ საკვების გარეშე ადამიანი თვეების განმავლობაში ძლებს,წყლის გარეშე ის რამდენიმე დღეში დაიღუპება.ადამიანის ორგანიზმის 70% წყალია. წყლის ეს რაოდენობა უნდა იქნას შენარჩუნებული,ვინაიდან 20%-მდე წყლის დაკარგვა ორგანიზმის დაღუპვას იწვევს. ყველა საკვები პროდუქტი შეიცავს წყალს:ბოსტნეული-80-90%,ხორცი-50%,რძე-87-89% და ა. შ.
წყალი უნივერსალური გამხსნელია.მას ორგანიზმში ყველა საჭირო ნივთიერება შეაქვს, ყველაფერი ზედმეტი კი გამოაქვს.
b43260bb9350
ბუნებში განუწყვეტლივ მიმდინარეობს წყლის წრებრუნვა.მსოფლიო ოკეანიდან წყლის ნაწილი ორთქლდება და ნალექების სახით ისევ მიწას უბრუნდება.წრებრუნვისას წყლის საერთო რაოდენობა დედამიწაზე მუდმივი რჩება.
a767505e67b3

წყალი მაღალი ქიმიური აქტიურობით ხასიათდება.წყლის რამდენიმე თვისებას-რეაქციას დიდი პრაქტიკული გამოყენება აქვს:
ქლორირება წყალგამწმენდ სადგურებსა და საცურაო აუზებში წყლის დეზინფექციისათვის გამოიყენება;მეტალების წყალთან ურთიერთქმედებით ლაბორათორიაში ტუტეებისა და წყალბადის მიღება შეიძლება;”კირის ჩაქრობის”რეაქციას ხშირად იყენებენ მშენებლობაზე; მცენარე საკვებ იონებს ნიადაგიდან წყალხსნარების სახით იღებს.
სარწყავად გაცილებით უფრო მეტი წყალი იხარჯება, ვიდრე სასმელად.
ნებისმიერი პროდუქტის წარმოება შეუძლებელია წყლის გარეშე. მაგალითად,1 ტ ქაღალდის წარმოებაზე 900მ3,1 ტ ფოლადის წარმოებაზე კი 120მ3 წყალი იხარჯება.
893c7e15140e

ტექნიკურ პროგრეს თან ახლავს გარემოს დაბინძურების მატება და პირველ რიგში -წყლის გაჭუჭყიანება.ხშირად მდინარეებში,ზღვებსა და ოკეანეებში მრავალი სხვადასხვა სიცოცხლისათვის საშიში ნივთიერება ჩაედინება. გაჭუჭყიანებისგან წყლების დაცვის ძირითადი ღონისძიება იმ მეთოდების დანერგვაა,რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს ჩამდინარე წყლების წარმოქმნას-უნარჩენო ტექნოლოგია.

ახლა უშალოდ ექსპერიმენტები

ცხელი და ცივი წყლების ურთიერთქმედება

და ბოლოს 10 ექსპერიმენტი წყლის დახმარებით

ინფორმაციის ნაწილი ამოღებულია : ekologiaia.blogspot.com-დან

 

kaxamadridista

var 14 wlis, vswavlob 144-e sajaro skolashi

მსგავსი ამბები

Back to top button