გასართობისაქართველოუცნაური

გახდება თუ არა კიბერსპორტი ოლიმპიური სპორტის სახეობა ?

კიბერსპორტი უკვე არა ერთი წელია სპორტის ერთ-ერთ ოფიციალურ სახეობად აღიარებისთვის იბრძვის. ხოლო, Blizzard Entertainment-ის ყოფილი შემოქმედებითი დირექტორი საერთოდ თვლის, რომ ამ სახეობის ჩართვა ოლიმპიურ თამაშებშიც აუცილებელია.

ახლახანს ამ განხილვებს შეუერთდა ადამიანი, რომელსაც სათამაშო ინდუსტრიისთვის არც ისე ცოტა რამ გაუკეთებია — რობ პარდო. რობი 17 წლის განმავლობაში კომპანია Blizzard Entertainment-ის შემოქმედებითი დირექტორი იყო. ეს ის კომპანიაა, რომელმაც მსოფლიოს ისეთი ლეგენდარული თამაშები მისცა, როგორიცაა Warcraft, StarCraft და Diablo. მათ შექმნაში რობ პალდოს პირდაპირი წვლილი მიუძღვის.

პარდომ სურვილი გამოთქვა, რომ კიბერსპორტი ოლიმპიური თამაშებში ჩართონ. ის თვლის, რომ ტრადიციული სპორტი და კიბერსპერტი არც ისე ძალიან განსხვავდება, რომ მათი გაყოფა ხდებოდეს. აქედან გამომდინარე, შეჯიბრება ისეთი გლობალური ღონისძიების ფარგლებშიც შეიძლება, როგორიც ოლიმპიადაა.

რობ პარდოს აზრით, კიბერსპორტს შეჯიბრებებისთვის განკუთვნილი ისეთივე უნარების „კომპლექტი“ სჭირდება, როგორც ნებისმიერ სხვა სპორტის სახეობას: გონების სისხარტე, რეფლექსები, სიტუაციებიდან გამომდინარე სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. აგრეთვე, პარდომ დასძინა, რომ ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ჩავთვლით სპორტად. ამგვარად, თუ მივიჩნევთ, რომ სპორტად მხოლოდ ისეთი რამ ჩაითვალოს, რასაც დიდი ფიზიკური დატვირთვა სჭირდება, მაშინ კიბერსპორტი ამ შემთხვევაში ნამდვილად არ მიესადაგება. თუმცა, მისივე აზრით დღევანდელი ოლიმპიადების რამდენიმე დისციპლინაც ამ მხრივ არანაკლებ კითხვებს ბადებს.

ყველაფრის მიუხედავად, პარდოს მოწინაღმდეგეები თავის სფეროშიც გამოუჩნდნენ. მაგალითად, არხ ESPN-ის (Dota 2-ის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლატორი არხი) დირექტორი ჯონ სკიპერი თვლის, რომ კიბერსპორტის ოლიმპიურ თამაშებში ჩართვა არ მოხდება და საერთოდ ამ სახეობის სპორტად წოდებაც არ შეიძლება.

ამ დაპირისპირებების და გაურკვევლობების მიუხედავად, კიპერსპორტი განაგრძობს თავის განვითრებას და მსოფლიო აღიარების მოპოვებას. უკვე ამჟამად, აშშ-ში თამაში League of Legends სპორტის ერთ-ერთ დისციპლინად არის აღიარებული. ხოლო, პროფესიონალური გუნდების მოთამაშეები ვიზებს იმავე პირობებზე იღებენ, როგორზეც MLB-ის (Major League Baseball) ბეისბოლისტები და NHL-ის (The National Hockey League) ჰოკეისტები. ამის მიღწევა, ძირითადად თამაშის შემქმნელი — სტუდია Riot Games-ის მეშვეობით მოხდა.
კიბერსპორტმა, ასევე საგანმანათლებლო სფეროში შეღწევაც შეძლო. ასე მაგალითად, რობერტ მორისის უნივერსიტეტმა ფეხბურთთან და კალათბურთთან ერთად სტუდენტური შეჯიბრებების პორგრამაში ერთ-ერთი პოპულარული თამაშიც ჩართო.

ამჟამად, კიბერსპორტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე ოფიციალურადაა აღიარებული. საქართველოს რაც შეეხება, ჩვენთან ეს ჯერ ალბათ უცხო ხილია, თუმცა განვითრების შემთხვევაში მონაწილეების დეფიციტს ნამდვილად არ განიცდიდა.

პ.ს. კომენტარებში შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი აზრი, თუ რომელი თამაშების განვითარება შეიძლება საქართველოში კიბერსპორტის სახეობად, და/ან როგორი სახის შეჯიბრებში მიიღებდით დიდი სიამოვნებით მონაწილეობას.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close