საკითხავისურათებიუცნაური

ცნობილი მსახიობების შვილების ტრაგიკული ბედი

image

ერთი შეხედვით გვეჩვენება, რომ ვარსკვლავებს ყველაფერი აქვთ-სახელი, სიმდიდრე, წარმატება… მაგრამ ცხოვრება მკაცრია მათთვისაც კი და ხანდახან სასტიკ გამოცდას უწყობს ცნობილ ადამიანებს, ისევე როგორც უბრალო მოკვდავებს. ცნობილების ოჯახებში ძალიან ხშირად ხდება უბედური შემთხვევები, თითქოსდა ბედისწერა ფეხდაფეხ მისდევს მათ. მოდით, ერთად გავიხსენოთ ცნობილი ადამიანების შვილები, რომლებსაც ტრაგიკული ბედი ხვდათ წილად.

 

სეიჯ სტალონე, სილვესტერ სტალონეს შვილი

image

 

სეიჯ სტალონე დაიბადა 1974 წელს და ის იყო ცნობილი მსახიობის სილვესტერ სტალონესა და ნაკლებად ცნობილი მსახიობისა და სცენარისტის საშა ზაკის შვილი. სეიჯი იყო სახელგანთქმული მსახიობის 5 შვილიდან ყველაზე უფროსი. მას მამისაგან კინოგენიური გარეგნობა დაჰყვა: ყმაწვილი საოცრად ლამაზი იყო. ბიჭი მამის კვალს გაჰყვა და ცხოვრება კინოს დაუკავშირა. 14-დან 24 წლის ასაკამდე სეიჯმა მოასწრო 11-მდე ფილმში გადაღება. ეს უდაოდ ნიჭიერი ახალგაზრდა მხოლოდ მსახიობობით როდი იყო დაკავებული: ის იყი სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი და კომპოზიტორიც კი რამოდენიმე ფილმისა.

 

image

 

2012 წლის 13 ივლისს სეიჯ სტალონე მკვდარი იპოვეს თავის სახლში. ოფიციალური ვერსიით, 36 წლის ახალგაზრდა გულის შეტევით გარდაიცვალა, მაგრამ მოარული ხმების მიხედვით გვამთან ახლოს იპოვეს წამლის ნარჩენები. თუმცა სეიჯის ახლობლებისა და მეგობრების განცხადებით, მას არ ჰქონდა სუიციდური მიდრეკილებები და არც მიზეზი თავის მოსაკლავად. სეიჯი დანიშნული იყო და სულ მალე დაქორწინებას აპირებდა.

“ეს ტრაგედია მთელი ცხოვრების მანძილზე გაგვყვება…ის ჩემი პირველი შვილი იყო და ჩემთვის სამყაროს ცენტრს წარმოადგენდა”, -მწუხარებით აღნიშნავდა სილვესტერ სტალონე.

 

ჯეტ ტრავოლტა, ჯონ ტრავოლტას შვილი

image

ცნობილი მსახიობი ჯონ ტრავოლტა მეტად მზრუნველი და მოსიყვარულე მამა იყო, მაგრამ ამანაც კი ვერ გადაარჩინა მისი 16 წლის ვაჟი უბედურებას. ჯეტი მძიმე თანდაყოლილი დაავადებით დაიბადა, კერძოდ, კავასაკის სინდრომით, რომელიც იწვევს სისხლძარღვების პათოლოგიას. ის აგრეთვე იტანჯებოდა აუტიზმით. ჯერ კიდევ ბავშვობაში ბიჭმა გადაიტანა გულის რამოდენიმე შეტევა და სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. ჯონი და მისი მეუღლე კელი პრესტონი დღე და ღამე ზრუნავდნენ ვაჟზე, თუმცა ეს მზრუნველობა საკმაოდ უცნაური ფორმით იყო გამოვლენილი. ტრავოლტა და მისი მეუღლე მიეკუთვნებოდნენ საიენტოლოგების ეკლესიას, რომელთაც საკმაოდ თავისებური შეხედულება აქვთ ტრადიციულ მედიცინაზე.

 

image

 

ჯეტის სიკვდილის შემდეგ გაჟონა ინფორმაციამ, რომ დედ-მამა ჯეტს ექიმების რეცეპტებით გამოწერილი წამლებით კი არ მკურნალობდა, არამედ იმ პროგრამის მიხედვით, რომელიც შემუშავებული იყო მათ რელიგიურ ცენტრში.

2009 წლის იანვრის დასაწყიშში 16 წლის ჯეტი იპოვეს უგძნობ მდგომარეობაში სააბაზანო ოთახში. მისმა მომვლელმა მაშინათვე დაურეკა მშობლებს და გამოიძახა სასწრაფო. ექიმებმა სცადეს ბიჭის რეამინირება, მაგრამ მათი ცდა უშედეგო აღმოჩნდა. არავინ არ იცის ზუსტად, თუ რა მოხდა იმ დილით. ჯეტის სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად ითვლება ტვინში სისხლის ჩაქცევა, გამოწვეული ძირს დაცემით.

