არქივი

ქალაქების მიმოხილვა – მოსკოვი (მეორე ნაწილი)

c58e5585ff93
მოსკოვი – რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი რომელის მოსახლეობაც 11 848 762 კაცია 2012 წლის სტატისტიკით. მოსკოვი მსოფლიოს ქალაქებს შორის მოსახლეობის რიცხოვნობით ათეულში შედის.

მოსკოვის ეკონომიკა – მოსკოვი რუსეთის მასშტაბით უმსხვილესი ფინანსური ცენტრი, საერთაშორისო საქმიანი ცენტრი და ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი ნაწილის მართვის ცენტრია. ასე, მაგალითად მოსკოვში თავმოყრილია რუსეთში რეგისტრირებული ბანკების დაახლოებით ნახევარი. გარდა ამისა, მსხვილი კომპანიების ძირითადი ნაწილი დარეგისტრირებულია და ცენტრალური ოფისები გააჩნიათ მოსკოვში, თუმცა მათი წარმოება შეიძლება რამდენიმე ათასი კილომეტრის მოშორებით მდებარეობდეს.

2008 წლის მონაცემებით მშპ-ის მოცულობით (321 млрд $) მოსკოვი მე-15 ადგილზე იმყოფებოდა მსოფლიოს მსხვილ ქალაქებს შორის

საცალო სავაჭრო ბრუნვამ 2007 წელს შეადგინა 2040,3 მილიარდი რუბლი (ზრდა 2006 წელთან შედარებით — 105,1 %), საბითუმო ვაჭრობის ბრუნვამ, თავის მხრივ შეადგინა 7843,2 მილიარდი რუბლი (ზრდა 2006 წელთან შედარებით — 122,3 %), მოსახლეობის ფასიანი მომსახურების მოცულობამ — 815,85 მილიარდი რუბლი (ეს არის მთელი რუსეთის მომსახურების მოცულობის 24 %).

კომპანია Ernst & Young-ის მონაცემებით 2011 წლისათვის, მოსკოვი იკავებს მე-7 ადგილს ევროპულ ქალაქებს შორის ინვესტიციების მიმზიდველობით და მისი რეიტინგი იზრდება.

ქალაქში მუშაობს GSM და UMTS (3G) სტანდარტის სამი მობილური კავშირის ოპერატორი:„МТС“, „მეგაფონი“, „ბილაინი“, ხოლო მომსახურებას CDMA ტექნოლოგიის ბაზაზე ახორციელებს „Skylink“. უკაბელო ინტერნეტ-კავშირს LTE ტექნოლოგიით წარმოადგენს ოპერატორი „Yota“. ვირტუალური ოპერატორის მოდელით მომსახურებას LTE-ის ბაზაზე აგრეთვე ახორციელებს „მეგაფონი“.

b3e00b6a1a5f
17c2f96abcf5
298f7406af99
55ea847b98f5

მოსკოვის ტრანსპორტი და აეროპორტები – მოსკოვი წარმოადგენს ქვეყნის უმსხვილეს სატრანსპორტო კვანძს. ქალაქი მდებარეობს რკინიგზებისა და ფედერალური ავტომაგისტრალების ქსელის ცენტრში. ქალაქში განვითარებულია მრავალი სახეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 1935 წლიდან მოქმედებს მეტროპოლიტენი.

მოსკოვის ტერიტორიაზე მდებარეობს ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტი. აგრეთვე მაცხოვრებლები და ქალაქის სტუმრები სარგებლობენ მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე მდებარე სხვა საერთაშორისო აეროპორტების მომსახურებით — დომოდედოვო, ოსტაფევო, ჩკალოვსკი, შერემეტევო.

აეროპორტებამდე მისვლა შესაძლებელია არა მარტო ავტოტრანსპორტით, არამედ ექსპრესების გამოყენებით, რომლებიც გადიან სარკინიგზო ვაგზლებიდან: კიევის ვაგზლიდან — ვნუკოვოს აეროპორტში, ბელარუსის ვაგზლიდან — შერემეტევოს აეროპორტში და პაველეცკის ვაგზლიდან — დომოდედოვოს აეროპორტში.

ქალაქში მოქმედებდა აეროვაგზალიც, მაგრამ XXI საუკუნის დასაწყისიდან, ფაქტობრივად, დაკარგა თავისი პირდაპირი დანიშნულება. მისი შენობები ქირით გაიცა სავაჭრო ობიექტებზე.2009 წლის მდგომარეობით აეროვაგზლის შენობაში მოქმედებს მხოლოდ რკინიგზისა და ავიაბილეთების სალაროები.

ქალაქში 1935 წლიდან მოქმედებს მეტროპოლიტენი, რომელიც ქალაქის ფარგლებში გადაადგილების ძირითად საშუალებას წარმოადგენს. მოსკოვის მეტროპოლიტენი — მსოფლიო საქალაქო სარკინიგზო ტრანსპორტის ქსელის სიგრძითა და მგზავრთა ნაკადის მიხედვით ერთ-ერთი ლიდერია.

მოსკოვის მეტროს დღის განმავლობაში საშუალოდ 6,43 მილიონი მგზავრი გადაყავს (2010 წლის მონაცემებით). ეს მსოფლიოში მეტროს სიტემის გამოყენების ინტენსიურობის მეორე მაჩვენებელია (ტოკიოს მეტროსშემდეგ). მოსკოვის მეტროპოლიტენის ხაზის საერთო სიგრძე — 312,9 კმ-ია, გზისა და სადგურების უმეტესი ნაწილი მიწის ქვეშ მდებარეობს. სულ მოსკოვის მეტროში 188 სადგური და 12 ხაზია, მათ შორისაა მსუბუქი მეტროს ხაზიც. მეტროს მრავალი სადგური წარმოადგენს არქიტექტურულ ძეგლს.

