TECH & მეცნიერებაგართობა

ტოპ 21 ყველაზე ექსცენტრიული და უნიკალური სასტუმროები დედამიწაზე

fdfc17996302
დღეს, ამ პოსტში შემოგთავაზებთ 21 ყველაზე ექსცენტრიულ და უცნაურ სასტუმროებს მსოფლიოში:
21. ჰოსტელი «Jumbo» (Jumbo Hostel), სტოკჰოლმი. ნახეთ ვიდეო:
2006 წელს შვედებმა დაიწყეს იდეის რეალიზება, რომელიც ჩამოწერილ თვითმფრინავში სასტუმროს გაკეთებას გულისხმობდა. მათ Boeing 747-დან Jumbo Hostel გააკეთეს, რომელიც ორიგინალური და შედარებით იაფი ”საერთო საცხოვრებელია”, რომელიც სტოკჰოლმის აეროპორტთან (Stockholm-Arlanda Airport) უშუალო სიახლოვეს მდებარეობს. მეტი სიახლოვე ალბათ შეუძლებელიც კია – იგი პირდაპირ ”საჰაერო ჭიშკართან” დგას. იგი მსოფლიოში პირველი თვითმფრინავის სასტუმროა.

342ba4730746
450 სავარძელი საერთოდ მოხსნეს, და სალონის გადაკეთების შემდეგ გაჩნდა 25 ჰოსტელი, რომლებშიც 85 საძინებელი ადგილი გაკეთდა. ახლა ჰოსტელი ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობების ყველა სტანდარტს შეესაბამება.
თითოეული ოთახი მხოლოდ 6 კვარდრატული მეტრია და გაწყობილია ორიარუსიანი საწოლებით. თვითმფრინავის გემბანის ბოლოში განლაგებულია მისაღები და კაფე აბაზანით, მაღლითა ბორდზე დიდი საკონფერენციო ოთახია, პილოტის კაბინაში კი საქორწინო ოთახია განლაგებული
ნახეთ ვიდეო:

20. კურორტი „პოსეიდონი“ (Poseidon Resort), ფიჯი: წყალქვეშა სასტუმრო.

35c4b8f38d85
კურორტი „პოსეიდონი“ ფიჯის კამკამა ლაგუნაში, ზღვიდან 13 მეტრით ქვემოთ მდებარეობს. მშენებლობის დამთავრებას კიდევ 3 თვე სჭირდება; თითოეული მისაღები ოთახის კედლების 70 % არის გამჭირვალე და სტუმარს ნებას აძლევს ზღვის სანახაობით დატკბეს. ამასთანავე ამ ზღაპრულ სამყაროში დამსვენებელ ადამიანს ოჯახითურთ შეეძლება პატარა წყალქვეშა ნავით დელფინებთან ერთად ფიჯის ლაგუნის იდუმალი ადგილები აღმოაჩინონ…
როდესაც ეს წყალქვეშა კურორტი დასრულდება, დასვენება ამ კურორტზე ეღირება $30 ათასი ამერიკული დოლარი კვირაში.
ნახეთ ვიდეო:

ნახეთ:

19. სასტუმრო “დამაბალანსებელი ბეღელი“ (Balancing Barn), ინგლისი.

aadc0251a4dc
მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო, თითქოს აპირებს გადაყირავება-გადახრას , მასში შეუძლია საკმაოდ კომფორტულად განთავსდეს 8 ადამიანი და იცხოვრონ სრული ჯანსაღი ცხოვრების წესით !
ნახეთ ვიდეო:

18. სასტუმრო „Kakslauttanen“, ფინეთი
80e9eecb504f
თქვენ ოდესმე გსურდათ ღამის გატარება იგლუში, არქტიკული წრის ჩრდილოეთით ? (კანადელი ესკიმოსების საცხოვრებელი რომელიც დამზადებულია ყინულისგან)
სასტუმრო „Kakslauttanen“ მდებარეობს ფინეთში აივალოს აეროპორტიდან 35 წუთის დაშორებით. ზამთარში სასტუმროს მომსახურებაში შედის თევზსაჭერი ვიზიტები, თხილამურებით სრიალი და ბევრი სხვ. დამსვენებლის სამოქმედო არეალი 180 კვ. კილომეტრს ითვლის. ზაფხულში შესაძლებელია ნავით სეირნობა, ლაშქრობების მოწყობა. სასტუმროს აქვს 2 ეგზოტიკური კერძების რესტორანი, საუნა და ტრადიციული ფინური რესტორანი. ერთი დღის საფასური აღნიშნულ მინის კაბინებში 300 ევრო.
ნახეთ ვიდეო:

17. ბედუინების ბანაკი (Bedouin Camp), იორდანია.

