გასართობისაკითხავისასარგებლო

წამომყევი მე…(5)

ამ პოსტში ჩვენ ვიმოგზაურებთ ჩინეთში-ძლიერი იმპერატორების,საოცარი კერძებისა და გამაოგნებელი გამოგონებების ქვეყანაში.

 

ჩინეთი უდიდესი ქვეყანაა,სადაც მილიონობით ადამიანი ცხოვრობს.ეს “საუკეთესო ადგილია”იმისათვის,რომ ბრბოში დაიკარგო!ჩინეთის ყველა ქალაქი გადატვირთულია მოსახლობით,სოფლებში კი ფერმერები მიწის თითოეულ მონაკვეთს იყენებენ.ყოველდღიურად ჩინეთში 35000-მდე ბავშვი იბადება.ეს ხომ უამრავი პატარა პირია,რომლებსაც გამოკვება სჭირდებათ!მართალია,ჩინეთი,ტერიტორიის მხრივ მესამე ადგილზეა მსოფლიოში,მაგრამ მას მაინც უჭირს,საკუთარი მოსახლეობის გამოკვება.

ჩინეთში არაა მიზანშეწონილი ერთზე მეტი ბავშვის ყოლა.ეს იმას ნიშნავს,რომ პატარების უმეტესობას არ ყავს არც ძმა და არც და.ბავშვები სკოლებში კვირაში ექვსი დღე დადიან,ისინი დილის რვაზე იწყებენ სწავლას და საღამოს ოთხზე ამთავრებენ.

ჩინური ს ა მ ზ ა რ ე უ ლ ო.

ჩინური სამზარეულო განთქმულია მთელს მსოფლიოში.ჩვეულებრივ,პროდუქტს წვრილ ნაჭრებად ჭრიან და ორთქლზე უცებ ამზადებენ ან სპეციალურ ჭურჭელში წვავენ.მზა კერძებს,საზოგადოდ ცნობილი ჩხირებით მიირთმევენ.ჩინური სამზარეულო ძალიან მრავალფეროვანია.აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ,როგორც ჩვეულებრივ ღორის ხორცის კერძი,ასევე,ზვიგენის ფარფლისაგან დამზადებული წვნიანი.ზოგიერთ რესტორანში შეიძლება მოგართვან ცოცხალი გველი,რომელსაც თქვენს თვალწინ მოამზადებენ!

ჩინეთში, ასევე,ძალიან პოპულარულია თევზის კერძები.ზოგიერთი მეთევზე თევზის დასაჭერად იყენებს ჩვამებს-ფრინველებს,რომლებსაც თევზჭერაში საგანგებოდ წვრთნიან.მათ თავად არ შეუძლიათ დაჭერილი თევზის გადაყლაპვა,რადგან მათ ყელზე ზონარი აქვთ შემოხვეული.
თევზის გარდა,ჩინელებს,ასევე,ძალიან უყვართ ბრინჯი.იგი მოყავთ უზამაზარ,წყლით დაფარულ პლანტაციებზე,სადაც ფერმერები ხშირად ფეხშიშვლები,მუხლებამდე თხევად ტალახში დადიან.
სადილობისას ჩინელები უპირატესობას ანიჭებენ ჩაის,რომელსაც პატარა ჭიქებით,რძისა და შაქრის დამატების გარეშე მიირთმევენ.

ჩინელებს სწამთ,რომ ლომებსა და დრაკონებს წარმატება მოაქვთ.სწორედ ამიტომ,ამ ცხოველების გამოსახულებებს ყველგან შეხვდებით:რესტორნების კედლებზე,ტანსაცმელსა და ფერად-ფერად ფარნებზე,მათი გამოსახულების ქანდაკებები კი ტაძრების შესასვლელებს იცავს.ასეთ სანახაობას,არა მოხოლოდ ჩინეთში,არამედ სხვა ქვეყნების ჩინურ უბნებშიც ნახავთ.ეს ცხოველები,თითქმის ყველა ჩინურ დღესასწაულში მონაწილეობენ.

ჩინური ჰოროსკოპი.

გთავაზობთ ჩინურ ჰოროსკოპს,რომლის წყალობითაც გაარკვევთ თუ რომელი ცხოველის წელში ხართ დაბადებული,რაღა თქმა უნდა ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით.

