არქივი

ქალაქების მიმოხილვა – ლონდონი (მეექვსე ნაწილი)

51684654e623
ლონდონი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე ტემზაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში. ქალაქის სრული მოსახლეობა შეადგენს 8,278,251 ადამიანს, აქედან 2.700.000 შიდა ლონდონში ცხოვრობს, აგლომერაციაში კი — 13,709,000 ადამიანი 2012 წლის მონაცემებით

ქალაქის ისტორია იწყება რომაელების მიერ ლონდონიუმის დაარსებით. ლონდონის ისტორიული ცენტრია „სიტი“, დაახლოებით XIX საუკუნიდან ლონდონს ეკუთვნის არა მარტო სიტის, არამედ მის გარშემო არსებული დასახლებებიც. 1965 წელს დაარსდა „დიდი ლონდონი“. ლონდონმა სამჯერ უმასპინძლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს. ლონდონი დიდი ბრიტანეთის ფინანსური ცენტრია და მსოფლიო ფინანსურ ცენტრთაგან ერთ-ერთი. ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში. ქალაქს გააჩნია მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი სატრანსპორტო სისტემა. ჰითროუს აეროპორტი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში უცხოელ მგზავრთა რაოდენობით. ლონდონში არის მსოფლიოში ყველაზე მეტი, 480 უცხოური ბანკი. The New York Magazine-მა ლონდონი 21 საუკუნის მსოფლიოს დედაქალაქად დაასახელა.
507db81bce09
9adbccdd6757
5b5b953efdac

 

იმის მიუხედავად, რომ აქ უძველესი ბრითონული დასახლებები იყო თავმოყრილი, პირველი მსხვილი სამოსახლო მაინც რომაელების დაარსებულია ქრისტეშობიდან 43 წელს. დასახლება დღემოკლე აღმოჩნდა და მისმა არსებობამ მხოლოდ 17 წელს გასტანა. 61 წელს აქაურობას იცენები დაესხნენ თავს დედოფალ ბუდიკას მეთაურობით და მიწასთან გაასწორეს. ქალაქის შემდგომი დაგეგმილი აღდგენა უკვე 100 წელს მოხდა, როდესაც ქოლჩესტერმა ქალაქი აღაშენა და კეთილმოაწყო როგორც რომის ერთ-ერთი პროვინციის – ბრიტანიის დედაქალაქი. ქალაქმოსახლეობამ სწრაფი ზრდა დაიწყო და უკვე მეორე საუკუნის შუა წლებში 60 000 გადააჭარბა. მე-7 საუკუნეში ანგლო-საქსებმა ახალი დასახლება შექმნეს რომაული ლონდონიდან 2 კილომეტრის დაშორებით და ლუნდენვიქი  დაარქვეს. დღეს ამ ადგილს ქოვენთ გარდენი ჰქვია.

როგორც ჩანს მდინარის უბეში ნავმისადგომი უნდა ყოფილიყო, რასაც მეთევზეები და ვაჭრები იყენებდნენ, რომელთა საქმიანობაც მანამ იზრდებოდა, სანამ ქალაქს ვიკინგები დაიპყრობდნენ. სკანდინავიელი მებრძოლების შემოტევას ლონდონმა ვერ გაუძლო და ვიკინგებმა აქ გამაგრებული ადგილი შექმნეს, გადასწიეს რა უკან რომაულ ლონდონამდე ქალაქის საზღვრები, რადგან ეს ადგილები გალავნით იყო დაცული. ვიკინგთა შემოსევები თანდათანობით მცირდებოდა და 886 წლიდან, ფაქტობრივად, შეწყდა. იმხანად ალფრედ დიდმა დანიის წინამძღოლ გუთრუმთან ერთად ლონდონში სიმშვიდე დაამყარა. საქსონთა მიერ დაარსებული ლუნდენვიქი კი ელდვიქად (ძველი ქალაქი) გადაიქცა. ეს სახელი დღემდეა შემორჩენილი “ელდვიჩის”  ფორმით და ვესთმინსთერის ოლქს ეწოდება.

b08d3fffa53e
208f2c4c49c1

 

მე-5 საუკუნეში რომის იმპერიისს დაცემასთან ერთად ლონდონიც სწრაფად გაუკაცურდა. თუმცაღა, მე-6 საუკუნიდან ანგლო-საქსების ლუნდევიქმა სწრაფი განვითარება დაიწყო და მოსახლეობა 12 000-მდე გაიზრდა. მე-9 საუკუნეში ლონდონს ვიკინგები უტევენ და კვლავ რომაული დასახლების ფარგლებში აბრუნებენ. მე-10 ასწლეულში ინგლისის გაერთიანების კვალდაკვალ ლონდონი როგორც ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი, უკვე პოლიტიკურ მზარდ მნიშვნელობასაც იძენს, იმის მიუხედავად, რომ მას უინჩესტერი უწევდა მეტოქეობას როგორც უესექსის ტრადიციული ცენტრი.

მე-11 საუკუნეში ედუარდ აღმსარებელმა კვლავ აღადგინდა ვესტმინსტერის სააბატო, რომელიც ლონდონიდან ორ ნაბიჯში მდებარეობდა და სამეფო ტახტი იქ გადაიტანა. ამ დროიდან უესტმინსტერმა ლონდონი გააძევა ბიზნესისა და სამთავრობო სექტორიდან.

ჰასთინგის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ნორმანდიის ჰერცოგ უილიან დამპყრობელს ინგლისის გვირგინი დაადგეს ახლადდასრულებულ ვესტმინსტერის სააბატოში1066 წლის შობადღეს. უილიამმა ლონდონის თაუერი ააგო, პირველი ნორმანდიულ სიმაგრეთაგანი, რომელიც ქვაში შენდებოდა. სიმაგრეს უილიამ სამხრეთ-აღმოსავლეთში მიუჩინა ადგილი, რათა ადგილობრივი მოსახლეობისთვის შიში ჩაენერგა. 1097 წელს უილიამ II-მ ვესტმინსტერ დარბაზის მშენებლობა დაიწყო, ამავე სახელწოდების სააბატოსთან ახლოს. სწორედ დარბაზი გახდა საფუძველი ახალი ვესტმინსტერის სასახლის მშენებლობისა.

 

ლონდონის ამჟამინდელი მერია ბორის ჯონსონი

b46daa32da20
fba3a68c5dee

შემდეგ პოსტში მიმოვიხილავ მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურს ხოლო კუალა-ლუმპურის შემდგომ თურქეთის ქალაქ სტამბულს.

 

წყარო : ka.wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button