11 უფასო აპლიკაცია სურათების დასარედაქტირებლად
11 უფასო აპლიკაცია სურათების დასარედაქტირებლად.
Pixlr Express
100 ეფექტზე მეტი, ჩარჩოები, მოჭრა, ზომის შეცვლა და გამოსახულების მოტრიალება, სურათის ავტომატური გაუმჯობესების ფუნქცია, წითელი თვალების ეფექტის წაშლა და კბილების “გათეთრება”. რაც სასიამოვნოა, ფუნქციების ბაზა მუდმივად ემატება შემქმნელების მიერ.
Snapseed
ძალიან მოსახერხებელი, სწრაფი და პრაქტიკული ინტერფეისი. აქ შეგროვებულია ყველაფერი, რაც კი საჭიროა ფოტოების პირველადი კორექცირებისვის, მათ შორის განათების რედაქტირება, კონტრასტი სურათების ცალკეულ ნაწილებში, დიამეტრი, რომლის დაპარამეტრიზირება შეგიძლიათ თქვენთვინვე. ამ ყველაფრის გარდა აპლიკაცია მუშაობს საკმაოდ სწრაფად, რაც სასიხარულოა.
Photoshop Express
Photoshop-ის პროფესიონალური ანალოგი არ არის ეს აპლიკაცია, მაგრამ სურათების პირველადი რედაქტირებისთვის სრულიად გამოსადეგია. აპლიკაციაში უფასოდ არის: 10 ჩარჩო, 10 ფილტრი, ექსპოზიციების კორექტირება, წითელი თვალების ეფექტის წაშლა და ა.შ. ცალკე გადახდის შემთხვევაში კიდევ ბევრი დამატებითი ინსტრუმენტი აქვს აპლიკაციას.
Pix: Pixel Mixer
ძალიან უბრალო და საინტერესო ფოტორედაქტორი, საყვარელი და ბევრისთვის ნაცნობი, ის კარგადაა დამუშავებული და ხარისხიანადაა გაკეთებული. მთავარი, რითაც მას შეუძლია გაგვახაროს, ეს არის 30-ზე მეტი ფილტი, ორ ათეულზე მეტი ტექსტურა და დაახლოებით ამდენივე ჩარჩო.
PicsArt Photo Studio
პროგრამა საშუალებას გაძლევთ შექმნათ კოლაჟები, შეცვალოთ ფილტრები, მართოთ ტონალობა და ფოტოს ფერები, დაამატოთ ტექსტური ეფექტები, წაშალოთ წითელი თვალების ეფექტი და ბევრი სხვა. ამის გარდა თქვენ შეგიძლიათ შექმნათ დახატული სურათები, ერთი სიტყვით ფუნქციები ძალიან ბევრია.
Pixlromatic
ამ აპლიკაციაში ყველაზე სასიხარულო არის სასიამოვნო ინტერფეისი და მუშაობის სიჩქარე. ამის გარდა, მას აქვს ბევრი ეფექტი, ჩარჩოები და არასტანდარტული ფილტები. სრულ ვერსიას აქვს 100-ზე მეტი ეფექტი, 100 ჩარჩო და 200 ტექსტური, სულ რაღაც 1 დოლარი ღირს ეს სიამოვნება.
Muzy
Muzy არის ძალიან უბრალო და ფუნქციუნალური აპლიკაცია: შეიძლება გააკეთოთ კოლაჟები სურათებისგან, აქვს უამრავი ჩარჩო, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩაშენებული რედაქტორი სურათებისთვის და დაამატოთ ტექსტი. საკმაოდ მოსახერხებელი და სასაცილო აპლიკაცია.
Camera360 Ultimate
კარგი კამერა, ბევრი ეფექტი, ლამაზი ინტერფეისი საშუალებას გაძლევთ გამოყოთ ეს პროგრამა ბევრი სხვა ფოტორედაქტორებისგან. გამოჩნდა სამი წლის წინ, ის ყოველთვის იხვეწებოდა ავსებდნენ მას შემქმნელები, საბოლოო ჯამში გამოვიდა ხარისხიანი და კარგი აპლიაკაცია.
Phonto — Text on images
შეიძლება გააკეთოთ თქვენი ფოტოები ნამდვილად უნიკალურები, დაამატოთ წარწერები. აქ არის პარამეტრების დიდი რაოდენობა და შრიფტები. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი შრიფტები. რამდენიმე დოლარის გადახდის შემთხვევაში შეიძლება მიიღოთ სრული ფუნქციონალი, მაგრამ ყოველდღიური მოხმარების შემთხვევაში უფასოც სრულიად საკმარისია.
Camera Awesome
ვიდეოს შექმნა, დაახლოებით 100 ეფექტი, 30 ჩარჩოზე და ტექსტურზე მეტი, ბევრი პარამეტრი ექსპოზიციების ვარიანტების არჩევანისთვის და ბევრი სხვა. სრული ვერსიისთვის საჭიროა ფული გადახდა, მაგრამ არ ღირს გულის გატეხვა: ის რაც ხელმისაწვდომია უფასოდ, ბევრს უნდა ეყოს.
PhotoWonder
შეგიძლიათ შექმნათ კოლაჟები, შეგიძლიათ დაარედაქტიროთ ფოტოები, გამოიყენოთ ეფექტები. ამ პროგრამის განსაკუთრებულობა არის ის, რომ შეგიძლიათ ნახოთ პრევიუ ცვლილებების გაკეთებამდე.