არქივი

როკსოლანა – ჰიურემ ჰასეკი სულთანი (Hürrem Haseki Sultan)

31ede61943c8

როკსოლანა იგივე ჰურემ ჰასეკი სულთანი – ქალი, რომელიც იყო ოსმანთა იმპერიის სულთან სულეიმან I დიდებულის მონა, შემდგომში კი მისი მეუღლე და 6 შვილის დედა გახდა. 

6e02fec8ee47

გვიან 16 და 17 საუკუნის თურქულ ჩანაწერებში, როგორც  პოლონელმა პოეტმას სამუელ ტვარდოვსკიმ (Samuel Twardowski) გამოიკვლია, როკსოლანას ნამდვილი სახელია ალექსანდრა ლისოვსკა (Aleksandra Lisowska) (თუმცა უკრაინულ ფოლკლორში ანასტასიად მოიხსენიებენ). როკსოლანა მისი ზედმეტსახელია და უკრაინელს ნიშნავს. სავარაუდოდ ეს სახელი თურქებმა შეარქვეს.

ალექსანდრა დაიბადა 1506 წელს ადგილობრივი მართლმადიდებელი მღვდლის ოჯახში ქალაქ როგატინში, რომელიც იმ დროს ეკუთვნოდა პოლონეთის სამეფოს (დღევანდელი დასავლეთ უკრაინა).  1520 წელს ქალაქს ყირიმელი თათრები დაეცნენ და გოგონა ტყვედ აიყავნეს. თავდაპირველად ყირიმის ქალაქ კაფაში წაიყვანეს, სადაც დიდი ტყვეთა ბაზარი იყო, შემდეგ კი კონსტანტინოპოლში სულთნის ჰარემისთვის შეარჩიეს. ის აჩუქეს 25 წლის სულთან სულეიმან I-ს ტახტზე ასვლის აღსანიშნავად. სახელი ჰიურემი მიიღო ჰარემში ისლამის მიღების შემდგომ, რაც სპარსულად “მხიარულს”, არაბულად კი “დიდებულს” ნიშნავს.

09605525c86c

ჰიურემმა ძალიან მალე მიიპყრო სულთნის ყურადღება და მისი ფავორიტიც გახდა. მათი შეხვედრა საკმაოდ უცნაურად  წარიმართა. ერთ დღეს , როდესაც სულთანი მოცეკვავე ქალებს უყურებდა, მათ შორის წინ გადმოხტა ჰურემი და ხმამაღლა გაიცინა.  სულტანი გააოცა მისმა საქციელმა და ცხვირსახოცი აჩუქა, რაც მის აპარტამენტებში მიწვევას ნიშნავდა. ამ ფაქტმა გაამწარა სულთნის მეორე ფავორიტი მაჰიდევრანი, რომელიც წარმოშობით ალბანელი ან ჩერქეზი უნდა ყოფილიყო და გახლდათ სულთნის უფროსი ვაჟის მუსტაფას დედა. ჰიურემის და მაჰიდევრანის მტრობაზე 1553 წელს წერდა ვენეციის ელჩი ბერნარდო ნავაგერო : “ჩერქეზმა შეურაცყო ჰიურემი, ცემა და კაბა შემოახია. ცოტა ხნის შემდეგ ჰიურემი სულთნის აპარტამენტებში გამოიძახეს. ჰიურემმა გაანცხადა, რომ ასეთ მდგომარეობაში სულთანს ვერ დაენახვებოდა. სულთანმა დაუყოვნებლივ მოინდომა მისი ნახვა და მოისმინა მისი მონაყოლიც. შემდეგ მაჰიდევრანი დაიბარა და ჰკითხა სიმართლეს ამბობდა თუ არა ჰიურემი. მაჰიდევრანმა განუცხადა, რომ მხოლოდ ის არის სულთნის მთავარი ქალი და დანარჩენი ხარჭები მას უნდა ემორჩილებოდნენ. ისიც დაამატა, რომ თავგასულ ჰიურემს უარესიც ეკუთვნოდა. სულთანი განარისხა ცოლის თავხედობამ და ჰიურემი პირველ ხარჭად დაიყენა.”

1521 წელს სულთნის 2 ვაჟი გარდაიცვალა და მხოლოდ 6 წლის მუსტაფა დარჩა ერთადერთ მემკვიდრედ, რაც დიდ საფრთხეს უქმნიდა ოსმანთა იმპერიის მომავალს. ჰიურემს მემკვიდრის გაჩენა დიდ ძალაუფლებას მოუპოვებდა სასახლეში. ჰიურემის და მაჰიდევრანის ქიშპს სულთნის დედა აიშე ხაფსი ხათუნი ანეიტრალებდა. 1521 წელს ჰიურემს პირველი ვაჟი მეჰმედი შეეძინა. შემდეგ წელს გაჩნდა მიჰრიმაჰი, სულთნის ერთადერთი  ცოცხლად გადარჩენილი ქალიშვილი.  შემდეგ აბდალა, რომელმაც მხოლოდ 3 წელი იცოცხლა. 1524 წელს დაიბადა სელიმი, შემდგომ კი ბაიაზადი. ყველაზე უმცროსი ჯიჰანგირი ჰიურემმა 1531 წელს გააჩინა.

