რეკორდებისაკითხავიუცნაური

სტიგ სევერინსენი – თანამედროვე ადამიანი-ამფიბია

2010 წელს დანიელი სტიგ სევერინსენი (Stig Severinsen) ჩახტა ზვიგენებით სავსე აუზში, წყლის ქვეშ 20 წუთი და 10 წამი გაჩერდა და დაამხო გინესის რეკორდი. 2 წლის შემდეგ სტიგმა მოახერხა საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება 2 წუთით (ანუ წყალქვეშ 22 წუთი დაჰყო). თუ კი ადამიანი-ამფიბია ნამდვილად არსებობს, მაშინ ეს სტიგია. ესეთი შესაძლებლობით მას თავისუფლად შეეძლო მიეღო მონაწილეობა წყალქვეშა ტურნირში “ბუშტების გამოშვება” და უდაოდ გაიმარჯვებდა კიდეც.

როგორ შეძლო ჩვეულებრივმა ადამიანმა წყლის ქვეშ 22 წუთის გაძლება?

დავიწყოთ იქიდან, რომ სტიგ სევერინსენმა მიიღო დოქტორის წოდება მედეცინის დარგში და მაგისტრი ბიოლოგიაში, ამის შემდეგ იგი ძალიან კარგად იცნობდა ადამიანის ორგანიზმს. იგი ერთერთი იმათთაგანია, ვინებიც იღებდნენ მონაწილეობას ყველაზე საშიშ და სახიფათო შეჯიბრებებში. მაგალითად: სწორედ სტიგმა მოახერხა რეკორდის დამყარება ყველაზე დაბალ ტემპერატურიან წყალში ცურვაში. იგი იმყოფებოდა ფსკერიდან 70 მეტრი გაყინულ წყალში, ისე რომ არცერთხელ არ ამოუსუნთქია.

ეს გამოცდილება იყო ნამდვილად სახიფათო იმიტომ, რომ სტიგს ორი ვარიანტი ჰქონდა: ან მომკვდარიყო ჰაერის უკმარისობისგან ან გაეცურა 70 მეტრი და ამოესუნთქა. და მან შეძლო! 72 მეტრიანი ბარიაერი 96 წამში დაიფარა! გასაკვირია, მაგრამ ამ სახიფათო გზის შემდეგ სტიგი არ გაქცეულა თბილი ტანსაცმლის მოსაძებნად ან ცხელი ჩაისთვის! სანამ წყლიდან ამოვიდოდა მან დაიწყო ფოტოგრაფებისთვის პოზიორობა და ყველას დიდ მადლობას უხდიდა მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის.

ამ ყველაფრის შემდეგ ყველას ეჩვენებოდა, რომ წყლის ქვეშ სუნთქვის შეკავება ძალიან მარტივი იყო ბავშვისთვისაც კი! მაგრამ სტიგმა აქაც მოინდომა დაემტკიცებინა რომ მას არ(ვერ) ჰყავდა კონკურენტი და ვერავინ ვერ გაუტოლდებოდა მას. 22 წუთიანი რეკორდის შემდეგ ბარონი სევერინსენმა გაგვიზიარა თავისი წარმატების საიდუმლო: რათა ორგანიზმა მოითხოვოს ნაკლები ჟანგბადი, აუცილებელია, რომ დაეცეს გულის ცემა 30-მდე წუთში. ამისთვის აუცილებელია რომ ბასეინის წყლის გრადუსული ზომა უტოლდებოდეს 30-ს. ვარჯიშის დროს სტიგთან ერთად იმყოფებოდა მისი ძმა, რომელიც აკონტროლებდა პულსს, წნევას და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვამ მაჩვენებლებს.

ბევრი მას სუპერ-ადამიანს ეძახის, ან ადამიან-ამფიბიას. სტიგმა განაცხადა, რომ იგი თავის ყველაზე დიდ ტალანტად მიიჩნევს იმას, რომ იცის და შეუძლია ბოლო წამამდე იბრძოლოს ყოველგვარი ტკივილის მიუხედავად!

Tranced

Tranced

მსგავსი ამბები

Close
Close