არქივი

ექსპერიმენტები ცხოველებზე

http://s58.radikal.ru/i160/1412/99/4eb0722a8671.jpg

მოგეხსენებათ ადამიანი წარმოშობის დღიდან , ცდილობს ყველაფერი მის სასიკეთოდ მოიხმაროს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს ყველაფერი , სხვა ინდივიდის ხარჯზე ხდება, ამ პოსტით მინდა წარმოგიდგინოთ ის ცხოველები, რომლებიც იძულებით წირავენ საკუთარ სიცოცხლეს იმის გამო , რომ: ჩვენ ხარისხიან შამპუნში დავიბანოთ თავი, გაციების დროს მალევე მოვრჩეთ, თავის ტკივილმა არ შეგვაწუხოს, დიახ ეს კარგია , რომ ადამიანები ერთმანეთზე ზრუნავენ , მაგრამ დავინახოთ ეს ყველაფერი ცხოველების მხრიდანაც, თუ რაოდენ სულისშემძვრელია ეს ყველაფერი.ამერიკის მეცნიერებათა ინსტიტუში, ოფიციალური მონაცემებით მთელი თვის განმავლობაში ექსპერიმენტი უტარდება : 400 ძაღლს, 320 კატას და 800 შიმპანზეც, დანარჩენ ცხოველებს აღარ ჩამოვთვლი. ეს ცხოველები იმ დღიდან რაც ხვდებიან ამ ლაბორატორიაშ და სწორედ მათი გზები ლამაზი ბუნებიდან იწყება და ბრაკონიერული გზებით ხდება მათი დაჭერა შემდგომი ლაბორატორიაში წამებისათვის. დიახ წამებისათვის რადგან მთელი მათი ცხოვრება უნდა მიეძღვნას ყველა პრეპარატის გამოცდას საკუთარ თავზე, ამავდროულად ცხოველებს ხელოვნურად უქმნიან დაავადების კერებს , რათა ის დაავადდეს და შემდეგ უმკურნალონ.
http://s017.radikal.ru/i442/1412/3a/931fe5e76250.jpg

თვალზე ცოცხლად მემსის გაკეთება, კანის გაცლა ანდაც ტვინში იმპლანტანტის ჩასმა, ნარკოზის გარეშე ჩვეულებრივი ამბავია , ამ ექსპერიმენტების დროს, ამ ცხოველებს არ შეუძლიათ გააგებინონ ხალხს თავიანთი ტკივილი, არავის ესმის მათი და ამიტომაც უძებენ ამ ტანჯვას. უამრავი მათგანი პირველივე ექსპერიმენტის დროს იღუპება , ზოგიც ძლებს 1 წელი , მაგრამ 1 წლის შემდეგ გადარჩენილებს მაინც ხოცავენ და მაინც არ ჩუქნიან მათ ტანჯულ სხეულს თავისუფლებას, რათა კიდევ ერთხელ შეიგრძნონ ძველი ბუნების ნეტარება.  ცხოველები , როგორც წესი საუკეთესო საცდელი ობიექტები იყვნენ ადრეც და ახლაც, ჯერ კიდევ ძველ საბჭოურ პერიოდშ ტარდებოდა ისეთი ვანდალური ექსპერიმენტები, რასაც არანაირი აზრი არ ქონდა და რაც უბრალოდ შეშლილი მეცნიერის ახირება იყო , მაგალითად: ერთი ძაღლის ტანზე 2 თავის მიმბმა, ძაღლზე თავის მოკვეთა მაგრამ მისი სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნება, ასევე იყო ისეთი ვანდალური ექსპერიმენტებიც , როდესაც ცხოველებს ცოცხლად წვავდნენ და შემდგომ აკვირდებოდნენ, თუ რამდენხანს გაძლებდა დამწვარი ცხოველი ცოცხლად, ასევე ხდებოდა ცხოველების გრძნობელობის გაგების სასტიკი გზები, კერძოდ მაიმუნებს აჭრიდნენ ფეხის გულებს და მას მარილიან წყალში აყოფინებდნენ, ეს გახლდათ საზარელი სანახაობა თვით მეთვალყურე პერსონალისთვისაც , მაგრამ მათი ცივი გულები , მაინც აიძლებდათ ამ ექსპერიმენტების ჩატარებას, მიუხედავად იმისა თუ რაოდენ განწირული ხმით ყვიროდა იმ დროს ტანჯული მაიმუნი. ასევე გავიხსენოთ პირველი ძაღლები , რომლებიც საბჭოთა კავშირმა კოსმოში გაგზავნა , ეს გახლდათ უბრალო მეტისი , მაგრამ გულადი და ძლიერი, მისი ასეთი სიმტკიცე არ დააფასეს ინჟინრებმა და ის ყოველგვარი დამცავის გარეშე გაუშვეს კოსმოში, მისი სიცოცხლე არა აფრენამ არამედ დაფრენამ მოსპო, როდესაც ატმოსფეროში შემოვიდა , ის დაბლა ჩავრადა და ცოცხლად დაიწვა კოსმოსში, ეს გახლდათ ვანდალიზმი, როდესაც შეეძლოდ ძაღლი ელემენტალურად დაემარგებინათ სალონში და არ დაეტოვებინათ ვაკუუმში მოლივლივე.
http://s008.radikal.ru/i304/1412/95/faf4ee107a10.jpg

