არქივი

საოცარი პირამიდები

http://www.picz.ge/img/s1/1501/4/2/2b2a4e56b1e7.jpg

პირამიდის ფორმა უძველესი დროიდან მშენებელთა შთაგონების წყარო იყო, საოცარია , მაგრამ იმ ხალხებს , რომლებიც პირამიდების მშენებლობით იყვნენ გატაცებული, მაგალითად : ჩრდილოაფრიკელებსა და ცენტრალური ამერიკის მაცხოვრებლებს, ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ. პირამიდებს დაახლოებით 5000 წლიანი პერიოდის განმავლობაში აგებდნენ. ზოგ პირამიდაში გარდაცვლილ მეფეებს კრძალავდნენ, სხვებში კი რელიგიური რიტუალებს მართავდნენ. პირამიდა ხშირად მისი შემქმნელი ცივილიზაციის უდიდესი ნაგებობა იყო და თავისი ზომებით მნახველებს აოცებდა. პირამიდების მარტივი, მაგრამ საოცარი ხედი ყოველთვის ხიბლავდა არქიტექტორებს, მე-20 საუკუნეში აშენდა მრავალი ისეთი შენობა , ოფისებიდან დაწყებული და სასტუმროებით დამთავრებული, რომლებიც პირამიდის ფორმას იღებდნენ.

http://www.picz.ge/img/s2/1501/4/8/80adde7f2fba.jpg

აურის ზიქურათი: უძველესიშუმერის მოსახლეობამ არაერთი პირამიდისებრი ნაგებობა შექმნა, რომელთაც ზიქურათებს უწოდებდნენ. მათ საფეხურებად დალაგებული ფენების სახე ჰქონდათ. ყველაზე სრულყოფილი ზიქურათი ურში ( დღევანდელ სამხრეთ ერაყში) ააგგეს. ეს ტაძარი ტალახის აგურებით დაახლოებით ახ,წ 2100 წელს ააშენეს. უკანასკნელ წლებში ურის ზიქურათის ნაწილობრივი რეკონსტრუქცია განახორციელდა. ზიქურათი დიდ განძს ინახავდა, რომელთა ნაწილი თანამედროვე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს.

http://www.picz.ge/img/s4/1501/4/1/110ea91f2af0.jpg

საკარის კიბისებრი პირამიდა: ესაა დედამიწაზე აგებული პირველი პირამიდა, ის საკარში , გიზას სამხრეთით მდებარეობს. კიბისებრი პირამიდა ზვ,წ, 2630-2611 წლებში მეფე ჯოსერისთვის ააგო უდიდესმა არქიტექტორმა იმჰოტეპმა. არქეოლოგებმა პირამიდის წინ ჯოსერის ბრწყინვალე ქანდაკება , ხოლო პირამიდის მიწისქვეშა დერეფნებში ულამაზესი ჩუქურთმები აღმოაჩინეს.

ნუბიური პირამიდა მეროეში: უკანასკნელი პირამიდები, რომელთაც სამეფო აკლდამების დანიშნულება ჰქონდათ, იყო ქვიშისაგან აგებული ნუბიური პირამიდები . ფარაონებისთვის განკუთვინილი ეს პირამიდები 30 მეტრის სიმაღლეს აღწევდა და ჩუქურთმებით იყო მორთული. პირამიდის შუაგულში ულამაზეს კუბოებში მეფეებისა და დედოფლების მუმიფიცირებული ცხედრები ინახებოდა მსხვერპლად შეწირული მსახურების ცხედრებთან ერთად, რომლებიც თავის ბატონებს იმქვეყნად უნდა მომსახურებოდნენ.

