არქივი

სატანის წიგნაკი

devil
ალბათ ერთხელ მაინც თითეოულ თქვენგანს გსმენიათ სატანის წიგნის შესახებ, მაგრამ თუ რა წერია შიგ და რა საიდუმლოებსბს და ისტორიებს ატარებს ის თქვენთვის უცნობია, მინდა გიამბოდ ერთი ბიჭის შესახებ, რომელიც დაინტერესდა ამ წიგნით და გადაწყვიტა მისი მაგიურობის ახსნა და შეთვისება.
1993 წელი, ნორვეგიის ერთი ლამაზი სოფელი ვილსლოვი , ეს ადგილი გამოირჩეოდა მისი სიმშვიდით , ლამაზი ბუნებითა და მეტად განსხვავებული საზოგადოებით. ჩვენი პიტერიც ამ სოფლის მკვიდრი იყო, ის ერთი უბრალო ბიჭი გახლდათ , რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისა და ამავდროულად მცირედი სამუშაოს კეთების მეტი არაფერი უნახავს, მას არ ქონდა არავისთან კარგი დამოკიდებულება, მუდმივად იყო სტრესში და ყველანაირად ცდილობდა საზოგადოებისგან გამორიყულიყო და საკუთარი ილუზიების სამყარო შეექმნა რაც გამოდიოდა კიდეც, რადგან სოფელში თუ ვინმეს მის სახელს კითხავდი , ვერავინ გიპასუხებდათ , რადგან თითქმის არავინ იცნობდა მას. ერთ დღესაც პიტერს  მობეზრდება იმ გამოგონილ სამყაროში ცხოვრება, რომელსაც ის ამ წლების მანძილზე აშენებდა და გადაწყვეტს , ეზიაროს რაიმე უჩვეულოს , ახალს და ისეთს , რომელიც მის ცხოვრებას შემატებს ინტერეს და მრავალფეროვნებას. როგორც ვიცით პიტერი გახსნილი საზოგადოებასთან არასდროს ყოფილა და არც ის წარმოადგენა მისთვის ოცნებას , რომ ხალხში გამოსულიყო გაცნობოდა მათ და უფრო შესამჩნევი გამხადრიყო სხვათათვის, არა მან დაიწყო ეძია ისეთი გზა, რომელსაც მხოლოდ ის გავყებოდა, მხოლოდ ის შეიგრძნობდა და განიცდიდა , ოღონდ საზოგადოებისგან მალულად, ამ ფიქრში იმყოფებოდა ბიჭი , როდესაც კარებზე გაისმა ძლიერი ბრახუნი, პიტერს ასე ჯერ არაფერი გაკვირვებია, რადგან მის კარზე ეს პირველი დაკაკუნება იყო მას შემდეგ, რაც მისი მშობლები დაიხოცნენ. ბიჭი შეკრთა , გაუკვირდა არ იცოდა ამ დროს რას შვებოდნენ მხოლოდ , ამიტომაც მიჰყვა ინსტიტებს გაიქცა კარებისაკენ და დაბლიდან გაიხედა, რათა დაენახა ვინ იყო , მაგრამ სამწუხაროდ არავინ არ ჩანდა, პიტერმაც აღარ მიაქცია ყურადღება დაბრუნდა ოთახში და განაგრძო ახალი გზების ძიება, მისი ცხოვრების შესაცვლელად. ფიქრმა მთელ ღამეს გასტანა, თითქოსდა ახალი დაღამებული იყო ბიჭისთვის და უკვე მზე ამოსულიყო , პიტერმაც არ დააყოვნა ჩაალაგა ჩანთა და გაემართა სამსახურისკენ, მაგრამ რას წარმოიდგნენდა იმას , რომ ეს დილა იქნებოდა მისი ცხოვრების შეცვლის მიზეზი. გააღო ბიჭმა კარები  , მაგრამ წინ დაინახა ისეთი უჩვეულო რამ რაც ოდესმე მას არასოდეს ენახა, ეს იყო საჩუქარი, ბიჭი შეკრთა ამის დანახვაზე, მისთვის ზედმეტად ბევრი აღმოჩნდა ეს ორი ახალი რამ, პირველი კაკუნი კარზე და პირველი საჩქარი მის კარებთან, პიტერს თითქოსდა გული უგრძნობდა , რომ ეს იყო სწორედ ის რაც მას სჭირდებოდა, ამიტომაც არ დააყოვნა აიღო ხელში ყუთი შევიდა სახლში ჩაკეტა კარები და მოუთმენლად დაიწყო ყუთის დათვალიერება, მაგრამ კოლოფის გარეთა მხარე ძალიან უბრალო და უხეში იყო, თითქოსდა მასში საჩუქარი შემთხვევით ჩადესო, პიტერმაც გახსნა ყუთი და ხედავს მეტად უცნაურ რამეს , ეს არის წიგნი, მაგრამ უცნაურობა არა მის წიგნობაშ არამედ მის სათაურშია , ეს გახლდათ **სატანის წიგნაკი**  ბიჭი შეშფოთდა , გაუკვირდა არ იცოდა რა ექნა, ის არც რელიგიური იყო რათა შეშინებოდა მსგავსი წარწერის და არც პოპულალური იმისთვის , რომ ვინმეს მისი შეშნება დომებოდა, პიტერიც ადგა და წიგნი საწოლ ოთახში დადო , იმ მიზნით , რომ სამსახურიდან მოსვლის შემდეგ მას წაიკითხავდა, დადო წიგნი და სწრაფი ნაბიჯით წავიდა სამსახურში, მთელი სამუშაო საათები ვერ ისვენებდა ბიჭი, რაღაც სახლისკენ და იმ წიგნისკენ იზიდავდა, გულს ვერ უდებდა სამუშაოს და ფორიაქობდა, ისედაც სხვებისგან განსხვავებული და უცნაური ბიჭი უფრო შეიცვალა ადამიანთა თვალში, მას უკვე გიჟადაც კი თვლიდნენ, მაგრამ ეს არ იყო პიტერისთვის მთავარი, მას მხოლოდ ის სურდა სახლში მალე მისულიყო და ნაჩუქარი წიგნი წაეკითხა. გაწელილი საათების შემდგომ დასრულდა სამუშაო და პიტერიც სწრაფი ნაბიჯებით გაემართა სახლისკენ, უცბად გააღო კარები ავარდა ოთხაშ, ჩაკეტა ოთახის კარი , დააბნელა ოთახი , თითქოსდა ის ამ ყველაფერს თავისი ნებით არ აკეთებდა , ბიჭი ოთახს ისე წყვიტავდა გარესამყაროს თითქოს მას ეს არ უნდოდა მაგრამ მაინც აკეთებდა, როდესაც დაასრულა ოთახის მთლიანი დალუქვა , მიებჯინა ლოგინს აიღო წიგნი და გადაშალა , გახსის თანავე მასში გაიღვიწა მესამე გრძნობამ, ისიც ვერ ათვითცნობიერებდა თუ რა იყო ეს , მაგრამ აშკარად პიტერში რაღაც შევიდა , წიგნის პირველივე ყდა იწყებოდა შემდეგი სიტყვებით ** თუ შენ დგამ ნაბიჯს წაკითხვისას,შენ ეზიარები და ხდები სატანის შვილი ** ნაწერი მისთვის გაურებარი იეროგლიფებით ეწერა , მაგრამ ის მას კითხულობდა , დაუჯერებელია მაგრამ ენა , რომელიც მან პირველად დაინახა წაიკითხა და მისი შინაარსიც გაიგო კიდეც, პიტერი ხვდებოდა , რომ ეს დასაწყისი იყო სასწაულისა რაც მას წინ ელოდა, ბიჭი გამალებით აგრძელებდა კითხვას , ვერ ჩერდებოდა უნდოდა მოწყდომოდა წიგნის კლანჭებს მაგრამ ვერა , ვერ ეშვებოდა , თითქოსდა წიგნმა ის შეისრუტა და მოაჯადოვა. წიგნიდან ამოკითხული ყოველი ფრაზა ეძღვნებოდა სატანის დიდებასა და იმის ფიცს , რომ ამის მკითხველი წაკითხვიდან სულის არსებობამდე სატანის სატანის მორჩილი იქნებოდა, პიტერი ასე არ ფიქრობდა, მას არ სურდა ვინმეს დამორჩილეობდა , მითუმეტეს სატანს, მაგრამ ვერაფერს შრვებოდა , პირი თავისით მოძრაობდა , ხელები თავისით ფურცლავდა გვერდებს, წიგნი იზრდებოდა და იზრდებოდა ხოლო სატანის ხოტბა არ წყდებოდა.
