მინიმალისტური დიზაინის იაპონური სახლი
ეს უცნაური კერძო სახლი მდებარეობს იაპონიის ქალაქ Urayasu-ის Chiba პრეფექტურაში. უჩვეულო სახლის სახელწოდებაა «Flow» – (დინება, ნაკადი). სახლში ცხოვრობს ოჯახის ორი თაობა, რომლის წევრები უპირატესობას ანიჭებენ მინიმალისტურ დიზაინს. მინიმალისტური დიზაინი მარტივი გაომეტრიული ფორმისაა და გამოყენებულია ნეიტრალური ფერები; დიზაინერებმა კონცენტრაცია გააკეთეს მხოლოდ თვით პროექტზე და მის განლაგებაზე სივრცეში…
სახლის პროექტი შეიმუშავა იაპონურმა სტუდიამ „Apollo Architects“.
პირველ სართულზე – საძინებელი და ვიწრო შიდა ეზოა კედელის გასწვრივ.
ხოლო ტერასზე არის კიბე, რომელიც გადის პატარა ბაღში- სახურავზე.
მეორე სართულზე – ღია სივრცეა, სადაც განლაგებულია სამზარეულო, მისაღები და სასადილო ოთახი.
ირიბი, დახრილი ბალდახინი მეორე სართულზე ქმნის ტერასს და უზრუნველყოფს დღის სინათლის შეღწევას ოთახებში.