ქალაქების მიმოხილვა – თბილისი (პირველი ნაწილი)
მოგესალმებით დიდი ხანია არ დამიწერია პოსტი ასე რომ მოვიფიქრე ახალი თემა ქალაქების მიმოხილვა სადაც მიმოვიხილავ სხვადასხვა ქვეყნის მრავალ ქალაქსა თუ მეგაპოლისს და რატომღაც თბილისით დაწყება გადავწყვიტე მაშასადამე ნახეთ თბილისის წარსული მომავალი და ახალი ეპოქა.
საქართველოს დედაქალაქი და ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია თბილისი რომელიც 1936 წლამდე ტფილისის სახელით მოიხსენიებოდა ქალაქი კავკასიის რეგიონის ინდუსტრიული,სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი.
ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს (ერთ-ერთი ვარიანტით, ვახტანგ I გორგასალს) ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს (სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან და გაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „თბილისი“ — „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი — აბანოთუბანია. 2013 წლის მონაცემებით თბილისში 1 171 200 კაცი ცხოვრობს.
თბილისის მერები:
ოთარ ლიტანიშვილი 1992–1993
კონსტანტინე გაბაშვილი 1993
ნიკოლოზ ლეკიშვილი 1993–1995
ბადრი შოშიტაიშვილი 1995–1998
ივანე ზოდელავა 1998–2004
ზურაბ ჭიაბერაშვილი 2004–2005
გიგი უგულავა 2005–2014
დავით ნარმანია 2014-დღემდე
ქალაქის ერთერთი საყურადღებო ნაგებობაა თბილისის ანძა რომელიც 1955 გაიხსნა და 1972-ში განახლდა მისი სიმაღლეა 274.5 მეტრი.
საუკუნეების მანძილზე თბილისი იყო არა მხოლოდ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ცენტრი, არამედ ლიტერატურულ-კულტურული საქმიანობის მძლავრი კერაც. თბილისში განვითარდა ქართული სასულიერო მწერლობა და საერო ლიტერატურა, უმაღლეს დონეს მიაღწია ქართულმა სულიერმა კულტურამ. თბილისელ მწერლებს ცხოველი ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოში მოღვაწე მწიგნობრებთან, მეცნიერებთან, ენერგიულად იღვწოდნენ ქართული ლიტერატურის განვითარებისათვის.
თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებას შეიძლება თვალი გავადევნოთ VIII საუკუნიდან, როდესაც აქ მოღვაწეობდა იოანე საბანისძე. განსაკუთრებით გაძლიერდა თბილისის ლიტერატურული ცხოვრება XII საუკუნეში, იოანე შავთელის, ჩახრუხაძის, სარგის თმოგველის, შოთა რუსთაველის მოღვაწეობის ხანაში. მომდევნო პერიოდში დაპყრობის მოძალების შედეგად თბილისის ლიტერატურული ცხოვრება შესუსტდა, მაგრამ XVI—XVII საუკუნეებიდან კვლავ იწყო გამოცოცხლება. XVIII საუკუნეში თბილისში მოღვაწეობდნენ სულხან-საბა ორბელიანი, ვახტანგ VI, თეიმურაზ II, ანტონ I, ბესიკი, საიათნოვა და სხვა.
ქალაქის მოსახლეობის 85% ქრისტიანია, მათგან უმეტესობა მართლმადიდებელია[16]. მნიშვნელოვანი რაოდენობის მიმდევრები ჰყავს რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას. კათოლიკეები, ლუთერანები, ბაპტისტები და სხვა ქრისტიანული დენომინაციები უმცირესობას წარმოადგენს. მოსახლეობის დიდი უმცირესობა ისლამს მისდევს (8%). თბილისელთა დაახლ. 2% იუდეველია. ქალაქში დაახლოებით 20-30 ათ. ქურთი ცხოვრობს, რომელთა 61% იეზიდია. ქალაქი ისტორიულად ცნობილი იყო რელიგიური ტოლერანტობით. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ძველ თბილისში სხვადასხვა სარწმუნოების ტაძრებისა თუ სამლოცველოების სიუხვით.
