არქივი

ქართული ოთხთავის მინიატურები

fe5e09950860
შუასაუკუნეების ქართული ხელნაწერი წიგნები მდიდრულადაა შემკული ორნამენტებით და მინიატურებით: კამარები, ცალკეული გამოსახულებანი, თავსამკაულები, სიუჟეტური კომპოზიციები, საზედაო ასოები,რომლებიც გვეხმარება სახარების ცალკეული თავების უკეთ აღქმასა თუ გაგებაში.
რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ყველა ორნამენტისა და მინიატურის შესრულების ხარისხი და ტექნიკა ერთნაირი იყო, მაგრამ ის დროთა განმავლობაში იხვეწებოდა და მიაღწია კიდეც სრულყოფილებამდე.

ხანმეტი ლექციონარი
6e5f06ae0185
სინას მრავალთავი
14a1d964b761
მხატვრული მორთულობის შესაბამისობა ოთხთავის სტრუქტურასთან უპირველეს ყოვლისა აღინიშნა სახარების ოთხი თავის ერთამნეთისაგან გამიჯვნით:

ოთხთავის ცალკეული თავი იწყება ახალი ფურცლიდან

თითეული თავის დასაწყისი გამოყოფილია სინგურით შესრულებული სათაურით.

დაერთვის მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს გამოსახულება.

de4534bcd9e1
თავფურცელი ჯვრის გამოსახულებით, კამარები და მინიატურები მახარობლის გამოსახულებასთან შემხვედრ ფურცელზეა შეთავსებული.

94ecb0c817d2
საზედაო ასოები
2d505c37e735

კამარა: სვეტებზე დაყრდნობილი ნალისებრი ფორმის ორნამენტული თარები

f19af42c88a4

გელათის ოთხთავი

სახელწოდება „გელათის ოთხთავი“ _ პირობითია. იგი ბოლოდროინდელი შენახულობის ადგილის მიხედვითაა მინიჭებული.
სამწუხაროდ, ხელნაწერს არ გააჩნია არც ერთი ანდერძ მინაწერი გადაწერის ადგილის, დამკვეთის, გადამწერის, მოხატულობისა თუ დათარიღების შესახებ.
მხოლოდ ხელნაწერის დასაწყისში ცალკეულ ფურცელზე დართული ნუსხურით დაწერილი აკროსტიქი მთავრული ასოებით „გეორგი“ სახელს გვამცნობს.

4baada82ea0b
3b62e2646e86
გელათის ოთხთავის მხატვრული მორთულობა განუმეორებელია, დეკორის სიუხვით, ოქროს დაფერილობის, საღებავის შენახულობის, საფერწერო ტექნიკის თვალსაზრისით.

სასურათო იერარქიული პრონციპი ქართული ოთხთავის მოხატულობაშიც დაცულია, მხოლოდ აქ იგი განაწილებულია გამოსახულებათა და ცალკეულ სცენათა თანმიმდევრობით:
უმაღლეს ზონას ხელნაწერში შეესაბამება თავფურცელი

მეორე რეგისტრს ხელნაწერ ტექსტში განაწილებული ახალი აღთქმის სიუჟეტები

რაც შეესება საერო პირებსა და წმინდანებს, მათი გამოსახულებანი მხატვრის მიერ ნებისმიერადაა განაწილებული ხელნაწერში.

ალავერდის ოთხთავი. აყვავებული ჯვარი

6a182aaf9695

გელათის ოთხთავი . ვედრების კომპოზიცია

6795a202a9f3

XI საუკუნეში ყალიბდება ცალკეულ ელემენტთა არქიტექტონიკა:
კამარის ზედა ნაწილი, თავსამკაული და მახარობელთა ჩარჩოები თაღოვანი მოხაზულობის ნაცვლად სწორკუთხა ფორმებს იღებენ.
b02b7824368b

დაკანონდა მახარობელთა მჯდომარე ტიპი, რაც სავსებით შეესაბამება ხელნაწერის სწორკუთხა ფორმატს. თითეულ მახარობელს თავისი დამახასიათებელი პორტრეტული ნიშნები აქვს.
43ac88dbde86

გელათის ოთხთავის კამარებს ამკობენ პატარა მედალიონებში ჩართული გამოსახულებანი და კომპოზიციები (მაგ. ვედრება, აბრაამის მსხვერპლად შეწირვა და სხვ.)
67deb5e69820

ქართულ ხელნაწერთა ტექსტის დეკორაციულ გაფორმებაში ფერადოვან მხარეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
განსაკუთრებით დიდ გამოყენებას სინგური საღებავი. იგი ერთგვარად ამახვილებს მკითხველის ყურადღებას ტექსტის მნიშვნელოვან აგილებზე.

გელათის ოთხთავის ვედრების კომპოზიციაში ქრისტე დგას წითელი ფერის ბალიშზე, რაც ხაზს უსვამს ცენტრალური ფიგურის გამოყოფას.

796f879d75af

ამ ხელნაწერის კოლორიტულ გამას ახასიათებს ნაზი, ნათელი ფერები, აკვარელისებრი გამჭვირვალე საღებავები (სინგური, ფირუზისფერი, ცისფერი, ყვითელი)
98dadacc6b2f

გელათის ოთხთავი მრავალი მინიატურითაა დასურათებული. ქრისტეს ცხოვრების სიუჟეტები თხრობით ხასიათს ატარებენ. ოთხთავში არსებული კომპოზიციები დახატულია ოქროზე და წვრილი ხაზებისაგან შემდგარ ჩარჩოებშია ჩასმული.

მარკოზის სახარება
047eac300bbd

მახარობელი მარკოზი
e37204b76549
94c8e7f89a74

იოვანე ნათლისმცემლის ქადაგება
488bdf3ccb3b

იესოს ცთუნება
513c133b0a3b

იესუს გალილეად მისვლა და ქადაგება
8da9540ab50e

მრავალთა განკურნება
53004dab6554

საქადაგებლად გასვლა

94c21b6b975b

კეთროვნის განკურნება

6f78eeda3e73

Baia

დავიბადე... გავიზარდე... გავიზრდები! )

მსგავსი ამბები

Back to top button