გასართობისაკითხავისასარგებლო

3 ძირითადი ფაქტორი, რომლებიც ხელს გვიშლის ბედნიერებაში

image

ჩვენი ციკლური ცხოვრება დიდ უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს დაძაბულობაზე, რაც საბოლოოდ სხვადასხვა ქორნიკული დაავადების განვითარების რისკს უწყობს ხელს. რატომ ხდება ასე, რომ დღე გარბის და საკუთარ თავზე ზრუნვა გვავიწყდება? რა გვაიძულებს გადავაბიჯოთ იმ სურვილებს, რომლებიც გვწყურია? დღე იწყება და მთავრდება თვალსა და ხელს შუა, დრო კი სასურველი მიზნებისთვის არ არსებობს და ასეთი ერთფეროვნება გრძელდება მუდმივად. იქნებ დროა დაძაბულობა და დაბნეულობა მოიშოროთ და ცოტაოდენი დრო დაუთმოდ საკუთარ თავს, რაც შეამცირებს დაავადებების განვითარების რისკსა და თქვენი ბედნიერების საწინდარი გახდება. დღევანდელ სტატიაში მინდა იმ 3 ძირითად ფაქტორზე გესაუბროდ, რომლებიც წამყვან როლს თამაშობენ ჩვენს ცხოვრებაში ხელი შეგვიშალონ ბედნიერებაში და თუ კი აღმოვფხვრით მათ, ცხოვრებაც აუცილებლად შეიცვლის ფერებს.

 

image

 

მაშ, რომელი 3 ძირითადი ფაქტორია ჩვენი ბედნიერების ხელისშემშლელი?



1. დროის დეფიციტი.

 

ხელისშემშლელი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია დროის დეფიციტი პირადი მიზნებისთვის, არადა რატომ არ უნდა წახვიდეთ თეატრში, იკვებოთ რეჟიმით, დაკავდეთ სპორტით ან რომელიმე თქვენი საყვარელი ხელსაქმით, იძინოთ ნორმალური ოდენობით, იშოპინგოთ, მოინახულოდ მეგობრები? თუ ამ ჩამოთვლილთაგან რამოდენიმეს მაინც შეასრულებთ ხშირად, დაავადებების რისკი აუცილებლად შემცირდება და თქვენი ე.წ ერთფეროვანი- უბედური ცხოვრებაც განათდება.

image





2. დანაშაულის გრძნობა.

 

ძირითადად იმ კატეგორიის ქალები, რომლებიც ქრონიკულად მუშაობენ, ვერ აცნობიერებენ რომ მთავარი ბედნიერება სწორედ ოჯახსა და შვილებშია, რომელთათვის სამწუხაროდ არ რჩებათ დრო. დროთა განმავლობაში ხომ დანაშაულის გრძნობაც იჩენს თავს, თუმცა ხშირ შემთხვევაში გვიანია. ამიტომ ეცადეთ გაიფერადოთ ცხოვრება მათით, ვინც ასე ძვირფასია, დაუთმეთ უმეტესი დრო შვილებს, მეგობრებს, ოჯახს და კეთილ საქმეებს, რამეთუ არსებობს შვილებზე დიდი ბედნიერება? შეიგრძენით იგი და ნუ დაუშვებთ საკუთარ თავთან პროტესტს დანაშაულის გრძნობაზე.

image





3. საკუთარი თავის უპატივცემულობა.

 

რატომ ფიქრობთ, რომ თუ ცოტას დაისვენებთ, გაისეირნებთ სუფთა ჰაერზე, მოუსმენთ საყვარელ მუსიკას, წაიკითხავთ წიგნს და დაკავდებით საყვარელი ხელსაქმით, ამით თავს ბევრის უფლებას მისცემთ? ნუთუ ბევრია?!! ზოგჯერ აუცილებელია მიივიწყოთ სამსახური და განიტვირთოდ ასე მარტივად, რომელიც არ საჭიროებს დიდ ფინანსებსა და კურორტებს.

image



წყარო : intermedia.ge

თეგები
Close
Close