გასართობიკრეატივისურათები

დანიელ დელ ორფანოს თანამედროვე რეალიზმი

რეალიზმი ხელოვნების მიმდინარეობაა, რომელიც მე-19 საუკუნეში წარმოიშვა.თავიდანვე მას დიდი აღიარება არ მოუპოვებია, რადგან იმდროინდელი ხელოვანები თვლიდნენ, რომ იმის გადმოცემა რაც გარშემო ხდება დიდ ნიჭს არ მოითხოვს და ეს უბრალო ადამიანსაც შეუძლია . ლიტერატურასთან შედარებით ფერწერას უფრო მეტი მიმდევრები ყავდა, რომლებმაც აღიარებას მიაღწიეს. ესენი იყვნენ გუსტავ კუბრე, ჟან მილე, გოია და სხვა.რეალიზმი იყო მიმდინარეობა, რომელიც ზუსტად ასახავდა გარემოს, გარემოს რომელიც არც ისეთი ლამაზი იყო როგორიც იქამდე ეჩვენებოდათ. მხატვრობაში და საერთოდ ხელოვნებაში ყველა მიმდინარეობას აქვს დასაწყისი და დასასრული, გამორჩეულია მხოლოდ რეალიზმი,რომელიც მუდამ ცოცხლობს და დღესაც მისი შექმნიდან ორი საუკუნის შემდეგ ჰყავს მიმდევრები, რომლებმაც დახვეწეს იგი და თუ ის იყო ქალაქგარეთა მხატვრობა, დღეს იგი გახდა ურბანისტული.

ამ პოსტში მე ვისაუბრებ თანამედროვე რეალიზმის მიმდევარ ამერიკელ მხატვარ-დანიელ დელ ორფანოზე. იგი დაიბადა და გაიზარდა ნიუ-იორკში. დაამთავრა ოკლენდის სამხატვრო აკადემია, რის შემდეგაც მუშაობდა სკოლაში ხელოვნების მასწავლებლად,თუმცა მალევე მიხვდა რომ ეს მისი მოწოდება არ იყო. ამის შემდეგ მან გახსნა ვორქშოფი, სადაც დაიწყო ნახატების შექმნა. გაყვა რეალიზმის მიმდინარეობას და დახატა ის რასაც გარშემო ხედავდა. მისი ნახატები ძირითადად ნიუ-იორკის ქუჩებს მოიცავს, ასევე პარიზს. მისი მხატვრობა მთლიანად ურბანისტულია და რეალიზმის ყველა ელემენტს შეიცავს, დაწყებული ფერებიდან დამთავრებული ხაზებით. მისივე თქმით ის გადმოსცემს წამიერ მომენტებს, რომელიც ჩვენს გარშემო ყოველდღიურად ხდება. ჩემი აზრით, მოდერნისტულ მხატვრობაში დანიელ დელ ორფანი ერთ-ერთი ინოვატორია. მისი საუკეთესო კოლაჟი არის- “წითელი ქოლგა”. ეს ვითომდა უმნიშვნელო ნიუანსი დიდ ეფექტს იწვევს მნახველში.

იხილეთ ვიდეო, სადაც მისი სხვა ულამაზესი ნახატებიცაა, ულამაზესი მუსიკის ფონზე.

თეგები

vanik0

nothing interesting

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close