არქივი

22 ვარსკვლავი, რომელიც არ ბერდება…

9e4a21eab1e0

დღეს თვენ ნახავთ 22 ვარსკვლავს, რომლებიც საერთოდ არ შეცვლილან….

Sandra Bullock

სანდრა ბულოკი (დ. 26 ივლისი, 1964) — ამერიკელი მსახიობი. პოპულარობა მოიპოვა 1990-იან წლებში. 2007 წელს ის შეფასებული იყო როგორც სიმდიდრით მეთოთხმეტე ქალი გართობის ინდუსტრიაში.
9e4a21eab1e0

Will Smith

8eb031a19880

Liv Tyler

e2322df627de

Alicia Silverstone

ალისია სილვერსტოუნი ( დ. 4 ოქტომბერი 1976) — ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, აქტივისტი. სადებიუტო როლი შეასრულა ფილმში„ვნება“, რამაც მას 1994 წელს MTV-ის კინოჯილდო მოუტანა, საუკეთესო გამრღვევი შესრულებისთვის. შემდგომში იგი მოზარდების კერპად იქცა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჯგუფ Aerosmith-ის სამ მუსიკალურ ვიდეოში გამოჩნდა. 1995 წელს ითამაშა წარმატებულ ფილმში „სულელი“ (რამაც მისი Columbia-სთან მრავალმილიონიანი კონტრაქტი უზრუნველყო), ხოლო 1997 წელს – ფილმში „ბეტმენი და რობინი“, ბეტგერლის როლში. იგი განაგრძობდა ფილმებში, სატელევიზიო პროექტებსა და სცენაზე თამაშს.

სილვერსტოუნი ვეგეტარიანელია, მხარს უჭერს PETA-ს საქმიანობას და გამოცემული აქვს წიგნი კეთილი დიეტა.

5ce4c4e101f6

Jamie Foxx

4f119bd6be24

Enrique Iglesias

ენრიკე მიგელ იგლესიას პრეისლერი (ესპ. Enrique Iglesias; დ. 8 მაისი, 1975) — ესპანელი მომღერალი, მოდელი და მსახიობი. ენრიკემ კარიერა დაიწყო მექსიკურ ლეიბლთან Fonovisa, რომელიც დაეხმარა მას გამხდარიყო ყველაზე პოპულარული მომღერალი ლათინურ ამერიკაში და გაეყიდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიუფრო მეტი ესპანურენოვანი ალბომი, ვიდრე ნებისმიერ სხვა მომღერალს. მთელი მსოფლიო მასშტაბით 100 მილიონზე მეტი დისკი გაყიდა.[1]

ენრიკეს ასევე აქვს მალტის მოქალაქეობა.

ენრიკე დაიბადა მადრიდში. ის არის ესპანელი მომღერლის ხულიო იგლესიასის და ფილიპინელი ჟურნალისტის იზაბელ პრეისლერის მესამე და ბოლო შვილი. მისი მშობლები განქორწინდნენ 1978 წელს. მომდევნო წელს მამამისი საცხოვრებლად გადავიდა მაიამიში და იქ გააგრძელა მუსიკალური კარიერა.

1985 წელს ტერორისტულმა დაჯგუფებამ ETA გაიტაცა ენრიკეს პაპა ხულიო იგლესიას პუგა. შვილების უსაფრთხოების მიზნით იზაბელ პრეისლერმა ენრიკე და მისი და–ძმა მამასთან გაგზავნა საცხოვრებლად მაიამიში. მანამდე ის ასევე ცხოვრობდა ბელგრადში ერთი წელი დედასთან ერთად, რომელიც იქ ჟურნალისტად მუშაობდა.[2] პატარა ენრიკეს ძიძა ზრდიდა. 1993 წელს მან დაამთავრა «Gulliver Preparatory School» და მშობლების ინიციატივით [3] სწავლა განაგრძო მაიამის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე.

