უცნაური

ღარიბთა დასახლებები სხვადასხვა ქვეყნებში

cd49ac8dc67b

რამოდენიმე დღის თუ კვირის წინ, უცნაურ  ბლოგზე, ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა და ასევე კოლეგამ გამოაქვეყნა საკმაოდ საინტერესო სტატია ღარიბთა დასახლებების შესახებ. შეგიძლიათ იხილოთ  პოსტი. მე გადავწყვიტე, რომ მომენახა მასალები სხვადასხვა ღარიბთა დასახლებების  შესახებ და წარმომედგინა თქვენთვის.

ფაველა — ბრაზილიის ქალაქების უღარიბესი რაიონები (უბნები). ამ უბნებში არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა, კანალიზაცია, და მაღალია კრიმინალის დონე. უმრავლესობას აქვს ელექტროენერგია, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს არალეგალურად არის გადმოყვანილი საქალაქო ქსელიდან. ფაველები შენდება სხვადასხვა ნაპოვნი მასალისგან, აგურით დაწყებული და ნაგვით დამთავრებული. სახლები ფაველებში ერთმანეთთან ძალიან ახლოს ან ერთმანეთზეა ნაგები. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ყველაზე ცნობილი ფაველა რიო-დე-ჟანეიროსა და სან-პაოლოს ირგვლივაა, ფაველები არსებობს თითქმის ყველა დიდი თუ საშუალო ზომის ბრაზილიურ ქალაქში. რიოში ყოველი მეოთხე კარიოკა (რიოს მცხოვრები) ფაველაში ცხოვრობს.

სახელი მომდინარეობს მცენარის სახეობიდან, რომელსაც ეკლიანი ფოთლები აქვს და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში იზრდება. ლტოლვილები და ყოფილი მეომრები, რომლებიც ბაიაში კანუდოსის სამოქალაქო ომში მონაწილეობდნენ (1895-96) რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ გორაკზე დასახლდნენ (სახ. მორო-და-პროვიდენსია) უპატრონო მიწაზე, ვინაიდან მთავრობამ მათთვის ბინების გამოყოფა ვერ უზრუნველყო. ყოფილმა ჯარისკაცებმა მათ ახალ დასახლებას “მორო-და-ფაველა” დაარქვეს, იმ მცენარის სახელზე, რომელიც აჯანყებულთა წინააღმდეგ ბრძოლაში მათი განთქმული გამარჯვების ადგილას იზრდებოდა.

წლების განმავლობაში ამ უბანში მრავალი გათავისუფლებული შავკანიანი მონა დასახლდა, შეცვალეს რა ლტოლვილები როგორც ძირითადი ეთნიკური ჯგუფი. ამავე პერიოდში ღარიბ შავკანიანებს ქალაქის შიდა უბნებიდან დევნიდნენ და ისინიც იძულებულ იყვნენ ფაველებში დასახლებულიყვნენ. ფაველები მოხერხებული იყო მათთვის, ვინაიდან ეს უბნები მათი სამუშაოდან შორს არ იყო და ასევე უხიფათო თავშესაფარს წარმოადგენდა მდევნელთაგან.

ვილია-მისერია (ესპ. villa miseria „ღატაკი სოფელი”; პორტუგ. ფაველას ვარიანტი) — უკანონო დასახლებები არგენტინაში, გაშენებული ძირითადად უდიდესი ქალაქების ირგვლივ. ტერმინი მიღებულია ორი ესპანური სიტყვით: villa „სოფელი, მცირე დაბა”, და miseria „უკიდურესი სიღატაკე”. ტერმინი ნასესხებია ბერნარდო ვერბიცკის 1957 წლის რომანიდან „Villa Miseria también es América“ („ღატაკი სოფელიც ამერიკაა“).

ეს დასახლებები შედგება მცირე სახლებისა და ქოხებისგან, რომლებიც თუნუქით, ფიცრით და ან სხვა მასალით არის ნაგები (რისი პოვნაც შეიძლება). ქუჩები, როგორც წესი, მოუკირწყლავია და ძირითადად ვიწრო ორღობეებისგან შედგება. ვილა მიზერიაში არ არის კანალიზაცია, თუმცა შესაძლოა იყოს მანამდე არსებული წყალგაყვანილობა (რომლის ირგვლივაც დასახლება გაჩნდა). ელექტრობა ხშირად გადმოყვანილია არალეგალური გადაერთებებით (რაზეც ქრთამის წყალობით თვალს ხუჭავენ ელექტროკომპანიების თანამშრომლები).

ეს სოფლები ზომით შეიძლება რამდენიმე ქოხისგან შედგებოდეს ქალაქის შიგნით, ან მის გარეთ ათასობით მოსახლისგან შემდგარი ორგანიზებული უბანი იყოს. ასეთი სოფლები არსებობს ბუენოს-აირესის, როსარიოს, კორდოვისა და მენდოსას ფარგლებში, ასევე სხვა ქალაქებშიც. XXI საუკუნის დასაწყისისთვის ეს უბნები ამ ქალაქების შესამჩნევად დიდ ნაწილს შეადგენდა.