თბილისთან დაძმობილებული ქალაქებია :
ზაარბრიუკენი, გერმანია (1975)
ნანტი, საფრანგეთი (1979)
ლუბლიანა, სლოვენია (1979)
ინსბრუკი, ავსტრია (1982)
ერევანი, სომხეთი (1996)
ატლანტა, აშშ (1987)
პალერმო, იტალია (1987)
ბრისტოლი, ინგლისი (1988)
ბილბაო, ესპანეთი (1989)
ანკარა, თურქეთი
კიევი, უკრაინა (1999)
ასტანა, ყაზახეთი (2005)
სტამბოლი, თურქეთი
ტომსკი, რუსეთი
ოდესა, უკრაინა
სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი (1999)
რიგა, ლატვია
ლაგოსი, ნიგერია (2003)
თბილისის ტრანსპორტი-თბილისს კომპლექსური საზოგადოებრივი სატრანსპორტო კვანძი აქვს. მოქმედებს მეტროპოლიტენის ორი ხაზი და ავტობუსების ქსელი, რომელიც ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს ფარავს. 2006 წლიდან ქალაქში დაიხურა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ტრამვაისა და ტროლეიბუსის მოქმედი ხაზები. ქალაქს ემსახურება აეროპორტი და რკინიგზა. თბილისში სამდინარო ტრანსპორტი განვითარებული არ არის.
სწრაფი საზოგადოებრივი ტრანზიტის ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული საშუალება ქალაქში თბილისის მეტროპოლიტენია. ამჟამად მეტროს 22 სადგური განლაგებულია ორ ხაზზე — დიდუბე-სამგორისა და საბურთალოს ხაზები. ხაზების საერთო სიგრძეა 26,4 კმ. ექსპლუატაციაში შევიდა 1966 წლის 11 იანვარს და მეოთხე მეტროს სისტემა იყო საბჭოთა კავშირში (მოსკოვი, ლენინგრადი და კიევის შემდეგ). დანარჩენი საბჭოთა მეტროს სისტემების მსგავსად სადგურების უმეტესობა ძალიან ღრმად არის მიწისქვეშ და დეკორატულობით გამოირჩევა.
თბილისური სპორტი-ახლო აღმოსავლეთის მრავალი ქალაქის მსგავსად, აზიური კულტურის გავლენით, თბილისს ისტორიულად ქალაქის ცალკეული უბნები ჰქონდა გამოყოფილი სპორტული ასპარეზობებისთვის. თანამედროვე საბურთალოსა და დიდუბის ტერიტორიებზე ადრე სპეციალური შეჯიბრებები ტარდებოდა. განსაკუთრებით პოპულარული სახეობები თბილისში ცხენბურთი, ჭიდაობა და ფარიკაობა იყო. სოციალურად და ეკონომიკურად დასავლეთთან ინტეგრაციასთან ერთად თბილისში ევროპული სპორტის სახეობებიც ხდება პოპულარული XIX საუკუნეში. XX საუკუნეში აქ უკვე დომინირებს ფეხბურთი, კალათბურთი და რაგბი. 1978 წლისთვის თბილისს უკვე 250-მდე დიდი თუ მცირე სასპორტო დარბაზი თუ დაწესებულება ჰქონდა, მათ შორის ოთხი დახურული და ექვსი ღია ოლიმპიური საცურაო აუზი, 185 საკალათბურთო მოედანი და დარბაზი, 192 ხელბურთის მოედანი, 19 ჩოგბურთის კორტი, 31 ფეხბურთის მოედანი და ხუთი სტადიონი. ამჟამად თბილისში უდიდესია ბორის პაიჭაძის სტადიონი (55 ათას მაყურებელზე) და მიხეილ მესხის სტადიონი (24 680 მაყურებელზე). სპორტის სასახლე, სადაც ჩვეულებრივ საკალათბურთო ტურნირები ტარდება, 11 ათას მაყურებელს იტევს. ვერის საკალათბურთო დარბაზი 2500 მაყურებელზე გათვლილი.
ამჟამად თბილისში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობებია ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი და ჭიდაობა. ასევე პოპულარულია ჩოგბურთი, ცურვა და წყალბურთი. თბილისს რამდენიმე პროფესიონალური საფეხბურთო და რაგბის გუნდი ჰყავს. NBA-ს მოთამაშეები ზაზა ფაჩულია და ნიკოლოზ ცქიტიშვილი თბილისელები არიან.
თბილისის ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთის გუნდი დინამო თბილისი 1981 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, ევროპის თასის მფლობელთა თასის გათამაშებაზე. საკალათბურთო გუნდი “დინამო” ასევე ევროლიგის ჩემპიონი გახდა 1962 წელს.
თბილისი აქტიურად ვითარდება შენდება ახალი შენობები ქვევით კი მოცემულია სასტუმრო მილენიუმის ფოტოები თუ როგორი იქნება იგი აშენების შემდეგ და როგორ შენდება ახლა.
ქვევით კი მოცემულია უკვე აშენებული და საკმაოდ ლამაზი სასტუმროები ჰოლიდეი ინი და რედისონ ბლუ ივერია
თბილისის შემდეგ მომდევნო ქალაქი იქნება მოსკოვი რომელიც რუსეთის დედაქალაქია მოსკოვის შემდეგ კი ჩემი მიმოხილვის ობიექტია სიყვარულის ქალაქი პარიზი.
ინფორმაციის ნაწილი : ka.wikipedia.org