დასრულდა წიგნი , თითქოს დასასრულმა არა მარტო პიტერი არამედ მთელი სოფელი შეცვლა, იმ დღიდან სოფელში გავრცელდა დაავადებები, განადგურდა ის ლამაზი ბუნება , რომელიც ასე ამშვენებდა ამ ადგილს , ხალხი კრთოდა და ყველაფერს გვალვას აბრალებდნენ, მაგრამ ეს ასე არ იყო, ამის მიზეზი ის ბიჭი აღმოჩნდა , რომელმაც გადაწყვიტა ცხოვრება ბოროტების ხარჯზე შეეცვალა , იმ ღამიდან პიტერი სრულად გარდაიქმნა, მისი სხეული თითქოს და დამახინჯდა , მისი სახე თითქოს აორთქლდა ხოლო მისი სული ეშმაკმა შთანთქა , ბიჭი დაიდოდა ქალაქში , ხოლო მისი შეხედვა ყველას ეშინოდა , თითქოს ზოგჯერ პიტერის   სული გამოღწევას ახერხებდა ეშმაკის სამფლობელოდან  და უეცრად მივარდებოდა ხალხთან და მისი სულისთვის ლოცვას სთხოვდა , მაგრამ უშედეგოდ , მას არვინ იცნობდა ხოლო მისი დამახინჯებული სხეულის შეხედვას ახლა უკვე ყველა ერიდებოდა , როგორც ქალაქის მკვიდრნი ამბობენ , პიტერის სახლიდან ყოველღამით საშინელი კვნესა და ვაება ისმოდა , თითქოს ბიჭი ტიროდა და შველას ითხოვდა. ერთ დღესაც პიტერი ერთმა მღვდელმა ნახა, რომელიც მიხვედრილიყო ბიჭის გაჭირვებას, მოუსმინა მას და გაიგო მიზეზი მისი გადაგვარებისა, როდესაც ბერმა მოისმინა სიტყვები **სატანის წიგნაკი , კარზე უცხო პიროვნებამ დამიტოვა და გაქრა **  მიხვდა , თუ რაშიც იყო საქმე , რადგან მსგავსი ისტორია ადრეც მომხდარიყო , ხოლო ეს წიგნი არა ადამიანს არამედ იმ ბოროტ სულს , დაუდევს , რომელსაც ეს ქალაქი დაუწყევლია, ეს სული ამ ქალაქის მკვდირი ყოფილა , რომელიც სიკვდილით დაუსჯია ადგილობრივებს იმის გამო , რომ ის რიტუალების ჩატარების დროს, სატანას ბავშვებს სწირავდა მსხვერპლად, ხოლო ამ ჯადოქრის მოკვლის დროს მას ეს ქალაქი და მისი ყოველი მკვიდრი დაუწყევლია, ხოლო მსგავსი წიგნის წაკითხვებინება უმწეო და სულიერად დაჩაგრული ადამიანისთვის უდიდესი გამარჯვება იყო , რაც მან და ბოროტებამ მოახერხა.  მოძღვარმა პიტერს ურჩია , რომ წასულიყო და ეკლესიაში გადმობარგებულიყო იქამდე , სანამ მის სულს გაწმენდნენ, მართლაც წავიდა პიტერი ჩაალაგა ტანსაცმელი და გაეშურა ეკლესიისაკენ, მაგრამ ის იმ დღეს იქ არ მისულა , ხოლო მეორე დღეს ის ეკლესიის კიბესთან კვდარი ნახეს.
როგორც მაცხოვრებლები ამბობენ, მათ ქალაქში დღესაც ისმიც ის გაუსაძლისი კივილის და დახმარების თხოვნის ხმა , რომელსაც პიტერი სთხოვდა ხალხს , მაგრამ მას არავინ დაეხმარა და მისი სული სამუდამო ტანჯისთვის გაიმეტეს.

შექმნილია სპეციალურად ucnauri.com ისთვის.

fridrix

რიგითი პიროვნება, რომლის მთავარ მიზნად შეილება დაისახოს იმ ისტორიებსი გადმოცემა, რომლებიც ამ ხნის მანძილზე დააგროვა და მზადაა ხალხის ინტერესის ობიექტად გამხადოს ისინი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button