ამ დასახლებებს სხვაგვარად ასევე უწოდებენ asentamientos irregulares („უკანონო დასახლებები“) ან villas de emergencia („სასწრაფო სოფლები“). არგენტინის უმეტესობაში ცალკე სიტყვა villa როგორც წესი ვილა მიზერიას გულისხმობს.

ვილიაში სხვადასხვა წარმომავლობის ხალხი იყრის თავს. მათი უმრავლეოსობა მიგრანტია, ღარიბი პროვინციებიდან ან ქალაქის ახლომახლო მდებარე გაღატაკებული სოფლებიდან, განსაკუთრებით პერონის პირველი მთავრობის პერიოდში. მცირე ნაწილი ახალი იმიგრანტები არიან მეზობელი ქვეყნებიდან (განსაკუთრებით პარაგვაი და ბოლო დროს ბოლივია). სხვები ადგილობრივი მოქალაქეები არიან, რომლების ბოლოდროინდელი ეკონომიკური კრიზისის მსხვერპლნი გახდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალი ამ დასახლებებში მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე მდიდარ უბნებში, მისი შედარება ბრაზილიურ ფაველებთან არ შეიძლება. აქ არ არსებობს ორგანიზებული კრიმინალური შეტაკებები და ქუჩის ბრძოლები. თუმცა მრავალი მოქალაქე ვილია-მისერიას მცირე ქურდბაცაცების თავშესაფრად მიიჩნევს.

გეტო (ვენეც. gheto, ლათ. GLĬTTU[M]) — არემარე, რაიონი სადაც ხალხი სპეციფიური რასის ან ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით ან ვიწრო კულტურული ან რელიგიური ნიშნით ცხოვრობს როგორც ჯგუფი, ნებით თუ ძალდატანებით, გარე სამყაროსგან სხვადასხვა ხარისხის იზოლაციით. სიტყვა ისტორიულად მიუთითებს სპეციფიურად ვენეციურ გეტოზე, ვენეციაში, იტალია, სადაც ებრაელებს ევალებოდათ ცხოვრება. მოგვიანებით ეს სახელი დაერქვა უბნებს სხვა ქალაქებშიც, სადაც ებრაელები ცხოვრობდნენ. შესაბამისი გერმანული ტერმინია Judengasse; მაროკოულ არაბულ ენაზე გეტოებს მელაჰს უწოდებდნენ.

ტერმინი ამჟამად ზოგადად ნებისმიერ უკიდერესად ღარიბ ქალაქურ უბანზე მიუთითებს. ბოლო დროს მან მკვეთრად ნეგატიური მნიშვნელობა მიიღო, და მისი ხმარება რასობრივი, ეთნიკური და კულტურული არატოლერანტობის ნიშნად მიიჩნევა. შესაბამისად, მის ალტერნატივად იყენებენ უფრო ნეიტრალურ გამოთქმებს, როგორიცაა მაგ. “ეკონომიკურად განუვითარებელი რაიონები”.

ვარშავის გეტო — მეორე მსოფლიო ომის ჰოლოკოსტის დროს ნაცისტური გერმანიის მთავრობის მიერ შექმნილი ებრაელთა უდიდესი კონცენტრირებული დასახლება. მისი არსებობის სამი წლის განმავლობაში შიმშილით, ავადმყოფობითა და საკონცენტრაციო თუ გასანადგურებელ ბანაკებში დეპორტაციებით გეტოს მოსახლეობა სავარაუდო 450.000-დან 37.000-მდე შემცირდა. სწორედ აქ მოხდა ვარშავის გეტოს აჯანყება, რომელიც ერთ-ერთი პირველი მასობრივი დაუმორჩილებლობა იყო ნაცისტების ოკუპაციის წინააღმდეგ ევროპაში.

ბუდაპეშტის გეტო — ნაცისტების მიერ ებრაელებისთვის შემოკავებული ზონა ბუდაპეშტში, უნგრეთი, მეორე მსოფლიო ომის დროს. ზონა რამდენიმე კვარტლისგან შედგებოდა, სადაც უწინ ქალაქის ებრაელთა უბანი იყო გაშენებული მთავარი სინაგოგის ირგვლივ. ზონას გარს შემორტყმული ჰქონდა მაღალი ღობე და ქვის კედელი, რათა მასში კონტრაბანდის შეღწევა შეუძლებელი ყოფილიყო და ასევე ხალხს გამოსვლა არ შეძლებოდა. ნაცისტებმა ბუდაპეშტი 1944 წლის მარტში აიღეს, ხოლო გეტო იმაველი წლის ნოემბერში ჩამოყალიბდა და თითქმის სამი თვე არსებობდა, 1945 წლის 17 იანვარს საბჭოთა არმიის მიერ ბუდაპეშტის განთავისუფლებამდე.


იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა:
cd49ac8dc67b

c8157d05512a

52385214f495

8679fb8ec448

8a42dab54dfe

a1d724981a9d

edfcb21d18a1

fa567f2cb91c

f38a94dfd558

2c85a58608aa

 

წყარო : http://ka.wikipedia.org

prafesor

Barca fan
Back to top button