კულტურაუცნაური

„რობოტი გველი“ — მოქნილი ტელესკოპური მოწყობილობა

a8c07d19ffab

მჭიდე რობოტიზირებულ ხელს, მოქნილს, როგორც გველი, შეუძლია ყველაზე რთულად მისადგომ აგდილებში შეღწევა და მისი გამოყენება მეცნიერებისა და წარმოების სხვადასხვა სფეროშია შესაძლებელი.

რობოტიზირებულმა კონსტრუქციამ სახელად „მეორე სერიის სისტემა X125“ მიიღო. მოქნილ ლითონის ხელს, რომელიც ზოგს შეიძლება მტვერსასრუტის მილს აგონებდეს, სიგრძე ორ მეტრაზე მეტი აქვს და 6 კგ მასის ტვირთის გაძლება შეუძლია. ლითონის გველის „თავი“ 225°-ით ბრუნავს, ამავე კუთხეზე იხრება მისი „სხეულიც“. მანიპულატორის ბოლოში ნებისმიერი მოწყობილობის დაყენებაა შესაძლებელი, იქნება ეს ფოტო ან ვიდეოკამერა, ძლიერი ფანარი, საჭიდი-მარწუხები თუ ბურღი. ამ მოწყობილობის წინა, პირველი სერია სახელად JetSnake („რეაქტიული გველი“), მაიამის პორტში გვირაბის გამყვან საბურღ მოწყობილობაზე გამოიყენებოდა.

2593f1129a63

ახალი მოდელი გამოირჩევა გაუმჯობესებული მოქნილობით, მაღალი მოძრაობის უნარით და უფრო ვიწრო „სხეულით“, რაც მას მცირე დიამეტრის ხვრელებში შეღწევის შესაძლებლობას აძლევს. რობოტი გველის გამოყენება შეიძლება როგორც სამაშველო ინსტრუმენტად, როდესაც ის ნანგრევებში შეაღწევს და იქ არსებული მდგომარეობის ვიზუალურ ინფორმაციას გადმოსცემს, ასევე მშენებლობისას რთულადმისადგომი ადგილების მობეტონების კონტროლისთვის და გვირაბების კედლების სისქის შესამოწმებლად.

656894891bc0

მექანიკური ხელის მაღალი მოძრაობის უნარი საშუალებას იძლევა, რომ იგი ქირურგიული ოპერაციების დროსაც იქნას გამოყენებული, როგორც მანათობელი ან ასისტენტი მოწყობილობა. მსგავსი, მაღალი თავისუფლების მანიპულატორით უკვე აღჭურვილია „კვადროკოპტერი“ HERALD — დრონი, რომელიც დედამიწის ზედაპირის და საჰაერო სივრცის შესასწავლადაა განკუთვნილი. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ მომავალში რობოტი გველები ფართო გამოყენებას ჰპოვებენ კოსმოსურ კვლევებში სხვა პლანეტებიდან გრუნტის სინჯების აღებისას.

მსგავსი ამბები

Back to top button