ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

წლის Top 10 პოპულარული ფილმი IMDB-ს მიხედვით


გასული წელი კინოებით მდიდარი წელი გამოდგა, ასე რომ დღეს შევაჯამებთ 2014 წლის საუკეთესო ფილმებს. გავიგებთ თუ როგორ გამოიყურება IMDB-ს ფილმების საუკეთესო ათეული.

10)მეათე ადგილზე მოხვდა დისნეის ახალი მიუზიკლი “ტყეში”(in to the woods) რომლის რეჟისორი რობ მარშალია, მთავარ როლებში კი მერილ სტრიპი და ჯონი დეპი გვევლინებიან. ფილმში ძმები გრიმების ცნობილი ზღაპრებია გაერთიანებულიდა გვიამბობს უშუალო წყვილის ისტორიას, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ თავი დაახწიონ წყევლას, რომელიც მათ შურისმაძიებელ ჯადოქარმა მოუვლინა. პრემიერა 2014 წლის 8 დეკემბერს შედგა ნიუ იორკში და მან პოზიტიური გამოხმაურება ჰპოვა.

9)რაც შეეხება მეცხრე ადგილს, რეიტინგში მეხცრე ადგილზე ფრენცის ლოურენსის სამეცნიერო “შიმშილის თამაშები- კაჭკაჭჯაფარა” მოხვდა. თამაშებში გადარჩენის შემდეგ, ქეთნის ევერდინი (ჯენიფერ ლოურენსი) აღმოჩნდება მე-13 რაიონში, რომელიც ოფიციალურად, ომის დროს განადგურებულად მიიჩნევა. სინამდვილეში კი, რაიონის მიწისქვეშა თავშესაფარი, რომელმაც ყველაზე ძლიერ ბომბებსაც კი გაუძლო, კაპიტოლიუმის წინააღმდეგ მებრძოლთა ცენტრს ემსახურება. რაიონის პრეზიდენტი ალმა კოინი (ჯულიანა მური) თხოვს კიტნისს ითამაშოს რამდენიმე სარეკლამო რგოლში, რომლებიც აჯანყებას გაუწევს პროპაგანდას და გოგონაც სწრაფად გაითავისებს ახალ როლს. ამავდროულად, კაპიტოლიუმი იმავე მიზნით იყენებს დედაქალაქში დარჩენილ პიტს (ჯონ ჰატჩერსონი) და ქეთნისს ისღა დარჩენია, უყუროს, როგორ მოუწოდებს მისი შეყვარებული ამბოხებულებს დანებებისაკენ.

8) მერვე ადგილზე ამერიკელი სნაიპერია(american sniper).

საუბარია კლინტ ისტვუდის ახალ სამხედრო დრამაზე, რომელშიც მთავარ როლს ბრედლი კუპერი ასრულებს. ის ამერიკის საზღვაო დანაყოფის სნაიპერს, ქრის კაილს განასახიერებს, რომელიც ერაყში იბრძვის და მალევე იხვეჭს საუკეთესო სნაიპერის სახელს ამერიკის სამხედრო ისტორიაში. სწორედ ამის გამო, ქრისი მტრების მთავარი სამიზნე ხდება…

გარდა კუპერისა, ახალ ნამუშევარში მონაწილეობენ: სიენა მილერი, ჯეიკ მაკდორმანი, ლუკ გრაიმსი, ნევიდ ნეგაბენი და კირ ოდონელი.

7)მეშვიდე ადგილს დასჯერდა ეუკალაიზერი. ახალ გაცნობილი კრიმინალის დასაცავად, გმირი იძულებული ხდება FBI-ს აგენტებისა და რუსი ბანდიტების წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში ჩაებას. ის რომ გადამდგარი სპეცნაზელი არ ყოფილიყო, რომელმაც ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება გადაწყვიტა, ამ ომის ფინალი დრამატული იქნებოდა.სურათის ბიუჯეტი, რომელშიც მთავარ როლს დენზელ ვაშინგტონი ასრულებს, მხოლოდ 55 მილიონ დოლარს შეადგენს, ამიტომ მის მიერ დანახარჯების ამოღება კითხვის ნიშანს საერთოდ არ ტოვებს.

6) მეექვსე ადგილს “გაუჩინარებული გოგონა”(gone girl) იკავებს. მისტიკური თრილერი, რომელშიც ბენ აფლეკი და როზამუნდ პაიკი მონაწილეობენ, ნიკისა და ემი დანის ამბავს გვიყვება მაშინ, როცა ეს უკანასკნელი უცნაურ ვითარებაში უჩინარდება. ფილმმა გამოსვლიდან პირველივე კვირაში 38-მილიონიანი მოგება ნახა და “ანაბელს” ერთი ნაბიჯით გაასწრო.