05f76079d2e0

1534 წელს გარდაიცვალა ვალიდე სულთანი ხაფსა ხათუნი. ერთი წლით ადრე კი 1533 წელს სულთნის ვაჟი მუსტაფა, რომელიც უკვე სრულწლოვანი იყო და დედამისი მაჰიდევრანი სულთანმა მანისში გადაასახლა. 1536 წელს დიდი ვეზირი იბრაჰიმ-ფაშა , რომელსაც ადრე ხაფსა ხათუნის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა, დააკავეს და ქონება ჩამოართვეს. ვალიდეს გარდაცვალებამ და ვეზირის გზიდან ცამოშორებამ, ჰიურემს საშუალება მისცა ძალაუფლება განემტკიცებინა.

ხაფსას გარდაცვალების შემდეგ ჰიურემმა მიაღწია იმას, რაც ადრე ვერავინ შეძლო. ის სულთნის კანონიერი მეუღლე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ  ოსმანთა იმპერიაში არ არსებობდა კანონი, რომელიც სულთანს ხარჭაზე ქორწინებას უკრძალავდა, მათი ტრადიციები პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა მსგავს ქორწინებას. ოსმანთა იმპერიაში სიტყვები  “კანონი” და “ტრადიცია” ერთი და იმავე სიტყვით გამოიხატებოდა -“კანუნ”. სავარაუდოდ მოკრძალებული ქორწილი შედგა, რადგან ისტორიულ დოკუმენტებში არაა ნახსენები, სავარაუდო თარიღად კი 1534 წელი მიიჩნევა.  ჰიურემის უნიკალური მდგომარეობა მის ტიტულშიც აისახება. ჰასეკის ტიტული სულეიმანმა პირადად მისთვის შემოიღო.

e49afeb4a198

სულთანი სულეიმანი, რომელიც დიდ დროს ატარებდა ბრძოლის ველზე, სასახლის ამბებზე ინფორმაციას პირადად ჰიურემისგან იღებდა. შემონახულია წერილები, სადაც გადმოცემულია სულთნის დიდი სიყვარული ჰიურემის მიმართ, რომელიც მისი საუკეთესო პოლიტიკური მრჩეველი იყო. უფრო ადრეული წერილები სასახლის კანცელარის მიერაა დაწერილი, რადგან სავარაუდოდ იმ დროისთვის ჰიურემმა ენა კარგად არ იცოდა.

ჰიურემს სულთანზე დიდი გავლენა ჰქონდა, რასაც ვენეციელი ელჩი პიეტრო ბრაგადინოც აღწერს: “ერთ-ერთმა ოსმანთა პროვინიის მმართველმა სულთანს და მის დედას თითო-თითო რუსი მონა-ქალი გამოუგზავნა საჩუქრად. როდესაც გოგონები ჰარემში მოიყვანეს ელჩმა ჰიურემს უკმაყოფილება შეამჩნია. ვალიდე, რომელმაც თავისი მონა-ქალი ვაჟს აჩუქა, იძულებული გახდა ჰიურემისთვის ბოდიში მოეხადა და მონა უკან დაებრუნებინა, ხოლო მეორე ქალი სულთნის ბრძანებით სხვა მმართველს გაუგზავნეს საჩუქრად, რამდენადაც ჰიურემს საშინლად აცოფებდა სულთნის აპარტამენტებში სხვა ხარჭის გამოჩენა.

ჰიურემი იმ დროისთვის ერთ-ერთი განათლებული და უჭკვიანესი ქალი იყო. ჰიურემ ჰასეკი სულთანი იღებდა უცხოელ ელჩებს, პასუხობდა უცხოელი მმართველების, გავლენიანი ვაჭრების და მხატვრების  წერილებს. ჰიურემის ინიციატივით სტამბულში აშენდა ბევრი მეჩეთი, აბანო, 2 მედრესე (მუსლიმანთა საგანმანათლებლო ცენტრი) და ქალთა საავადმყოფო, ტყვეთა ბაზართან ახლოს. 1552 წელს იერუსალიმში დააარსა “ჰასეკი სულთნის იმარეთი”, სადაც ღარიბებს აპურებდნენ და ეხმარებოდნენ.

