არქივი

წამომყევი მე…(2)

789d3969caa7

პოსტის მეორე ნაწილში ჩვენ ვიმოგზაურებთ აშშ-ში,კერძოდ კი ფლორიდის შტატში…

 

ფლორიდის შტატი ამერიკაში,სამხრეთ ატლანტიკურ რეგიონში მდებარეობს.იგი ყოველთვის გამოირჩეოდა ტურისზმის არა ამქვეყნიურად მაღალი პროცენტული მაჩვენებლით.ეს არცაა გასაკვირი:ფლორიდის მზიანი პლაჟები,თავბრუდამხვევი ცათამბჯენები,მულტიკულტურული ხალხი,თავს ადვილად დაგამახსოვრებს.

9ebab790133a

3eb0ebd76e2a

მულტიკულტურულია მეთქი-ვთქვი ზემოთ.დიახ,ფლორიდა არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით,რომ გენიალური პლაჟები აქვს.ტურისტები ასევე სტუმრობენ კანავერალის კონცხზე განლაგებულ კოსმოსურ ცენტრს.მას “კოსმოსისაკენ ამერიკულ ჭიშკარს”უწოდებენ.ეს ის ადგილია,საიდანაც მთვარეზე “აპოლოს” რაკეტები მიემგზავრებოდნენ;სადაც ახლაც შეგვიძლია თვალი ვადევნოთ პლატფორმიდან შატლების-მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდების-სტარტს.მნახველთა ცენტრში არის უზარმაზარი მონიტორი,რომელზეც გიჩვენებენ ფილმს დედამიწასა და კოსმოსზე.თქვენ თავად შეიგრძნობთ იმ განცდებს,რომლებიც ეუფლება ორბიტაზე გასულ ასტრონავტებს.აქვე ინახულებთ კოსმოსურ სადგურ “თავისუფლების”მაკეტს,შეაბიჯებთ ნამდვილი რაკეტის ბორტზე,გამოცდით კოსმოსური ხომალდის მოწყობილობებს და ნახავთ მთვარიდან ჩამოტნილი ქვების ნიმუშებს.

a4b025861541

უოლტ დ ი ს ნ ე ი ს სამყარო…
ფლორიდის დისნეილენდის პარკი გადაჭიმულია 111კვ.კმ-ზე და სიდიდით ქალაქ მანჩესტერს უტოლდება!აქ თავმოყრილია ატრაქციონების სამი უზარმაზარი პარკი,სადაც ბევრ საინტერესო და უცნაურ გასართობს წააწყდებით.

09e19761979e

ჯადოსნური სამეფო შვიდი ნაწილისაგან შედგება.აქ შეგიძლიათ იმოგზაუროთ ველურ დასავლეთსა თუ კოსმოსში,გაუმკლავდეთ ტროპიკულ მდინარეებს,მოინახულოთ სულები საშინელებათა კოშკში.გზად თქვენ უოლტ დისნეის ანიმაციური ფილმების ყველა საყვარელ პერსონაჟს შეხვდებით.ჯადოსნური სამეფოს ცენტრში აღმართულია კონკიას ულამაზესი სასახლე,სადაც კედლების მოხატულობა ამ საოცარ ზღაპარს გიამბობთ.სასახლის საბანკეტო დარბაზში კი უგემრიელესი კერძებით გაგიმასპინძლდებიან.

2f42eabbc4d3

ტ ა ი ფ უ ნ ი.
ტაიფუნი-ესაა გამანადგურებეი ქარიშხალი,რომლის სიჩქარე,ზოგჯერ საათში 119კმ/სთ-ს აღემატება!იგი საკმაოდ ხშირი და დიდი ზიანისმომტანი შემთხვევაა ფლორიდაში.1922 წლის აგვისტოში,ფლორიდას დაატყდა უძლიერესი ტაიფუნი თავს,რომელმაც ზღვასთან 15 მეტრიანი,ტალღები წარმოქმნა!ეს არის დამანგრეველი ძალა,რომელიც ყველაფერს წალეკავს,რაც კი წინ აღუდგება.ამ ამბის შემდეგ ფლორიდის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა საკუთარ საცურაო აუზში,ზვიგენი აღმოაჩინა! :)

9a853d0d4ccf

a814d0cb2beb

და ბოლოს რუბრიკა-იცოდით თუ არა რომ?!

@ფლორიდაში დასასვენებელი პარკები და ტურისტებისათვის გასართობი ბევრად მეტია,ვიდრე მთელს მსოფლიოში ერთად.
@ალიგატორების მოსაშენებლ გატორამას ფერმასთან, სუვენირების მაღაზია არსებობს.აქ 99 ცენტად თქვენ შეგიძლიათ ალიგატორის ფუნა შეიძინოთ…(საზიზღრობაა!)
@ტამპას კონცხთან მდებარე ქალაქ სარასოტაში უკანონოდ ითვლება სიმღელა,თუ ამ დროს საცურაო კოსტუმში ხართ გამოწყობილი!
@ფლორიდაში მოყავთ მსოფლიოს ფორთოხლის მოსავლის ერთი მეოთხედი.

ebfa48afe827

LUKAbarca

my name is Luka.I'm 15 years old.I am from Georgia

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button