ვირთხა(1972,1984,1996,2008)
ხარი(1973,1985,1997,2009)
ვეფხვი(1974,1986,1998,2010)
ბოცვერი(1975,1987,1999,2011)
დრაკონი(1976,1988,2000,2012)
გველი(1977,1989,2001,2013)
ცხენი(1978,1990,2002,2014)
ცხვარი(1979,1991,2003,2015)
მაიმუნი(1980,1992,2004,2016)
მამალი(1981,1993,2005,2017)
ძაღლი(1982,1994,2006,2018)
ღორი(1983,1995,2007,2019)

ჩინეთის დიდი კედელი.
ჩინეთის დიდი კედელი,ყველაზე გრძელ კედელს წარმოადგენს.კედელი სრულად ქვითაა ნაშენები და ჩრდილოეთ ჩინეთს,6000კმ-ზე გასდევს.მასზე დაგებული გზა საკმაოდ განიერია:აქ ერთ რიგში მდგომ ხუთ ცხენს,ერთდროულად შეუძლია ჯირითი.2000 წლის წინ ჩინეთის პირველმა იმპერატორმა ცინ შიხუნმა დიდი კედლის მშენებლობის განკარგულება გასცა.ამ გზით მას,ჩინეთის მტრებისაგან დაცვა სურდა.უმძიმესი სამუშაოს გამო მილიონობით გლეხი მალევე დაიღუპა.კედლის მშენებლოაბა 10 წელიწადს გრძელდებოდა.იმპერატორი ცინი განთქული იყო სისასტიკით.იგი სასტიკი იყო,მტრებთან მიმართებაში.მისი ბრძანებით ზოგი მიწაში ცოცხლად ჩამარხეს,ზოგს კი შუაზე აპობდნენ!იგი ყოველთვის თვალს ადევნებდა მშენებლობას.თუ მუშა კედელში ფრჩხილისოდენა ნახვრეტს დატოვებდა,მას უმალ სიკვდილით სჯიდა.კედელზე,სულ მცირე 25000 საგუშაგო კოშკია განლაგებული.

იცოდით თუ არა რომ?!

@ანტიკურ ჩინთში ლამაზ ქალს,უსათუოდ ლამაზი ფეხები უნდა ქონოდა.თურმე,ქალიშვილებს ტერფებს ისე მჭიდროდ უკრავდნენ,რომ სიარულიც კი უჭირდათ.
@ჩინეთის უდიდესი უდაბნოა ტაკლა-მაკანი.აქ ყოფნისას ყურადღება და დიდი სიფრთხილე გმართებთ,რადგან ამ უდაბოს სახელი ასე იშიფრება: “თუ აქ შემოხვალ,ვეღარასდროს გახვალ!”
@ჩრდილოეთ ჩინეთის ქალაქ ბენისის თავზე არსებული გამონაბოლქვის ღრუბელი იმდენად დიდია,რომ კოსმოსიდანაც მოჩანს.
@ჩინური გვარი ჩანი,მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული გვარია:მილიონზე მეტი ადამიანი ატარებს ამ გვარს!
@პანდების(რომლებზეც,რატომღაც ამ ნაწილში არაფერი მითქვამს) საყვარელი საკვები ბამბუკი ძალიან სწრაფად იზრდება.ზოგიერთი სახეობა დღეში 90სმ-ტ მატულობს.
@1980 წელს ჩინელ ბავშვთა ჯგუფი ტორნადოში მოხვდა,რომელმაც ისინი ჰაერში 20მ-სიმაღლეზე აისროლა.მათ 20მ იფრინეს და ბოლოს მშვიდობით დაეშვნენ ქვიშიან დიუნზე.საოცრებაა!
@ჩინეთში მზარეულის პროფესია ისევე მნიშვნელოვანია,როგორც ექიმის!
@ჩინეთში ჩვეულებრივი მისალმების(როგორ ბრძანდებით?)ნაცვლად ხშირად ერთმანეთს ასე მოიკითხავენ:”უკვე ისადილეთ?”

LUKAbarca

my name is Luka.I'm 15 years old.I am from Georgia

მსგავსი ამბები

Close
Close