ენრიკეს არ სურდა მამამისს სცოდნობა მისი გეგმების შესახებ მუსიკალურ კარიერასთან დაკავშირებით და არც ის უნდოდა, რომ ცნობილი გვარი დახმარებოდა წარმატების მიღწევაში. მისი პირველი სიმღერების შთაგონების წყარო იყო ტინეიჯერობისდროინდელი შეყვარებული კრისტი დებლერი. ძიძისგან ნასესხები ფულით იგლესიასმა ჩაწერა ერთი ესპანური და ორი ინგლისური სიმღერა. ის მღეროდა სასცენო ფსევდონიმით – ენრიკე მარტინესი (ესპ.Enrique Martinez). კოლეჯიდან გამოსვლის შემდეგ ის გაემგზავრა ტორონტოში ექვსი თვით სადებიუტო ალბომის ჩასაწერად.

2bf75ebbc965

Patrick Stewart

ba569c44aaf2

Jennifer Lopez

ჯენიფერ ლინ ლოპესი (Jennifer Lynn Lopez) (* 24 ივლისი, 1969), ასევე ცნობილი როგორც J.Lo. (ჯეი ლო) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, კომპოზიტორი,მოცეკვავე, და დიზაინერი. გამოცემული აქვს 7 სტუდიური ალბომი. გადაღებულია მთელ რიგ ფილმებში – აღსანიშნავია პირველი მნიშვნელოვანი როლი ფილმში „ფულის მატარებელი“ (1995).

ac62509f24f8

Avril Lavigne

ავრილ რამონა ლავინი (დ. 1984 წლის 27 სექტემბერი) — კანადელი მომღერალი, მუსიკოსი და სიმღერების ავტორი. მისი კარიერა დაიწყო 12 წლის ასაკში. ავრილმა საკუთარი ძალებით შეისწავლა გიტარაზე დაკვრა. 16 წლის ასაკში, მომავალ წარმატებაზე ოცნებისას, გადასახლდა ნიუ-იორკში. ლეიბლი Arista მისი მონაცემებით მხოლოდ მაშინ დაინტერესდა, როდესაც ლავინი იმედგაცრუებული კანადაში დაბრუნებას აპირებდა. მასთან გაფორმდა სამწლიანი კონტრაქტი.

1 წლის შემდეგ გამოვიდა ავრილის სადებიუტო ალბომი Let Go (2002). მისი გაყიდვების ტირაჟმა 8.000.000-ს მიაღწია. 17 წლის ასაკში ავრილი ჩარტების სათავეში მოექცა. 8 კვირის განმავლობაში მისი სიმღერა Complicated ჩარტების პირველ ათეულებში იმყოფებოდა. 2 კვირის განმავლობაში ავრილმა შექმნა 12 სიმღერა, რითაც ყველა გააოცა. ეს კომპოზიციები მოხვდა მის შემდეგ სტუდიურ ალბომში Under My Skin. მისი გამოცემა დაემთხვა ავრილის ცხოვრებაში რთულ ეტაპს, როდესაც იგი იმედგაცრუებული იყო უიღბლო სიყვარულის გამო.

21 წლის ასაკში მან იქორწინა ჯგუფის Sum 41 სოლისტ დერეკ უიბლისთან, რომელსაც 2009 წელს გაშორდა. უიბლი იყო ავრილის მესამე სტუდიური ალბომის The Best Damn Thing თანაპროდიუსერი. ლავინის მეოთხე ალბომი, Goodbye Lullaby, 2011 წლის მარტში გამოვიდა. 2010 წელს ფილმის ალისა საოცრებათა ქვეყანაშისაუნდტრეკში მოხვდა ავრილის სიმღერა Alice.

ამჟამად ლავინი არა მხოლოდ მუსიკოსია. იგი არის ტანსაცმლის ხაზის Abbey Dawn ავტორი, გამოშვებული აქვს სუნამოები Black Star და Forbidden Rose. 2009 წელს ავრილის ინიციატივით ნიუ-იორკში მოეწყო მოდის კვირეული.

2010 წლის თებერვალში ავრილმა გაიცნო ბროდი ჯენერი, რომელსაც ამჟამად ხვდება.

