საკითხავისურათებიუცნაური

ჩაცმულობა, კოსმეტიკა და ვარცხნილობა ძველ ეგვიპტეში

ეგვიპტელისთვის გარეგნობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.მისი ტანსაცმელი მსუბუქი,ჰაეროვანი და ცხელი კლიმატისთვის შესაფერისი ტილოსგან იყო შეკერილი.მამაკაცებს მოკლე ქვედაკაბები ეცვათ,ქალები კი ტილოს გრძელ კაბებს ატარებდნენ.მოგვიანებით პოპულარული გახდა ტანზე მჭიდროდ მომჯდარი, ნაკეცებიანი კაბები.კაცებიცა და ქალებიც პარიკებს კოსმეტიკას და სამკაულებს ხმარობდნენ.ისევე, როგორც მრავალ სხვა ქვეანაში,ჩაცმულობასა და გარეგნობას ეგვიპტეშიც ადამიანის სტატუსის საჩვენებლად იყენებდნენ


კოსმეტიკა

კოსმეტიკას სხვადასხვა მინერალებისგან ამზადებდნენ და ქალებიცა და კაცებიც იყენებდნენ.თვალის შავ ფხვნილს გალენიტისგან აკეთებდნენ,მწვანე ფხვნილს-მალაქიტისგან,ტუჩების შესაღებად წითელ მასას-რკინის ჟანგისგან,ხოლო ლოყების შესაფერადებელ ფხვნილს-ჟანგმიწისგან.თვალის კოსმეტიკა შესაძლოა,თვალს,მზის სინათლისაგან იცავდა.ეგვიპტელები თმას ინით იღებავდნენ რომელსაც ქალები დღესაც ხმარობენ.

 

ვარცხნილობა

ეგვიპტელი ქალები და კაცები გულმოდგინედ ზრუნავდნენ თმაზე-იბანდნენ,ივარცხნიდნენ და ზედ სუნამოს იპკურებდნენ.მდიდარი ეგვიპტელები სხვადასხვა ვარცხნილობას იკეთებდნენ.მშრომელი მამაკაცების დიდი ნაწილი მოკლე თმას ატარებდა.პოპულარობით სარგებლობდა პარიკები-მოკლე პარიკები მამაკაცებისთვის და შედარებით გრძელი და გაცილებით დახვეწილი ქალებისთვის.ჩვეულებრივ,ეგვიპტელები სხეულზე თმას იცილებდნენ როგორც სისუფთავის,ისე სილამაზისთვის.


loading...

vendetta

me var studenti miyvars saintereso da shemecnebiti gadacemebis yureba

მსგავსი ამბები

Close
Close