ლაშქრობებისაკითხავიუკატეგორიო

ქალაქების მიმოხილვა – ბაქო (მეოთხე ნაწილი)


ბაქო  — აზერბაიჯანის დედაქალაქი, მდებარეობს კასპიის ზღვის აფშერონის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე, კოორდინატებით 40°23′N 49°52′E. თანამედროვე ბაქო სამი ნაწილისგან შედგება: ძველი ქალაქი, კოლონიური ნაწილი და საბჭოთა პერიოდში აშენებული ქალაქი. ქალაქის მოსახლეობა 2011 წლის მონაცემებით იყო 2.0 მილიონი, აგლომერაციაში 3 მილიონამდე ადამიანი სახლობს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩათვლით.

ბაქო პირველად V საუკუნის წყაროებში იხსენიება. IX-X საუკუნეებში მის შესახებ ცნობებს გვაწვდიან არაბი გეოგრაფები (ალ-ისტახი, ალ-მასუდი, ალ-მუკადასი). აქ უკვე მაშინ იღებდნენ ნავთობს. XII საუკუნის II ნახევარში ბაქო ერთხანს შირვანის სახელმწიფოს პოლიტიკური ცენტრი იყო. XII-XV საუკუნეებში ბაქოდან ნავთობი გაჰქონდათ აღმოსავლეთის ქვეყნებში. ბაქო მნიშვნელოვანი სავაჭრო ნავსადგური იყო. XV-XVI საუკუნეებში ამიერკავკასიაში ერთ-ერთ შეუვალ ციხესიმაგრედ ითვლებოდა. 1540 წელს ბაქო სეფიანთა ჯარებმა დაიკავეს. XVI საუკუნის 80-იან წლებში ოსმალეთი ფლობდა. 1604 წელს ირანის შაჰმა აბას I-მა ციხესიმაგრე დაანგრია, მაგრამ მალე ისევ აღადგინა.XVII საუკუნეში ბაქო მნიშვნელოვანი ქალაქი იყო.

ამ დროისთვის ქალაქის მერია ჰაჯიბალა აბუტალიბოვი.

ბაქოს ტრანსპორტი – ბაქოს მეტროპოლიტენი ქალაქური ტრანსპორტის სახეობა, რომელიც განთავსებულია მიწის ქვეშ ბაქოში (აზერბაიჯანი). ბაქოს მეტროპოლიტენმა მუშაობა დაიწყო 1967 წლის 2 ნოემბერს. 34,6 კმ სიგრძის ხაზებზე 23 სადგურია განლაგებული.

ბაქოს არ აკლია თანამედროვე შენობები.


 

შემდეგ პოსტში მიმოვიხილავ სიღნაღს ხოლო სიღნაღის შემდგომ ლონდონს.

 

წყარო : ka.wikipedia.org

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close