არქივი

შაქარი

d850a4a4e0d3

ჩვენი საკმაოდ რთული ცხოვრების დატკბობის ყველაზე ადვილი მეთოდი ფინჯან ჩაიში ჩვეულებრივი შაქრის დამატებაა, რასაც დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა 98% აკეთებს. ხშირად ჩაიში, ან ყავაში შაქარს ისე ვამატებთ, რომ ამ პროდუქტის მავნებლობის შესახებ ფართოდ გავრცელებული. შაქრის მოყვარულებს სულ უფრო ხშირად უწევთ იმაზე დაფიქრება რომელი ტიპის შაქარი აარჩიონ – ყავისფერი, ღია ყავისფერი თუ თეთრი.

1e9604b3e968

როდესაც ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცებმა ფეხი ინდოეთის მიწაზე  დადგეს, ქვეყნის უთვალავ სასწაულს შორის, მათი ყურადღება უცნობმა მყარმა, თეთრმა პროდუქტმა მიიპყრო, რომელსაც სასიამოვნო ტკბილი გემო ჰქონდა. ახალი აღმოჩენით განცვიფრებულმა ჯარისკაცებმა მას სახელიც მოუძებნეს – “ლერწამი, რომელიც ფუტკრის გარეშე იძლევა თაფლს”. ფხვიერი მასის გამო მას ქვიშას ადარებდნენ და ამიტომ ამ პროდუქტს სანსკრიტზე “საკარას” ან “სარკარას” ეძახდნენ. ასე რომ, შაქრის წარმოება ინდოეთში დაიწყო, მოგვიანებით იგი სპარსეთში გამოჩნდა, ხოლო VII საუკუნეში შაქარი უკვე ევროპელებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა, თუმცა თავდაპირველად იშვიათი სიამოვნება გახლდათ. ცნობილია, რომ ინგლისის მეფე ჰენრიხ  III-მ, რომელიც თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად სტუმრების ამ ეგზოტიკური სიახლით გამასპინძლება გადაწყვიტა, ერთი კილოგრამი შაქარი კონტრაბანდული გზით იყიდა და უზარმაზარი თანხაც გადაიხადა. უკვე XVIII საუკუნეში ევროპაში ჩაი, ყავა და შოკოლადი შეიტანეს. ეს ახალი არომატები მაშინდელი ადამიანის ცხორვრებას არნახულ მრავალფეროვნებას მატებდა. იმავე საუკუნეში გერმანელმა მეცნიერმა ანდრეი მარკგრაფმა შაქარი, შაქრის ჭარხლისგან მიიღო. მას შემდეგ ეს პროდუქტი ხელმისაწვდომი გახდა, თუმცა მხოლოდ ჭარხლისა და ლერწმისგან მიიღება და თითოეულ ჯგუფს თავისი დამახასიათებელი სახეობები აქვს.

a494b0e22a2b

ყავისფერ შაქარს მხოლოდ ლერწმისგან იღებენ. ასეთი ტიპის შაქარი მხოლოდ ნაწილობრივ მუშავდება, რის გამოც ნატურალურ ფერსა და ბუნებრივ თვისებებს ინარჩუნებს. შაქარში დარჩენილი ლერწმის უცირესი ნაწილაკებს წყალობით, ადამიანის ორგანიზმი სიცოცლისათვის აუცილებელ უჯრედისს იღებს, რას ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას უშლის ხელს. სწორედ ამის გამო, ყავისფერი შაქარი თეთრზე ბევრად მარგებელია.
ინგლისელები ყავისფერ, მუქ შაქარს ანიჭებენ უპირატესობას. თითქმის შავი ფერის შაქარი გემრიელი და არომატულია. ამ თვისებების გამო, მას უმეტესად საკონდიტრო ნაწარმის დასამზადებლად იყენებენ. თუმცა უფრო მკვეთრი არომატისა და საკმაოდ სპეციფიკური გემოს გამო, ყავისფერ შაქარს ჩაისა და ყავაში დასამატებლად არ ხმარობენ. სამაგიეროდ, მათ დასატკბობად გაწმენდილი, უფრო ღია ყავისფერი, ნაზი არომატის მქონე შაქარი გამოიყენება.

53011e52f0d1

ლერწმის ყავისფერ, შაქარს კიდევ უფრო ამუშავებენ – მას რეცხავენ და ფილტრავენ, რათა შაქარი ლერწმის მცირედი ნაწილაკებისგანაც კი გაიწმინდოს, შემდეგ კი ხელოვნური საღებავების მეშვეობით ათეთრებენ. – სწორედ ამ გზით მიიღება თეთრი, რაფინირებული შაქარი. ასეთი შაქარი ყველა სასარგებლო ნივთიერებისგანაა გაწმენდილი და მასში მხოლოდ ნახშირწყლებიღაა დარჩენილი. ჭარხლის შაქარი მხოლოდ რაფინირებულია და გემოთი არაფრით არ განსხვავდება ლერწმის რაფინირებული შაქრისაგან.
თუმცა ყველაფრის მიუხედავად, შაქრის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. მაშ რა ვქნათ? ამ პრობლემის გადასაჭრელად მეცნიერებმა შაქრის შემცვლელები გამოიგონეს, რომლებიც ნაკლებ კალორიულია. ესენია ფრუქტოზა, ასპარტამი, ციკლომატი, სახარინი, ქსილიტი, თუმცა არც ეს პროდუქტებია ბოლომდე უსაფრთხო.

შაქრის რაციონიდან სრულიად ამოღება არ შეიძლება, საჭიროა, ადამიანმა მისი ზომიერად გამოყენება ისწავლოს

ბევრი ვწერე  :yes:

მსგავსი ამბები

Back to top button