383acbc9df60

Rob Lowe

a5981fc57d13

Sophia Vergara

44ca51d008b3

Keanu Reeves

კიანუ რივზი (ინგლ. Keanu Reeves; დ. 2 სექტემბერი, 1964) — კანადელი მსახიობი. ცნობილია ფილმების ტრილოგიით „მატრიცა“. თანამშრომლობდა სტივენ ფრირზთან, გას ვან სენტთან და ბერნარდო ბერტოლუჩისთან.

37d9bdb907f2

Julia Stiles

ჯულია ო’ჰარა სტაილზი (ინგლ. Julia O’Hara Stiles; დ. 28 მარტი, 1981) — ამერიკელი მსახიობი. ცნობილი გახდა შესრულებული როლებით ფილმებში: „ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი“ (1999), „მხოლოდ მე და შენ“ (2000) და „ბოლო ცეკვა ჩემზეა“ (2001). მის კინოკარიერაში მნიშვნელოვანი იყო ფილმები „უცნობების ბიზნესი“(2001), „მონა ლიზას ღიმილი“ (2003) და „ომენი“ (2006). აღსანიშნავია აგრეთვე ტრილოგია ჯეისონ ბორნზე: „ბორნის იდენტიფიკაცია“ (2002), „ბორნის უპირატესობა“(2004), „ბორნის ულტიმატუმი“ (2007).

დაიბადა დედამისის — მეთუნის ჯუდით ნიუკომბ სტაილზისა და მამამისის — ბიზნესმენის ჯონ ო’ჰარას ოჯახში. აქვს ინგლისური, ირლანდიური და გერმანული გენეალოგია. პატარაობიდანვე იყო დაინტერესებული სამსახიობო ხელოვნებით. 11 წლის ასაკში შედგა მისი დებიუტი ნიუ-იორკის ერთ-ერთ თეატრალურ სცენაზე. 1996 წელს ითამაშა ფილმში „მიყვარხარ, აღარ მიყვარხარ“. 1997 წელს პატარა როლი მიიღო ფილმში „ეშმაკის საკუთრება“. ერთი წლის შემდეგ მთავარი როლი მიიღო ფილმში „ავი“. მნიშვნელოვანი იყო ფილმი „ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი“, სადაც თამაში მოუწია ჰით ლეჯერთან. 2000-იან წლებში გამოჩნდა ფილმებში: „წვეულება“(2003), „პრინცი და მე“ (2004), „ბუს ყვირილი“ (2009), „იმედის სხივების კრებული“ (2012) და სხვა. გადაღებულია აგრეთვე სერიალში „დექსტერი“.

2005 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი ინგლისური ლიტერატურის სეციალიზაციით. სტაილზი ვეგეტარიანელია, წარსულში ვეგანი იყო. უყვარსბეისბოლი და არის ნიუ-იორკ მეტსის გულშემატკივარი. თავის თავს ფემინისტს უწოდებს და 2004 წელს ფემინიზმზე დაწერა სტატია The Guardian-ში. სტაილზი რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფებოდა მსახიობთან ჯონათან კრამერთან.

24a4ce4707c1

Elijah Wood

3f2f625621f0

Kate Hudson

4a92afd17732

Gwen Stefani

გვენდოლინ რენე სტეფანი (Gwendolyn Renée Stefani) (ინგლ. Gwen Stefani [ˈgwɛn stəˈfɑːni]) (დ. 3 ოქტომბერი, 1969, ფულერტონი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელიმომღერალი და მსახიობი, როკ-ჯგუფ No Doubt-ის წევრი.

სტეფანიმ თავდაპირველად პოპულარობა მოიპოვა No Doubt-ის 1995 წლის ალბომით ტრაგიკული სამეფო (Tragic Kingdom), რომლის ყველაზე წარმატებული ჰიტები იყო „Just a Girl“, „Spiderwebs“, და „Don’t Speak“. მომდევნო ალბომები ისე უკვე აღარ გამოირჩეოდა არც პოპულარობით და არც გაყიდვებით, თუმცა ამ ჟანრში საკმაოდ წარმატებულ ნამუშევრებად ითვლება.

