TECH & მეცნიერებაგართობა

10 საუკეთესო ადგილი ახალი წლის შესახვედრად.

70436467e211

ალბათ, ყველას თუ არა ბევრ თქვენგანს მაინც აქვს სურვილი, რომ ახალ წელს სადმე, ლამაზ ადგილას შეხვდეს. მსოფლიო სავსეა ულამაზესი ადგილებით. ყოველ მათგანს თავისი ხიბლი აქვს,რაც მისკენ მიგიზიდავს. ახალი წელი, ეს ის დროა, როცა ყველფერი იმაზე გაცილებით ლამაზი ხდება ვიდრე სხვა დროს არის ხოლმე. რა ჯობია იმას, რომ დადიხარ ქუჩებში და შენდაუნებურად გრძნობ, რომ ახალი წელი მოდის ?! მართალია ყველა ქალაქში აღინიშნება ეს დღესასწაული, მაგრამ ზოგიერთში მას განსაკუთრებულად აღნიშნავენ. მოდით გადავხედოთ მსოფლიოს იმ 10 ადგილს,
სადაც ახალი წელი დიდი გრანდიოზულობით აღინიშნება.

2699a3ad3411
შეიძლება ითქვას, რომ ლას ვეგასში მუდმივად ახალი წელია, მაგრამ 31 დეკემბერს
ყველაფერი გაცილებით გრანდიოზული ხდება. აქ დაახლოებით 320,000 ადამიანი
იკრიბება და აღნიშნავს ამ დღესასწაულს.

166aaedcbb1b

a952e802b384

7ce87a8e41c1

სიდნეი ავსტრალია

სიდნეის ახალი წელი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დღესასწაული.
აქ მყოფი ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ იხილონ ყველაზე დიდი ფეიერვერკები. ბოლო
წლებში ავსტრალიაში დაიხარჯა 4 მილიონი დოლარი ამ ერთი ღამის გაფორმებებზე.

827854115c00

d96e7fb4398e

f079cc7ad7fb

რიო-დე-ჟანეირო ბრაზილია

ყოველი წლის 31 დეკემბერს, კოპაკაბანის პლაჟზე ახალი წლის აღსანიშნავად 2,5 მლნ ადამიანი იყრის
თავს. ხალხის ეს ბრბო, ძირითადად თეთრებში ჩაცმული, მთელი ღამის განმავლობაში პლაჟის გასწვრივ
ასობით სხვადასხვა შოუსა და ღონისძიებას მართავს. ეს დღესასწაული მეორე უდიდესია რიოში და
მხოლოდ კარნავალს ჩამოუვარდება. ხალხი ერთმანეთს ახალ წელს შამპანურით ულოცავს.

5feb8dde56c2

fe3b0de30b11

aedc748f2df4

პარიზი საფრანგეთი

ახალ წელს პარიზში უამრავი ადამიანი იყრის თავს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მთავარი შოუ
ეიფელის კოშკის გარშემო იმართება, სწორედ აქედან უშვებენ ულამაზეს ფეიერვერკებს.

230ab7de893f

b386ef00797f

ac92f1d726da

ნიუ-იორკი აშშ

ნიუ-იორკში, Times Square-ზე იმართება გრანდიოზული შოუ რომელსაც მილიონობით ადამიანი
ადევნებს თვალყურს. მას 100 წლიანი ტრადიცია აქვს. ერთ-ერთი მთავარი მოვლენა გიგანტური
ბურთის ანთებაა.

0e79b8fbe038

2cf1ed3a9694

0cdc081a784f

მაიამი ფლორიდა

ახალ წელი მაიამიში მზეზე, ქვიშასა და სიცხეში აღინიშნება. მას დაახლოებით 250,000 ადამიანი
სტუმრობს. აქ იმართება სამ დღიანი მუსიკის ფესტივალი, რომელიც 30 დეკემბერს იწყება.

39db42ea4343

d0f77dcce9d0

ლონდონი დიდი ბრიტანეთი

ლონდონში ხალხი London Eye-ს (ეშმაკის ბორბალი) ირგვლივ იკრიბება და ელოდება თუ როდის
ჩამოკრავს ბიგ ბენზე საათის ისარი 12-ს, რადგან მაშინ იწყება ულამაზესი ფეიერვერკების გაშვება.

c93ef31b6854

16ae106c6f11

fab4b14dad9c

ჰონგკონგი ჩინეთი

ჩინური ახალი წელი ასევე ცნობილია როგორც მთვარის ახალი წელი, ან გაზაფხულის ფესტივალი.
ის ჩინურ ტრადიციულ დღესასწაულთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მოიცავს
დღესასწაულთა მთელ სერიას.
35340216133e

308d1740fb26

1107c8aa53d0

დისნეილენდი კალიფორნია

დისნეილენდი ძირითადად ბავშვებს იზიდავს, მაგრამ ეს ისეთი ადგილია, სადაც ყველა ასაკის ადამიანი
იპოვის გასართობს. აქ დიდი შოუები იმართება: მუსიკა, ფეიერვერკები, ლაზერები და სხვ…

cfa2271b0e0a

828162476c96

3d9354c4abaf

ბერლინი გერმანია

ვისაც ევროპა და ევროპული დღესასწაულები უყვარს, მას ახალი წლის გატარებაც ბერლინში მოეწონება.
ახალ წელს აქ უამრავი ადამიანი იკრიბება მთელი მსოფლიოდან. სხვა ქალაქებთან შედარებით ბერლინში
ნაკლები დეკორაციებია, მაგრამ ამავდროულად არის გრანდიოზული ფეიერვერკები.

7a6a1b7d74d0

8ce82dcae38a

29fb881fb794

P.S თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ურჩევიათ, რომ თავიანთ სახლებში დარჩნენ

და ახლობელ ადამიანებთან ერთად შეხვდნენ ამ გრანდიოზულ დღესასწაულს.

Ucnauri.Com-ის სახელით გილოცავთ დამდეგ ახალ წელს.

(ამოღებულია angel.ge-დან)

LUKAbarca

my name is Luka.I'm 15 years old.I am from Georgia

მსგავსი ამბები

Back to top button