დედაქალაქში მუშაობს მონორელსიანი გზა, რომელიც არ ეკუთვნის უშუალოდ მოსკოვის მეტროპოლიტენის სისტემას, მაგრამ მიუხედავად ამისა მისი ექსპლუატატორი კომპანიაა „მოსკოვის მეტროპოლიტენი“.

სამდინარო ტრანსპორტი-

კომუნიზის დიდი მშენებლობების პერიოდში აგებული არხების სისტემის წყალობით, მოსკოვმა საბჭოთა პერიოდიდანვე დაიმკვიდრა „ხუთი ზღვის პორტის“ სახელწოდება. ჩრდილოეთ და სამხრეთ სამდინარო ვაგზლებიდან დადიან საკრუიზო თბომავლები, რომლებიც მოსკოვს აკავშირებენ სანქტ-პეტერბურგთან, ასტრახანთან, დონის როსტოვთან და რუსეთის სხვა ქალაქებთან. აგრეთვე ხორციელდება გადაყვანა ხიმკის წყალსაცავზე საგარეუბნო ხაზებით. მდინარე მოსკოვზე ნავიგაციის პერიოდში მუშაობს სამდინარო ტრამვაის რამდენიმე მარშრუტი.

სატვირთო ნავმისადგომები გააჩნიათ ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ სამდინარო პორტებს. სატვირთო სამდინარო გადაზიდვები მდინარე მოსკოვზე ძირითადად უზრუნველყოფს სხვადასხვა სამშენებლო ხასიათის ტვირთის ტრანსპორტირებას; სამხრეთ პორტს გააჩნია მსხვილი საკონტეინერო ტერმინალი

მოსკოვში მრავლადაა თანამედროვე შენობები
1c898ad2e43b

ეს შენობა ცნობილ საიტ Mail.ru-ს ეკუთვნის რომელიც ასევე ცნობილ სოციალურ ქსელ Odnoklassniki-ს განაგებს.
589589399500

რელიგია-მოსკოვში წარმოდგენილია ყველა ძირითადი მსოფლიო რელიგია. ოფიციალურად ქალაქში დარეგისტრირებულია 1000-ზე მეტი რელიგიური გაერთიანება და ორგანიზაცია, რომლებიც წარმოადგენენ 50-მდე სხვადასხვა მიმართულების აღმსარებლობას.

უმსხიველესი რელიგიური ორგანიზაციაა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია (მოსკოვის საპატრიარქო) — რომელიც მოიცავს მოსკოვის საქალაქო ეპარქიის შემადგენლობაში შემავალ 500-მდე გაერთიანებასა და ორგანიზაციას, 711 მართლმადიდებლურ ტაძარსა და სამრეკლოს, 6 მამათა და 6 დედათა მონასტერს. 645 ტაძარი და სამრეკლო მოქმედია, რომელთა შორის უდიდესია მაცხოვრის ტაძარი — მოსკოვის მთავარი საკათედრო ტაძარი. აგრეთვე 45 ტაძარი და სამრეკლო მშენებლობის პროცესშია[79]. ჟურნალ „Власть“-ის ინფორმაციით, 2010 წლის ნოემბრამდე მოსკოვში გაიხსნა 253 მართლმადიდებლური ტაძარი[80].

ქალაქში მოქმედებს ძველი მართლმადიდებლური გაერთიანება და ორგანიზაცია, რომლებიც 10-მდე ეკლესიას ითვლის, ხოლო 13-მდე ტაძარსა და სამრეკლოში ტარდება წირვა-ლოცვა.

ისლამი წარმოდგენილია 25 გაერთიანებითა და ორგანიზაციით. ლოცვა ტარდება 4 მეჩეთში, რომელთაგან უდიდესია მოსკოვის საკათედრო მეჩეთი.

მოსკოვში აგრეთვე წარმოდგენილია იუდაიზმი (21 გაერთიანება და ორგანიზაცია, 5 სინაგოგა), ბუდიზმი (16 გაერთიანება და ორგანიზაცია, 4 საკულტო ნაგებობა, შენდება 1 ტაძარი), სომხური სამოციქულო ეკლესია (3 გაერთიანება და ორგანიზაცია, 2 ტაძარი, შენდება 2 ტაძარი), კათოლიციზმი (12 გაერთიანება და ორგანიზაცია, 3 ტაძარი), ლუთერანობა (10 გაერთიანება და ორგანიზაცია, 3 ტაძარი), პროტესტანტიზმი (დაახლოებით 260 გაერთიანება და ორგანიზაცია, 42 სამლოცველო სახლი), სხვა რელიგიური მიმართულებები (დაახლოებით 15 საკულტო ობიექტი)[79].

გარდა ამისა მოსკოვში თავმოყრილია 45 რელიგიური ცენტრი, 10 სასულიერო სასწავლებელი და ამდენივე მონასტერი.

როგორც წინა პოსტში დაგპირდით მოსკოვის შემდეგ პარიზს განვიხილავდი პარიზის განხილვის შემდგომ კი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს განვიხილავ.

 

ინფორმაციის ნაწილი : ka.wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button