 

ბრიუს ლი და მისი შვილი ბრენდონ ლი

image

 

მსახიობი და საბრძოლო ხელოვნებათა ოსტატი ბრიუს ლი პოპულარობის ზენიტში მოხვდა 1970-იანი წლებიდან. სამწუხაროდ, მსახიობი დაიღუპა დიდების მწვერვალზე ყოფნის დროს. მისი სიკვდილის გარემოებები დღემდე ბურუსითაა მოცული. ოფიციალური ვერსიით, მსახიობმა მიიღო თავის ტკივილის წამალი, რომელმაც ტვინში სისხლის ჩაქცევა გამოიწვია. დიდხანს დადიოდა ხმები იმის შესახებ, რომ ბრიუსი მოწამლა მისმა კონკურენტმა. ვარსკვლავის სიკვდილის მომენტში მისი შვილი ბრენდონი სულ რაღაც 8 წლის იყო. შვილმა მამის გზა აირჩია და მსახიობი და საბრძოლო ხელოვნებათა ოსტატი გახდა. რამოდენიმე წარუმატებელი ფილმის შემდეგ ბრენდონს, როგორც იქნა, წარმატება ეწვია, მაგრამ მათ ოჯახს თითქოსდა თან სდევდა ბედისწერა: ფილმის “ყვავი” გადაღების დროს ბრენდონი სასიკვდილოდ დაიჭრა მუცელში. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრში, მაგრამ ხუთსაათიანმა ოპერაციამ შედეგი არ გამოიღო: ბრენდონი 28 წლის ასაკში გარდაცვალა. ის მამის გვერდით, სიეტლის სასაფლაოზე დაკრძალეს.

 

image

 

არსებობდა ჭორი იმის შესახებ, რომ ბრენდონის სიკვდილი დაემთხვა მის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ მან იცოდა, თუ ვინ იყო მამამისი მკვლელი და შურისძიებას აპირებდა მასზე. ამ განცხადების გაკეთებიდან ძალიან მალე მოხდა ეს უბედური შემთხვევა, რამაც ახლაგაზრდა კაცი იმსხვერპლა.

 

გიიომ დეპარდიე, ჟერარ დეპარდიეს შვილ

 

image

 

მსგავსი ტრაგედია ეწვია ჟერარ დეპარდიეს და მისი მეუღლის, ელიზაბეტის ოჯახსაც. მათი შვილი, გიიომ დეპარდიე, 38 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გიიომ დეპარდიე 1971 წელს დაიბადა. მშობლები მთლიანად ჩაფლულნი იყვნენ კინოსა და თეატრის სამყაროში და შვილს მეტად მცირე ყურადღებას უთმობდნენ. გიიომს ადრეულ ასაკშივე დაეწყო პრობლემები კანონთან – ის აცდენდა სკოლას, დაიწყო სმა და ნარკოტიკების მიღება, რამოდენიმეჯერმე მოხვდა პოლიციაში ქურდობისა და ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო. მოგვიანებით ჟერარ დეპარდიე აღიარებდა, რომ ვერ შეძლო შვილის მოთოკვა: გიიომი მას მეტად ახალგაზრდას ეყოლა და ის არ იყო მზად მამობისათვის. უმცროსმა დეპარდიემ გადაწყვიტა მშობლების კვალს გაჰყოლოდა და მსახიობობა სცადა. ის 30-ზე მეტ ფილმში გადაიღეს, რომელთაგან აღსანიშნავია სერიალი “გრაფი მონტე კრისტო”, სადაც ის მამასთან ერთადაა გადაღებული. მაგრამ გიიომს მთელი სიცოცხლე მამის ჩრდილში ყოფნა ეწერა-ის ვერასოდეს მოიხვეჭდა ისეთ სახელს, როგორიც ჰქონდა ჟერარს.

ახალგაზრდა კაცს ძალიან უყვარდა რისკი, სისწრაფე და ხშირად მართავდა მოტოციკლს გადაჭარბებული სიჩქარით. 1995 წელს მას მოუხდა ავარია, რის შედეგადაც დაიზიანა მუხლი. მიუხედავად მკურნალობისა, ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ტკივილი სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა. ექიმები გიოომს ურჩევდნენ ფეხის ამპუტაცია გაეკეთებინა, მაგრამ ის სასტიკ უარზე იყო. მხოლოდ რვაწლიანი ტანჯვის შემდეგ დასთანხმდა გიიომი ფეხის ამპუტაციას და პროთეზის გაკეთებას, რამაც საშუალება მისცა მას კინოში დაბრუნებულიყო. 2008 წლის 11 ოქტომბერს, გადაღებების დროს ახალგაზრდა კაცი შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც დაუდგინდა მძიმე პნევმონიის დიაგნოზი, რომელიც გართულებული იყო შაქრიანი დიაბეტით. ორი დღის შემდეგ გიიომ დეპარდიე გარდაიცვალა: მისმა დასუსტებულმა ორგანიზმმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია ვირუსს, რომელიც ორგანიზმში განვითარდა ელვისებური პნევმონიის გამო.

 

წყარო : intermedia.ge

თეგები
Close
Close