არქივი

კაცი ჰიტლერის ზურგს უკან.

3691190718de

ფიურერის ჩრდილი!მარტინ ბორმანი,რომელიც ისტორიაში შევიდა(1900-1945 წწ.)
მარტინ ბორმანი ფოსტის წვრილი მოხელის ოჯახში დაიბადა.მამა სამი წლისას გარდაეცვალა დედა მეორედ გათხოვდა ბანკის დირექტორზე.ბორმანს მამინაცვალთან ურთიერთობები ვერ აეწყო.

– შემდგომში ბორმანი ჯარში გაიწვიეს,მაგრამ გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და ისიც შინ დაბრუნდა.გერმანიის მარცხმა და მამინაცვალთან კომფლიქტმა მასზე უდიდესი გავლენა მოახდინა.
– ბორმანი ყველანაირად ცდილობდა საზოგადოებაში ფეხის მოკიდებას.ჯერ ექსტერნად ჩააბარა და სიმწიფის ატესტატი აიღო.უნივერსიტეტში კი უსახსრობის გამო ვერ შევიდა.შემდგომში ე.წ გერმანიის სახალხო პარტიის წევრი გახდა. ხშირად ვაჭრობდა შავ ბაზარზე.მალე რუდოლფ ჰენსის ყურადღება მიიპყრო. სწორედ ჰენსმა გააცნო იგი ჰიტლერს.ბორმანი 1926 წელს ნაცისტური გერმანიის წევრი გახდა და ყველაფერს აკეთებდა პარტიისთვის,როდესაც ჰიტლერი ბორმანს პირველად შეხვდა იგი ძალიან მოეწონა:
– პატივმოყვარეა,მაგრამ ჭკვიანი არ არის განუცხადა ჰიტლერმა ჰესს ამასთან ერთად კეთილსინდისიერი და პედანტურია.როდესაც ნაცისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ (1933 წ.) ჰიტლერმა ბორმანს რაიხსკანცელარია ჩააბარა.ბორმანმა საკუთარი მაოვალეობები ასე განსაზღვრა:1 ჰიტლერის პირადი საქმეების მოგვარება 2.ფიურერისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება 3.ჰიტლერის ყველა საერთაშორისო მოლაპარააკებაში აქტიური მონაწილეობა.
ბორმანი ჰიტლერის ხასიათსაც უმალ ჩაწვდა.ჰიტლერი ფანატიკოსი გახლდათ და ვერანაირ შეკამათებას ვერ იტანდა.ბორმანიც არასოდეს ეკამათებოდა, პირიქით,მუდამ იმას ეუბნებოდა,რისი მოსმენაც ფიურერს მისგან სურდა.ჰიტლერმა ზუსტად განსაზღვრა,რომ ბორმანი მისი კონკურენტი ვერასოდეს გახდებოდა და დიდი უფლებები მიანიჭა.ფიურერს ბორმანის დახმარებით შეეძლო მათი მოშორება ვისიც ეშინოდა.ჰიტლერის გავლენა და კარგი დამოკიდებულება ბორმანის მიმართ დღითიდღე იზრდებოდა.რაიხსტაილერს თავისი ხალხი ყველგან ჰყავდა.მასზე მუშაობდა გესტაფოს შეფი ჰანრიხ მიულერი,რომელიც ამ თანამდებობაზე ბორმანის წყალობით დაინიშნა.ბევრს ეს არ მოსწონდა და მიულერის დაპატიმრება მოინდომა,მაგრამ ბორმანმა ჰიტლერს ისე მიაწოდა ინფორმაცია,რომ მიულერი დახვრეტას გადარჩა. მან ერთ-ერთი გამოსვლისას განაცხადა ჩვენ გვჭირდება პროფესიონალები! ხოლო შემდგომში გესტაპოს მუშაობა ჰიტლერს ძალიან მოსწონდა და შექებას არ აკლებდა ბოარმანს და მიულერს.ბორმანის გავლენა ფიურერზე განსაკუთრებით ომის ბოლო წლებში გაიზარდა. გერმანიის მარცხი გარდაუვალი იყო. ბევრმა დიდმოხელემ ქვეყანას უღალატა და ორმაგი თამაში წამოიწყო. ბორმანი კი კვლავინდებურად რჩებოდა ფიურერის და თავისი სამუშაოს ერთგული.1945 წლისთვის ყველა მნიშვნელოვანი ცნობა,რომელაიც ჰიტლერისთვის უნდა მიეწოდებინათ ჯერ ბორმანის ხელში გადადიოდა. ის წყვეტდა რა უნდა მიეღო ბელადს და რა არა…
ბორმანის ასეთი სიახლოვე ჰიტლერთან ბევრს არ მოსწონდა გერმანიაში და ათას ბრალდებას უყენებდნენ.რაიხკანცლერს აბრალიდნენ თითქოსდა რუსეთის ჯაშუში იყო და ორმაგ თამაშს ეწეოდა,მაგრამ საბოლოოდ ვერაფერი დაუმტკიცეს.
დღეს დანამდვილებით დადგენილია ის,რომ ბორმანი უკანასკნელ წუთებამდე ჰიტლერთან იმყოფებოდა ბუკერში.გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ ბევრი დიდმოხელე საერთაშორისო ტრიბუნალზე წარსდგა ბორმანი კი უკვალოდ გაქრა.რუსი ისტორიკოსები ამტკიცებენ,რომ ის სტალინის ბრძანებით გადაარჩინეს სიცოცხლე კი რუსეთში დაასრულა.1991 წელს გაზეთ ”ნედელიაში” რუსი მზვერავი ჩისტიაკოვი წერდა,რომ ბორმანი ალმოდებული კანცელარიიდან სწორედ მან გამოიყვანა. ბორმანი გადავარჩინეთ,რადგან ის ჩვენთვის მუშაობდა და ფასდაუდებელი სამსახური გაგვიწია ამტკიცებდა ჩეკისტი.ეს მტკნარი სიცრუეა! ასეთი იყო დღემდე ოფიციალური მოსკოვის პოზიცია,მაგრამ მას ბევრი არ ეთანხმება.

წყარო : zogadi-istoria.blogspot.com

zura maisuradze

ვარ 19 წლის მეორე კურსის სტუდენტი.მომავალი ისტორიკოსი,ვარ შრომის მოყვარე მიზანდასახული ახალგაზრდა

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button