5b023db2ec4f

6b42e0389242
არც ლუქსი, არც ჯაკუზი, არც ვარსკვლავებიანი სასტუმროები, ეს გახლავთ მომთაბარე დასვენება იორდანიაში ბედუინების ბანაკში. წარმოიდგინეთ საღამოობით, ცეცხლის გარშემო, ცოცხალი მუსიკით, პროზით და რა თქმა უნდა ძლიერი არაბული ყავით … აქ ერთი დღის გატარება მსგავს გარემოში 80 $ დაგიჯდებათ.
16. სასტუმრო „Utter Inn“, შვედეთი.

6dc90bbe5ec7
სასტუმრო გაიხსნა 2000 წელს და იგი ყველანაირ რომანტიკულ წინაპირობას აკმაყოფილებს. წყლის ზედაპირზე პატარა წითელ მცურავ „ქოხს“ აქვს აბაზანა, ხოლო საძინებელი არის წყალქვეშ, სადაც ლუქის მეშვეობით ჩადიხართ . ..
წყალქვეშა ოთახი ქმნის აკვარიუმის ეფექტს, ოთხივე კედელი მინისაა. ერთი ღამით ეს წყალქვეშა სასტუმრო 333 $ ღირს.
ნახეთ ვიდეო:

15. სასტუმრო „De Vrouwe van Stavoren“, ნიდერლანდები.
4b8024d4ae28
თუ თქვენ გაქვთ ბევრი დიდი ღვინის კასრები, ალბათ თქვენც ასევე მოიქცევით და გადააკეთებთ მათ სასტუმროდ !
ab5386f94b0b
7043dc703431
8cbb0c937483
14. სასტუმრო “Cabanes du Bois Landry», საფრანგეთი.
fe5ffedaa12c
სასტუმრო განლაგებულია ხეზე და აქ არ არის არც ელექტროენერგია და არც წყალი, ხოლო საუზმე შკივის საშუალებით მოგეწოდებათ…

13. სასტუმრო “Queen Mary» , კალიფორნიის შტატი.
ca4b8f62c78a
გადმოცემის თანახმად, ამ ხომალდზე სავარაუდოდ ბინადრობდნენ მოჩვენებები

Queen Mary – ყოფილი ფეშენებელური საკრუიზო ლაინერია, რომელმაც სამუდამოდ დაიდო ბინა ლონგ ბიჩზე, ლოს-ანჯელესთან ახლოს და სასტუმროდ იქცა. რამდენიმე თვითმხილველი ამტკიცებს, რომ ლაინერის აუზთან მოჩვენება დაინახეს.
332751a4b879
სწორედ ამ ადგილას დაიღუპა წარსულში ორი მგზავრი. გადმოცემით, გემზე შეამჩნიეს სხვა მოჩვენებებიც, მაგალითად გოგონა თეთრ კაბაში და ასაკოვანი მამაკაცი. ზოგიერთი კაიუტა დღემდე დალუქულია და არ გამოიყენება, ვინაიდან იქ აუხსნელი მოვლენები ხდება… დაათვალიერეთ გემის მდიდრული ინტერიერი.
4193a48c2a71
e7ef417c7ed4
5254c6a94a63
ნახეთ ვიდეო:

12. სასტუმრო „კაფსულა“ (Capsule Hotel), ნიდერლანდები.
236dbbd4831b
ეს კაშკაშა ნარინჯისფერი კაფსულები თავდაპირველად იყო საგანგებო-საავარიო სამაშველო კაფსულები ნავთობის კოშკებზე.
11. სასტუმრო- „ძაღლის ყეფის“ პარკი (Dog Bark Park Inn), აიდაჰოს შტატი (აშშ შტატი).
568fb2eca41a
10. სასტუმრო «Null Stern», შვეიცარია.
ec9b0832da6f
ვერაფერი შეედრება საუზმეს, რომელსაც მოგართმევენ ყოფილ ბირთვულ თავშესაფარში…
9. სასტუმრო «Exploranter».
309f75d91bb8
„მობილური მოტელი“, რომელიც ცნობილია როგორც „სასტუმრო ბორბლებზე“, მოგზაურობს მთელს სამხრეთ ამერიკაში.
8. სასტუმრო „კაფსულა“ (Capsule Inn), ტოკიო; იაპონია.
c9a7ffc6041a
ტოკიოში, მცირე ზომის სივრცეში დაახლოებით 150 ნომრის განსათავსებლად უნიკალური გზა მოიფიქრეს. 2 მეტრი სიგრძის, 1 მეტრი სიგანის და 1 მეტრი სიმაღლის კაფსულაში სტუმრები ღამეს ათენებენ; უნდა აღინიშნოს, რომ ეს პატარა კაფსულა საკმაოდ კომფორტულია. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო ცოტათი ჩამოგავს სამრეცხაოს, თითოეულ კაფსულაში არის კომპიუტერი, ტელევიზორი, სველი წერტილები, რადიო, კონდინციონერი, მაგიდა და მაღვიძარა საათი. ალბათ, გახსოვთ ფილმი „მეხუთე ელემენტი“, სადაც ბრუს უილისს ასეთივე კაფსულაში უწევს ღამის გატარება. სწორედ ეს ფილმი იყო სასტუმროს მეპატრონის მთავარი შთაგონებაც…
ნახეთ ვიდეო:

