გასართობირეკორდებისაკითხავი

2014 წლის 10 ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში

ხელოვნების ბაზარი ბუმს განაგრძობს. ხელოვნების ნიმუშებში მილიარდობით თანხა იდება. ჩემს პოსტში მოგიყვებით 2014 წელს, სამხატვრო აუქციონებზე გაყიდული 10 ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევრის შესახებ.

ამადეო მოდილიანი. „თავი“ (ზედა მთავარ სურათზე)

იტალიელმა მხატვარმა და მოქანდაკემ ამადეო მოდილიანიმ რამდენიმე თავი-ქანდაკება (”Tête”) შექმნა, რომლებსაც „სინაზის ბურჯებს“ უწოდებდა. მათში იგრძნობა იმ დროს მოდური აფრიკული ხელოვნებისა და აგრეთვე მოდილიანის მასწავლებლის კონსტანტინე ბრაკზის გავლენა, რომელიც აბსტრაქტული მოქანდაკეობის ოსტატად ითვლებოდა. ნამუშევარი 70,7 მლნ. აშშ დოლარად გაიყიდა.


ალბერტო ჯაკომეტი. „ეტლი“

2014 წლის ყველაზე ძვირადღირებული ქანდაკება, შვეიცარიელი ალბერტო ჯაკომეტის „ეტლი“ („Сhariot“) გახდა. 1952 წელს შექმნილი ქანდაკება, Sotheby`s აუქციონზე ნიუ-იორკში 100,9 მლნ. აშშ დოლარად გაიყიდა. ავტორმა ეტლზე მდგომი ქალღმერთის რამდენიმე ვარიანტიც შექმნა, თუმცა მათგან მხოლოდ ორია კერძო საკუთრებაში.


ბარნეტ ნიუმანი „შავი ცეცხლი“

„შავი ცეცხლი I“ („Black Fire I“) — აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის ტილო, რომელმაც მფლობელი 84,2 მლდ აშშ დოლარად შეიცვალა. 40 წლის ასაკში ნიუმანმა მანამდე არსებული მისი ყველა ნამუშევარი გაანადგურა, თუმცა ცხოვრების მომდევნო 25 წლის განმავლობაში 120-მდე ახალი ნახატი შექმნა. ყველა მათგანი მხოლოდ იმ ხუთ თემას ეხება, რომლებიც მხატვარმა ხელოვნების ღირსად მიიჩნია: ცხოვრება, სიკვდილი, ადამიანი, ბუნება და ტრაგედია.


ორჯერ უორჰოლი

ენდი უორჰოლის ერთბაშად ორი ნამუშევარი მოხვდა წლის ათეულში: მესამე ადგილზე — „სამმაგი ელვისი“ („Triple Elvis“, 81,9 მლნ. აშშ დოლარი), მეშვიდე ადგილზე — „ოთხი მარლონი“ („Four Marlons“, 69,6 მლნ. აშშ დოლარი). დიდფორმატიანი აბრეშუმოგრაფიები გერმანიის ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის საკუთრება იყო და მათმა გაყიდვამ კრიტიკის ტალღა გამოიწვია.


ფრენსის ბეკონი. „ჯონა ედვარდის პორტრეტის სამი ეტიუდი“

ფრენსის ბეკონმა სოხოს ერთ-ერთი კლუბის ბარმენის, ჯონა ედვარდის პორტრეტი 1984 წელს, 75 წლისამ დახატა. ედვარდსი მხატვრის გვიანი პლატონური სიყვარული იყო. ნახატი 80,8 მლნ. აშშ დოლარად გაიყიდა. ბეკონი ამჟამად ყველაზე ძვირადღირებული მხატვრებიის სიის მოწინავე წარმომადგენელია.


ფრენსის ბეკონი. „მოლაპარაკე ჯორჯ დაიერის პორტრეტი“

ბეკონის კიდევ ერთ ნამუშევარი რეიტინგში. 1966 წელს შექმნილი ნახატის გმირი — ჯორჯ დაიერი, მხატვრის საყვარელი და ნატურისტი იყო. ბეკონი ირწმუნებოდა, რომ დაბალი ფენებიდან გამოსული ჯორჯი მაშინ გაიცნო, როდესაც ის მისი ბინის გაქურდვას აპირებდა. ნახატი 70,8 მლნ. აშშ დოლარად გაიყიდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ბეკონის შემოქმედებაზე ფასები დაახლოებით ათჯერ გაიზარდა.


საი ტვომბლი. „უსახელო“

ამერიკელი აბსტრაქციონისტის, საი ტვომბლის შემოქმედების დამახასიათებელი მანერა, ნიშნების ქაოტური გადაჯაჭვულობა, ხაზები და ნაკაწრებია. მისი 1970 წლის ნახატი 69,6 მლნ. აშშ დოლარად გაიყიდა. ტილო დიდფორმატიანია: დაახლოებით 1,5 x 2 მეტრზე. მსგავსი „პროგრამული“ ნამუშევრები ხელოვნების ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია.


მარკ როტკო. „უსახელო“

1903 წელს, ვიტებსკის გუბერნიაში, დვინსკში დაბადებული მარკუს როტკოვიჩი, რომელიც აშშ-ში გადასახლების შემდეგ ცნობილი გახდა, როგორც მარკ როტკო, ფერადი ველის ფერწერის ერთ-ერთი შემქნელი იყო. ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სურათი „იწყება არა ნახატისგან, არამედ ფერისგან“. ამ წამყვანი აბსტრაქტული ექსპრესიონისტის ნახატი 66,2 მლნ. აშშ დოლარად გაიყიდა.


ედუარდ მანე. „გაზაფხული“

ედუარდ მანე — XIX საუკუნის ერთადერთი მხატვარი, რომელიც 2014 წლის ყველაზე ძვირი მხატვრების სიაში მოხვდა. „გაზაფხული“ („Le Printemps“) 65,1 მლნ. აშშ დოლარად გაიყიდა. ექპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ხელოვნების ბაზრობის ბუმი 2015 წელსაც გაგრძელდება — პირველ რიგში იმის გამო, რომ ამჟამად ხელოვნების ნიმუშები ინვესტირების ძალიან სანდო ობიექტებია.

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close