ვიდეოებისაკითხავისურათები

ახალი წელი…

ახალი წელი… ეს ის არის ,რასაც ყველანი მოველით და დიდი სიხარულით ვხვდებით… საინტერესო სტატიას წავაწყდი ერთ-ერთ საიტზე (geonews.ge). გადავწყვიტე აქ დამეპოსტა…

ახალ წელს ყველა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ, ყველას თავისებური განმასხვავებელი ნიშანი აქვს..

1) არგენტინაში ძველი ტრადიციის თანახმად, დაწესებულების თანამშრომლები წლის ბოლო სამუშაო დღეს, ფანჯრიდან ძველ კალენდრებს, უვარგის უწყისებსა და ბლანკებს ყრიან.

ასე რომ, ბუენოს–აირესის იმ ნაწილში, სადაც სამუშაო დაწესებულებები მდებარეობს, შუადღისთვის ქუჩები ქაღალდების თხელი ფენით “იმოსება”. ერთ–ერთი გაზეთის რედაქცია ქაღალდების ფრიალით იმდენად მოიხიბლა, რომ მთელი არქივი ფანჯრიდან მოისროლა. ამ ტრადიციის წარმომავლობის შესახებ არავინ არაფერი იცის, თუმცა,  მის გარეშე არგენტინელებისთვის ახალი წელი, ახალი წელი არ იქნებოდა.

2) ავსტრალიაში საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი  სანტა კლაუსის  ხილვა მხოლოდ სიდნეის პლაჟებზე შეიძლება. ასეთ ეგზოტიკურ თოვლის “პაპას”  მაინც აქვს ტრადიციული სანტა კლაუსისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები – თეთრი წვერი და წითელი ქუდი. დასვენებისა თუ სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, ავსტრალიელები დილის 5–6 საათზე იღვიძებენ, სამაგიეროდ,  უკვე ათი საათისთვის იძინებენ. ახალი წლის ღამე აქაც გამონაკლისია, თუმცა,  შუაღამის პირველ საათს არავინ აცილებს. (გასაოცარია)

2) ვენაში დაუწერელ კანონად ითვლება ახალ წელს წმინდა სტეფანეს ეკლესიაში ჩამოკიდებული “მსოფლი ზარის” საზეიმო ხმის მოსმენა. ძველ დროში კი კარგი ნიშანი იყო ბუხრის მწმენდავთან შეხვედრა, შეხება და ნახშირით დასვრა. ეს ტრადიცია ბედიერების მომტანად მიაჩნდათ.

3)ბულგარეთში ახალი წლის წინა დღეს ბულგარელები შინდის ჯოხს ეძებენ, რაც ახალი წლისთვის აუცილებელი ატრიბუტია. პირველ იანვარს ბავშვები მშობლებთან მიდიან და ჯოხის მსუბუქი დარტყმით ახალი წლის დადგომას ულოცავენ. იმ დროს, როდესაც საათი ბოლოჯერ ჩამოჰკრავს და მოსახლეობას კიდევ ერთი წლის წაბრძანებას ამცნობს, ბულგარელების სახლში სინათლე სამი წუთით ქრება. ეს დრო საახალწლო კოცნას ეთმობა. ბულგარელებს უხარიათ, თუ საახალწლო სუფრის დროს ვინმე დააცემინებს, რადგან,  მათი აზრით,  ეს ბედნიერების მომტანია.

4)ბერძნული ტრადიციის თანახმად, ზუსტად თორმეტ საათზე,  ოჯახის უფროსი ეზოში გადის და კედელს ბროწეულს ესვრის. თუ ბროწეულის მარცვლები მთელ ეზოში მიმოიფანტება, მაშინ ახალ წელს ოჯახი ბედნიერად გაატარებს. სტუმრად მისვლისას თან დახავსებული ქვა მიაქვთ და სახლში შესვლისას მასპინძელს ეუბნებიან: “დაე, ჩემი მასპინძლის  ქისა (ანუ საფულე) ამ ქვასავით მძიმე იყოს”.

და ბოლოს.. ის რაც ყველას აერთიანებს!

 

 

წყარო : geonews.ge

თეგები

kaxamadridista

var 14 wlis, vswavlob 144-e sajaro skolashi

მსგავსი ამბები

Close
Close