7. სასტუმრო „თოვლის სოფელი“ (Snow Village), ავსტრია.
b6268dd31c88
ეს არის ყველაზე „მაგარი“ სასტუმრო ჩვენს ნაკრებში, ასევ ძალიან ცივიც…
6. მოტელი „ჰობიტი“ (Hobbit Motel), ახალი ზელანდია.
e5c2cce81d9f
5. სასტუმრო „Park“ (Das Park), ავსტრია.
34034ca64177
ეს იდეალური ვარიანტია იმათთვის, ვინც ოდესმე ოცნებობდა დუნაის ნაპირებთან ღამის გატარებას საძილე კანალიზაციის მილში.
4. Winvian -ას კოტეჯები, კონექტიკუტის შტატი აშშ-ში;
c7ca55f45975
კონექტიკუტი მდებარეობს ახალი ინგლისის რეგიონში. სახელი ალგონკინების ენაზე ნიშნავს „გრძელი მდინარის სანაპიროს“. 1637 წელს აქ შეიქმნა თანამეგობრობა, რომელმაც 1639 წელს თანამედროვე მსოფლიოს პირველი კონსტიტუცია მიიღო; ხოლო 1788 წლიდან აშშ-ს შტატია.
„Winvian“ ყოფილი ფერმაა და ამჟამად წარმოადგენს 18 კოტეჯს, რომელთაგან თითოეული დეკორატიულად გაფორმებულია უნიკალურ სტილში.
ერთ-ერთი მათგანი გაკეთებულია სანაპირო დაცვის ვერტმფრენის ფორმით !
3. სასტუმრო „ბიბლიოთეკა“ (Library Hotel), ნიუ იორკი.
e42514f8607a
სასტუმროს სართულები დანომრილია მელვილ დიუის ათწილადი კლასიფიკაციის შესაბამისად (Dewey Decimal System).
ბიბლიოგრაფიული კლასიფიკაცია, დაფუძნებული ათწილადობის პრინციპზე, 1876 წ. შექმნა ამერიკელმა ბიბლიოთეკარმა მელვილ დიუიმ (1851–1931), რომელსაც საფუძვლად დაედო უნივერსალურ ათწილად კლასიფიკაციას.
2. სასტუმრო „ავტოამწე“ (Crane Hotel), ნიდერლანდები
b5c155e9c377
რა შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე ძილი თქვენს საკუთარ სრულად ფუნქციონარლურ „ავტოამწე“-ში.
1. წყალქვეშა სასტუმრო „Jules“ (Jules’ Undersea Lodge), ფლორიდას შტატი
— ჟულის წყალქვეშა სასტუმრო
9cb2987964c6
აქ წარმოდგენილი წყალქვეშა სასტუმრო სრულად ფუნქციონირებს…
ნახეთ ვიდეო:

ეს გახლავთ სასტუმრო, რომელიც წყალქვეშ 6 მეტრის სიღრმეზეა მოწყობილი.
სასტუმრო ფლორიდაში მდებარეობს და აღჭურვილია საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკით – მაცივრით, მიკროტალღური ღუმელით, ასევე სასტუმროს აქვს საშხაპეები. მომსახურებაში შედის წყალქვეშა დაივინგი. არ მცოდნეებს შესაძლებლობა ეძლევათ დაეუფლონ კიდეც დაივინგს. ერთი ღამის გატარება ჟულის წყალქვეშა სასტუმროში 400 $ ღირს.

ნახეთ:

d26adc6c662c

blogerlady

age: 14
Back to top button