ჰურემი გარდაიცვალა 1558 წელს და დაკრძაკუია, მისთვის აშენებულ მავზოლეუმში, რომლეიც ნიკეური კრამიტით და ულამაზესი მინიატურებით არის შემკული. სულთან სულეიმანის მავზოლეუმიც მახლობლადაა აშენებული.

1e235f8ebabb

მცირეოდენი ინფორმაცია ჰიურემ სულთნის შვილებზე:

  • მეჰმედი (1521-1543)- ჰიურემის და სულეიმანის უფროსი ვაჟი გარდაიცვალა ყვავილით.
  • აბდალა (1523-1526) -გარდაიცვალა მცირეწლოვანი
  • სელიმი(28 მაისი 1524 — 12 დეკემბერი 1574) – სულთნის ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი ვაჟი, რომელიც გადაურჩა ტახტისთვის ბრძოლას. სულეიმანის სიკვდილის შემდეგ 1566 წელს  გახდა ოსმანთა იმპერიის სულთანი. (სელიმ II)
  • ბაიაზიდი (1525 — 28 ნოემბერი 1563) – სულეიმანის უშედეგო მკვლელობის მცდელობის შემდეგ თავისი 12 000 მომხრესთან ერთად იმალებოდა ირანში. სულთანმა ის ოსმანთა იმპერიის მოღალატედ გამოაცხადა, რამდენადაც იმ დროს ომი ჰქონდა ირანელებთან. მოგვიანებით სულეიმანმა შემდეგი ზავი დადო ირანის შაჰ თაჰმასიბ I-თან,  4000  ოქროს მონეტის სანაცვლოდ ბაიაზიდის მხლებლებს დახოცავდენენ და თვითონ ბაიაზიდს და მის 4 ვაჟს სულთანს გამოუგზავნიდნენ. სასიკვდილო განაჩენი, რომელიც სულთანმა  საკუთარ შვილს გამოუტანა 1563 წლის 28 ნოემბერს აღსრულდა
  • ჯაჰანგირი (1531-1553) – გარდაიცვალა ახალგაზრდა. სავარაუდოდ უფროსი ძმის მაჰიდევრანის ვაჟის მუსტაფას სიკვდილის შემდგომ.
  • მუსტაფა – ჰიურემის გერი. მაჰიდევრანის ვაჟი. გადმოცემის ტანახმად, სწორედ ჰიურემმა განაწყო სულეიმანი ვაჟის წინააღმდეგ, რადგან ტახტი მის შვილს დარჩენოდა.  სულეიმანის ბრძანებით მუსტაფა დაახრჩეს. ლეგენდის თანახმად მისი უმცროსი ძმა ჯაჰანგირი ძმის ჯავრს გადაჰყვა.
  • მიჰრიმაჰი (1522—1578) – სულეიმანის და ჰიურემის ერთადერთი ქალიშვილი. სულეიმანს ის ყველაზე მეტად უყვარდა. ბრძოლის ველზეც ხშირად მიჰყავდა. მიჰრიმაჰი კარგი პოლიტიკოსი და გავლენიანი ქალბატონი გახდა, მოგვიანებით “ვალიდე სულთნის” წოდებაც მიიღო.

de85bcc38be5
მიჰრიმაჰი

ჰიურემ ჰასეკი სულთანმა შეძლო გაეერთიანებინა სულთნის მემკვიდრის და მისი ფავორიტის სტატუსები. ტრადიციის მიხედვით მემკვიდრის დედა შვილის გაჩენის შემდეგ  პროვინციაში იგზავნებოდა შვილთან ერთად, სადაც მხოლოდ მისი აღზრდით იყო დაკავებული. ჰიურემი იყო პირველი ქალი, რომელმაც ორივე როლი თავისუფლად შეითავსა. პროვინციაში შვილებტან ერთად არ წასულა,  დედაქალაქში დარჩა და იშვიატად ახერხებდა მათ ნახვას. ამასთან ერთად კიდევ ერთი ოსმანური სასახლის პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმად, ხარჭას მხოლოდ ერთი ვაჟის გაჩენის უფლება ჰქონდა. მის თანამედროვეებს არ შეეძლოთ აეხსნათ, როგორ მიაღწია მონა-ქალმა  ასეთ დიდ გავლენას სასხლის კარზე და უბრალოდ ამბობდნენ, რომ მან სულთანი მოაჯადოვა. ალბათ აქედან შეიქმნა ჰიურემის, როგორც ძალაუფლების მოყვარე და დაუნდობელი ქალის სახე.

 

P.S. ვისაც დააინტერესებს დაწვრილებითი ინფორმაცია, შეუძლია ნახოს სერიალი “Великолепный век / Muhtesem Yuzyil”

14a75fe2e2e6

 

Niloufer

fjfjhfjkhkiuilu;j;n;n;jk;

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button