2004 წელს გვენ სტეფანიმ დაწერა პირველი სოლო ალბომი „Love. Angel. Music. Baby“, რომელიც ჟანრის რამდენიმე წამყვან მუსიკოსთან (ლინდა პერი, აუტკასტი,ანდრე 3000 და სხვ.) კონსულტაციებით გამოვიდა. ალბომი შეიცავდა პოპ და საცეკვაო მუსიკის კომპოზიციებს და მათში ძლიერი ჰიპ-ჰოპისა და სლოუ-ჯემისგავლენა იგრძნობა. მისი მესამე სინგლი „Hollaback Girl“ უდიდესი საერთაშორისო პოპულარობით სარგებლობს და პირველი ამერიკული დიჯიტალ-სინგლი ხდება, რომელმაც გაყიდვებით 1 მილიონს გადააჭარბა.

1cfc5ec82b88

Halle Berry

ჰალი მარია ბერი (ინგლ. Halle Maria Berry; დ. 14 აგვისტო, 1966) — ამერიკელი მსახიობი, ყოფილი მოდელი და სილამაზის დედოფალი. მიღებული აქვს „ემი“ და„ოქროს გლობუსი“ ფილმისათვის „გაიცანით დოროტი დენდრიჯი“. 2001 წელს კი „ოსკარიოსკარი“, ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი ფილმისათვის„მონსტრების მეჯლისი“. ბერი ერთადერთი აფრიკელ-ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი ქალია. ის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მსახიობი და კოსმეტიკის კომპანია Revlon-ის წარმომადგენელია.

მსახიობის კარიერამდე, ბერიმ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სილამაზის კონკურსში. 1986 წელს მან მოიპოვა მის აშშ-ის საპატიო ტიტული. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა 1991 წელს ფილმში „ჯუნგლების ციებ-ცხელება“, ამას მოჰყვა როლი ფილმში „ფლინსტონები“ (1994), „ბულვორტი“ (1998), „იქს-ადამიანები“ (2000). ჰალიმ ასევე განასახიერა „ბონდის გოგო“ – ფილმში „მოკვდი სხვა დღეს“ (2002). წარუმატებელი აღმოჩნდა ბერისთვის ფილმი „ქალი-კატა“ (2005), როდესაც Golden Raspberry Award-მა იგი ყველაზე ცუდ მსახიობ ქალად დაასახელა და პერსონალურად გადასცა ეს სამარცხვინო ჯილდო.

კარიერის მანძილზე ჰალი ორჯერ გასცილდა მეუღლეს. პირველი მათგანი კალათბურთელი დევიდ ჯასტისი იყო, მომდევნო კი მუსიკოსი ერიკ ბენეტი. 2005 წლის ნოემბრიდან ბერიმ სასიყვარული რომანი გააბა ფრანგ-კანადელ მოდელ გაბრიელ ობრისთან. მათი პირველი ქალიშვილი – ნალა არიელა ობრი 2008 წლის 16 მარტს დაიბადა.

8c73f8cf6b46

Pharrell Williams

f550a3f76f28

Stacey Dash

9ce6bf0305b6

Beyonce

ბიონსე ჯისელ ნოულსი; დ. 4 სექტემბერი, 1981) — ამერიკელი R&B მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მსახიობი, მოცეკვავე, მოდის დიზაინერი და მოდელი. თავდაპირველი წარმატება მოიპოვა R&B ქალთა გუნდში Destiny’s Child, რომელიც დღემდე ყველა დროის მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ქალთა ჯგუფის ტიტულს ინარჩუნებს.

82325d69a9df

Jennifer Aniston

ჯენიფერ ენისტონი (ინგლ. Jennifer Aniston; 11 თებერვალი, 1969) — ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და პროდიუსერი. პოპულარული გახდა სერიალით„მეგობრები“, რომელიც გადიოდა 1994-2004 წლებში. არის პროდიუსერული კომპანია „Echo Films-ის“ თანადამფუძნებელი. ჟურნალ „Men’s Health-ის“ შეფასებით ის ყველა დროის ყველაზე სექსუალური ქალია

d31e5f8adced

John Stamos

55aebce7ff55

წყარო: diply.com    და   wikipedia.org

kaxamadridista

var 14 wlis, vswavlob 144-e sajaro skolashi

მსგავსი ამბები

Back to top button