ასევე არ შეიძლება არ გავიხსენოდ , უკეთილშობილესი ძაღლი ჯესი , რომელმაც 2 ადამიანის სიცოცხლე სიკვდილისგან იხსნა , ასევე ის ყველანაირად ცდილობდა ადამიანებზე დახმარებას, მისი ყოველი ქცევა მის სიჭკვიანესა და მეგობრულობას ასახავდა და მხოლოდ იმიტომ , რომ მეცნიერებს დაედგინათ რა იყო ამ ძაღლის ასეთი სიჭკვიანის მიზეზი, ის დაატყვევეს, ახადეს თავისქალა და ანესთეზიისა და გამაყუჩებლების გარეშე ტვინში ჩაუდგეს ტვინის რენდგენი, რომელიც აუტანლად მტკივნეული აღმოჩნდა ჯესისთვის და მას გული გაუსკდა. ეს ყოველი ისტორია უნდა გვახსენდებს იმ ცხოველებს , რომლებიც დღესაც გალიებში არიან და ელოდებიან თავიანთ რიგს , თუ როდის გამოცდიან მასზე , იმ წამალს ან შამპუნს , რომლითაც ჩვენ შემდგომში უნდა ვისიამოვნოდ, შესაძლოა ამ პოსტის კითხვის დროსაც , რომელიმე ცოცხალი არსება ნელნელა ბრმავდება, მის თვალში იძულებით ჩასხმული შამპუნის ან ადიკოლონის გამო, დროა შეწყდეს ეს ყველაფერი, თუ ხალხი , ერთმანეთს გვერდში დაუდგება და ეტყვის ცხოველებზე უაზრო ექსპერიმენტებს არას , მაშინ ეს ყველაფერი შეიცვლება და ყოველი კრემსაცხები თუ სუნამო დამზადდება არა ქიმიური ნაერთებისაგან , არამედ ბუნებრივი ჯანსაღი მინარევებისაგან, რომლების გამოცდაც ცხოველების ტანჯვას არ გამოიწვევს.

ვიდეო რგოლი

fridrix

რიგითი პიროვნება, რომლის მთავარ მიზნად შეილება დაისახოს იმ ისტორიებსი გადმოცემა, რომლებიც ამ ხნის მანძილზე დააგროვა და მზადაა ხალხის ინტერესის ობიექტად გამხადოს ისინი.

მსგავსი ამბები

Back to top button