არქივი

რა შეიძლება გაიყიდოს აუქციონზე

c9649b505c1f

2005 წელს აუქციონის სახლმა “გერნსი” აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ნივთები რომლებიც ეკუთვნოდა ჯონ კენედის. 60000 დოლარად გაიყიდა პრეზიდენტის ერთერთი საქანაო სკამი(ე.წ. “კაჩალკა”), რომელზე დაჯდომაც პრეზიდენტს ზურგის ტკივილის დროს უყვარდა. 54000 დოლარად იყო შეფასებული 1951 წელს გაცემული პრეზიდენტის პასპორტი… მყიდველებში ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია ორმა დროშამ, რომელიც პრეზიდენტის ლიმუზინს ეკეთა მისი სიკვდილის დღეს, 1963 წლის 22 ნოემბერს. დროშები გაიყიდა 450000 დოლარად… აი ასე უყვარდათ პრეზიდენტი კენედი!

49229ffd0b4a

2004 წლის მაისში, კრისტის აუქციონზე გამოიტანეს ჯონ ლენონის ტყავის ყელსაბამი, რომელსაც იგი საკუთარ თილისმად მიიჩნევდა. ყელსაბამის საწყისი ფასი იყო 29000$, მაგრამ თითქმის ათჯერ გაიზარდა და გაიყიდა 234000 დოლარად. ეს ნივთი ყველაზე ძვირად გაიყიდა ლეგენდარული ბითლზების აქსესუარებს შორის.

7d1411b3cfd0

2002 წლის მარტში, ბრიტანეთის კრისტის აუქციონზე 220850 დოლარად გაიყიდა გაცვეთილი და დაზიანებული სპორტული მაისური ნომრით 10, რომელიც ეკუთვნოდა ფეხბურთის მეფედ აღიარებულ ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილს, სახელით პელე. ერთი წლის შემდეგ 150000 დოლარად გაიყიდა პელეს ბუცი, რომლითაც მან გაიტანა მეათასე გოლი თავის კარიერაში, ბუცებს თან მოყვა ხელშეკრულება პელეს ხელმოწერით.

9b8da458fcab

8e549f535695

2007 წლის ოქტომბერში დალასის აუქციონზე გაიყიდა, მოკლული რევოლუციონერის, ჩე გევარას 7 სმ სიგრძის თმის ბღუჯა. დახვრეტილ რევოლუციონერს თმა მოაჭრა CIA ყოფილმა აგენტმა, კუბელმა გუსტავო ვიოლდომ, რომელიც 1967 წელს მონაწილეობდა ოპერაციაში სახელით ჩე გევარა, თმა მას ჭირდებოდა იმის დასამტკიცებლად, რომ ოპერაცია შესრულებულია. ცობილი რევოლუციონერის თმა 119000 დოლარად იყიდა წიგნების მაღაზიის მფლობელმა ჰიუსტონში, რომელიც ფიქრობდა, რომ ჩე იყო XX საუკუნის უდიდესი რევოლუციონერი, მან შენაძენი საკუთარი მაღაზიის კედელზე დაკიდა.

d0e34c7a9034

2005 წლის ივნისში კრისტის აუქციონზე 90850 დოლარად გაიყიდა მერლინ მონროს ჩანაწერების წიგნი, რომელშიც ეწერა მისი ყოფილი ქმრების ჯო დიმაჯოს და არტურ მილერის ტელეფონის ნომრები, ასევე ფრენკ სინატრას, ჰენრი ფონდას და სხვა ცნობილი ადამიანების ტელეფონის ნომრები.

b3e5fd636d4c

2001 წლის აგვისტოში ცნობილი მომღერლის, მადონას ერთერთმა გულშემატკივარმა, სოტბის ონლაინ აუქციონზე 23850 დოლარად შეიძინა მძივებით გაწყობილი ბიუსტჰალტერი, რომელიც მადონას 1993 წელს ეცვა ტურნეზე – Girlie Show World Tour.

eaae5e52f6ba

2005 წლის ნოემბერში, ამერიკულ აუქციონ მონიონზე გამოიტანე სადამ ჰუსეინის უნიფორმა, რომლის საწყისი ფასი იყო 5000$. ცნობილი დიქტატორის ჩამოგდების ერთი წლისთავზე უნიფორმა გაიყიდა 20000 დოლარად, რაც ოთხჯერ აღემატებოდა საწყის ღირებულებას.

0660b8b85454

2006 წელს, ბერლინის საქველმოქმედო აუქციონზე 12600 დოლარად გაიყიდა ვიტალი კლიჩკოს კრივის ხელთათმანები. ამ ხელთათმანებით 2002 წლის 24 ნოემბერს კლიჩკომ ნოკაუტით დაამარცხა ლარი დონალდი და მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული WBA ვერსიით.

d9f4f940040b

2006 წლის ივნისში, კრისტის აუქციონზე 10800 დოლარად გაიყიდა, ცნობილი მხატვრის, ენდი უორჰოლის პარიკი. მხატვარი ამ პარიკით სარგებლობდა დიდი ხნის განმავლობაში და იგი გაკეთებული იყო საუკეთესო, ბუნებრივი ქერა თმისგან.

6cf9a3147a90

ბრიტანულმა აუქციონის სახლმა – Auction World Dot TV, 2001 წელს გასაყიდად გამოიტანა 11 კბილი, რომელიც ჯეკ ნიკოლსონმა მოიცვალა ბავშვობაში. როგორ მოხვდა კბილები აუქციონზე, ორგანიზატორებმა არ განაცხადეს… ნიკოლსონმა რომ შეიტყო ეს ამბავი ძალიან გაბრაზდა და მოითხოვა აუქციონის გაუქმება, მაგრამ კბილები უკვე გაყიდული იყო 10000 დოლარად.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button