ჯადოქრის პირამიდა: მექსიკაში , იუკატანის ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქი უქსმალი მაიას ხალხმა ააგო, ახ.წ 700-1000 წლებში , მე-15 საუკუნეში ქალაქი დაცარიელდა , ლეგენდის თანახმად ჯადოქრის 39 მეტრიანი პირამიდა ერთ ღამეში ააგო ღმერთ-ჯადოქარმა იტცამნამ . თუმცა, არქეოლოგებმა გათხრებით გვიჩვენეს , რომ ეს პირამიდა ხუთ ეტაპად შენდებოდა . უქსმალის ცენტრს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ადგილობრივი ღვთისმსახურებისთვის, ხოლო მისი განლაგება იმ დროისათვის ცნობილ პლანეტებზე მიანიშნებდა. მაგალითად , პირამიდის დასავლეთი კედლის კიბე წელიწადის ყველაზე გრძელ დღეს ზუსტად ჩამავალი მზისკენ არის მიმართული.

ტენოჩტიტლანის დიდი ტაძარი: ტენოჩტიტლანი (დღევანდელი მექსიკა) ატცეკების დიდი იმპერიის დედაქალაქი იყო, ქალაქის ცენტრში გალავნიანი მოედანი მდებარეობდა, სადაც მრავალი ტაძარი იდგა, მათ შორის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი სიმაღლეში 30 მეტრს აღწევდა, რაც გიზას დიდი პირამიდის სიმაღლის მეხუთედია. პირამიდაზე ორი ტაძარი იდგა, ერთი ჰუიტცილოპოჩტილის , ომისა და მზის ღმერთს ეკუთვნოდა , რომელსაც მსხვერპლად ადამიანებს სწირავდნენ, რადგან სწამდათ , რომ უამისოდ მზე აღარ ამოვიდოდა . მეორე ეკუთვნოდა ტლალოკს , წვიმის ღმერთს . მისი თაყვანისცემა კარგი მოსავლისთვის იყო აუცილებელი.

http://www.picz.ge/img/s1/1501/4/2/2b2a4e56b1e7.jpg

სასტუმრო ლუქსორი: ამერიკის შეერთებულ შტატებში ლას-ვეგასში მდებარე სასტუმრო ლუქსორი 1993 წელს გაიხსნა და მისი მშენებლობა 229 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდა. სასტუმროს სიმაღლე 107 მეტრია და მასში 4400 ოთახია . 1100 ადგილიანი დარბაზისა და უზარმაზარი კაზინოს გარდა აქ სტადიონის ზომის საცურაო აუზი და მდინარე ნილოსის იმიდაციაც კი არსებობს, რომლის ნაპირებზეც აქლემების მოლაპარაკე მოდელებს შეხვდებით. აქ ლიფტებიც კი არაჩვეულებრივია და დიაგონალზე , 39 გრადუსიანი დაქანებით გადაადგილდება ყოველი ლიფტი.  შენობის წვერი ისეა განათებული , რომ ზოგიერთის აზრით , კოსმოსიდანაც უნდა ჩანდეს. სასტუმროს კიდევ ერთი საოცრება შესასვლელთად მდგარი სფინქსია , რომლის თვალებიც ლაზერის სხივებით ანათებს.

http://www.picz.ge/img/s3/1501/4/9/9d7c519eb78e.jpg

**ტრანსამერიკის ** პირამიდა: კორპორაცია ** ტრანსამერიკის** საერთაშორისო შტაბ-ბინა ამერიკის შეერთებულ შტატების ქალაქ სან-ფრანცისკოს ყველაზე მაღალი შენობაა. ეს 48-სართულიანი პირამიდა 1972 წელს ააგეს, მისი სიმაღლე 260 მეტრს აღწევს, საიდანაც 65 მეტრი ალუმინის პანელებით არის დაფარული, რომლის კენწეროშიც თვითფრინავების გამაფრთხილებელი შუქი ამშვენებს.

fridrix

რიგითი პიროვნება, რომლის მთავარ მიზნად შეილება დაისახოს იმ ისტორიებსი გადმოცემა, რომლებიც ამ ხნის მანძილზე დააგროვა და მზადაა ხალხის ინტერესის ობიექტად გამხადოს ისინი.

მსგავსი ამბები

Back to top button