5) მეხუთე ადგილზე ვარსკვლავთშორისია(installer). სიუჟეტი გვაცნობს მომავლის დედამიწას, რომელიც მტვრითა და მარცვლეულის ყანებითაა დაფარული. საკვები რესურსები იწურება და კაცობრიობას განადგურების საფრთხე ემუქრება. გამოცდილ მფრინავს და 2  შვილის მამას თავაზობენ, უხელმძღვანელოს ფიზიკოსი კიპ ტორნის მიერ შემუშავებულ რეალურ სამეცნიერო ექსპედიციას, რომლის მიხედვითაც, შავი ხვრელები – ეს დროით-სივრცითი გვირაბებია, რომლებიც სხვა გალაქტიკებს და შესაბამისად, სხვა სამყაროს უკავშირდებიან, რომელთა შორისაც ერთი შესაძლოა, ადამიანთა საცხოვრებლად გამოსადეგი აღმოჩნდეს.

4)აი მეოთხე ადგილიც, რომელსაც “გალაქტიკის მცველები” იკავებს. ფილმი მოგვითხრობს ფანტასტიკურ ისტორიას ერთი დედამიწიდან მოტაცებული ბიჭის, საეჭვო წარმოშობის ენოტის, ძალზედ უცნაური ხის, ერთი ბრაზიანი მეომრის და მწვანე ქალი კიბორგის შესახებ რომლებიც თავიანთი ეგოისტური მიზნების მისაღწევად გაერთიანდებიან მაგრამ მოვლენების მათთვის მოულოდნელად განვითარების შედეგად ისინი გალაქტიკის მცველები გახდებიან… სურათის მეორე ნაწილს მაყურებელი 2017 წლის 6 ივლისს იხილავს

3)მესამე ადგილზე ფილმი ინტერვიუა.ჩრდილოეთ კორეამ, თავისდაუნებურად, უწყინარი სატირული კომედიით შექმნა 2014 წლის მთავარი ფილმი, თუნდაც სკანდალურობით, რომელიც მოიცავს დამაინტრიგებელ ინტერვიუს და მხატვრული ჟანრის მიუხედავად, პოლიტიკის რუბრიკაშიდაიკავა წამყვანი ადგილი.

2)მოსე:ღმერთები დამეფეები. ბიბლიური ისტორია დიად წინასწარმეტყველ მოსესა და ებრაელი ერის ეგვიპტელების მონობისგან გათავისუფლების შესახებ. მოსე დედამიწას იმ დროს მოევლინა, როცა ფარაონმა ებრაული წარმოშობის ყველა ახალშობილის მოკვლა ბრძანა. მისი გადარჩენისთვის, დედამისმა ბავშვი კალათაში ჩასვა და ნილოსს გააყოლა. ახალშობილი ფარაონის ქალიშვილმა იპოვა და მას რამზესთან ერთად ზრდიდა. მრავალი წლის შემდეგ, როცა მოსე კაცი გახდა, ეგვიპტიდან გაიქცა, ხოლო შემდეგ ღვთის ბრძანებით უკან დაბრუნდა, რათა თავისი ერი მონობიდან ეხსნა..

1) და აი პირველი ადგილიც. ეს საპატიო ადგილი ჰობიტს შეხვდა(ჰობიტი: ხუთი არმიის ბრძოლა). მას შემდეგ, რაც განმარტოებული მთის დასალაშქრად 13 ჰობიტს დაემატა მე-14 დაქირავებული ბილბო ბეგინსი, როგორც «იღბლიანი» მებრძოლი, ის ფიქრობდა, რომ მისი თავგადასავალი საგანძურის პოვნის შემდეგ, რომელიც ასე აუცილებელი იყო ჯუჯების მეთაურ თორინისთვის, დასრულდებოდა. ერბორში, ჯუჯების სამეფოში, მოგზაურობა, რომელიც დრაკონ სმაუგს ჰქონდა დაპყრობილი, უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე მათ და ბრძენ ჯადოქარ ჰენდალფს წარმოედგინა, რომელმაც დახმარების ხელი გაუწოდა თორინსა და მის მეგობრებს.
ჯუჯების წინააღმდეგ, ორკების არმიაც ჩაება. მათში ძველმა ღვაეძლმა და მტრობამ იფეთქა. ელფებსა და ადამიანებს კი – რომლებთანაც ერთად, ბილბოსა და მის მეგობრებს მოგზაურობისას ჰქონდათ შეხება და მათ დანაკარგებიც კი განიცადეს ჯუჯების დახმარებისთვის გაწეულ ბრძოლებში, განმარტოებული მთის საგანძურიდან გულუხვად დაჯილდოვების უფლება მიენიჭათ. მალე მთის ახლოს ერთმანეთს ხუთი არმია დაუპირისპირდება. მხოლოდ საშინელი სისხლის მღვრელი ბრძოლა გამოავლენს ჯუჯების მიერ წამოწყებულ ლაშქრობაში გამარჯვებულს!..

წყარო: musicbox.ge     imovies.ge

loading...
თეგები

kaxamadridista

var 14 wlis, vswavlob 144-e sajaro skolashi

მსგავსი ამბები

Close
Close