არქივი

5 მითი ანტიკური ცივილიზაციების შესახებ

72753421e22a
5 მითი ანტიკური ცივილიზაციების შესახებ.

გიჟური ორგიები (16+)
ბევრს წარმოუდგენია, რომ უძველეს რომში სამხედრო გამარჯვებების შემდეგ ეწყობოდა დღესასწაულები და ამას მოყვებოდა გიჟური ორგიები, მაგრამ წარმოდგენები იმის შესაეხბ, რომ რომაელებს გაუძღომლად მოსწონდათ ასეთი “აქტიური დასვენება” არის ზედმეტად გადაჭარბებული. ამ ყველაფრის შესახებ ჩვენ ვიგებთ ჭორებიდან, რომლებიც დადიოდნენ ჩვეულებრივ მოქალაქეებს შორის, ასევე გვიანდელ ამბებში, რომლებსაც ყვებიან თითქოსდა “მონაწილეები”. რომაელებს ნამდვილად ჰქონდათ სექსი, მაგრამ ისიც ნახევრად გახდილი და ღამით. რათქმაუნდა მდიდრებს და განათლებულებს სექსი ჰქონდათ თავიანთი მოსამსახურეების თვალწინ, მაგრამ ისინი პლებეებს თვლიდნენ რაღაც ავეჯის მსგავს ადამიანებათ. ვის დასჭირდა რომაელების სექსუალური აღვირახსნილობის შესახებ ასეთი ამბების გავრცელება? პასუხი ამაზე უმარტივესია – ადრეულ ქრისტიანებს: ახალი რწმენის მიმდევრებს სურდათ რომაელების, რომლებიც დევნიდნენ მათ, ავტორიტეტის შელახვა და მათი ტოტალური შერცხვენა, ხოლო ავტორები კი ამ თემას გულმოდგინეთ აბუქებდნენ – “შეხედეთ რას სჩადიან!”. ქრისტიანები მოუწოდებდნენ მოსახლეობას, რომ შეეწყვიტათ რიტუალები და პირველ რიგში ეფიქრათ საკუთარ უკვდავ სულზე, ამიტომაც მათ ყველა რომაელი შეარცხვინეს.

რომაელები იყვნენ თეთრსახიანი ევროპელები
თუკი თქვენ გთხოვენ დაახასიათოთ ტიპიური რომაელი, რეზულტატი იქნება ამდაგვარი: თეთრი, ევროპული ტიპის ფართო ბეჭების მქონე კაცი მუზარადით – სწორედ ასეთებს წარმოადგენენ რომაელებს თანამედროვე ფილმებში. თუკი ყურადღებას მივაქცევთ იმას თუ რამხელა ტერიტორიას მოიცავდა რომის იმპერია უძველეს მსოფლიოში, გაირკვევა, რომ ანტიკურ ეპოქაში მცხოვრები მოსახლეობის გარეგნობა ძალიან შორსა “საშუალოსტატისტიკური ევროპელისგან”. გიგანტურ ეთნიკურ ქვაბში “იხარშებოდნენ” ჩრდილოეთ აფრიკის და დასავლეთ აზიის ხალხები, ასევე ებრაელები, ბერძნები, თვითონ რომაელები, უფრო წვრილი ტომები და კულტურები. მიუხედავად ამისა რომაელები არ აიძულებდნენ დაპყრობილ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებს მათი წეს-ჩვეულებების შეცვლას, რელიგიის და ენის. ტოლერანტულობაზე მიუთითებს ისიც, რომ რომის ორი იმპერატორი იყო ჩრდილოეთ აფრიკელი – ლუციუს სეპტიმიუს სევერუსი და მარკუს ოპელიუს მაკრინიუსი. იმპერია ატარებდა რბილ პოლიტიკას მრავალრიცხოვანი კელტების, იუდეველების, მავრების და გალების მიმართ – მთავარია ის, რომ ისინი იხდიდნენ გადასახადებს, არ არღვევდნენ კანონს და ემსახურებოდნენ რომაულ არმიას.

ადრეული ქრისტიანებით კოლიზეუმში კვებავდნენ გარეულ ცხოველებს
სუფევს გავრცელებული აზრი, რომ რომაული საზოგადოების უმაღლესი კლასი მართავდა სისხლიან წარმოდგენებს – ისინი აგდებდნენ არასასურველი რელიგიის მქონე ადამიანებს მთავარ ამფითეატრში, სადაც მათ უსწორდებოდნენ ლომები და ვეფხვები. როგორი საშინელიც არ უნდა იყოს ეს გადმოცემები არ არის ამის დადასტურება გავრცელებული: მაგალითად, უძველეს ქრისტიანებს როდესაც დევნიდა ნერონი კოლიზეუმი არ იყო აშენებული, ხოლო აშენების შემდეგ(80 წელს) რელიგიური შეზღუდვების პოლიტიკა შეიცვალა. მაგრამ ხომ არსებობს მოწამეთა გამოსახულებები და სურათები? ესენი კვლავ გამოიგონეს ქრისტიანმა ისტორიკოსებმა. II საუკუნეში ფართო პოპულარობა შეიძინეს ისტორიებმა რწმენისთვის მოწამეების შესახებ, რომლებსაც კეისარები აგდებდნენ ლომებთან და აწამებდნენ, რომ ჩამოეშორებინათ ქრისტიანობისთვის. რელიგიას რომელიც იკრებდა ძალას სჭირდებოდა წმინდა და მისაბაძი მაგალითები, მაგრამ ასეთი მისაბაძი მაგალითები არ არსებობდნენ რომში, ამიტომაც მათ გადაწყვიტეს ისინი გამოეგონებინათ. როგორც არ უნდა იყოს ეს არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლი დღესაც დგას.

უძველესი რომაული თამაშები პატიოსნად ტარდებოდა
როგორც ცნობილია დღეს ოლიმპიური თამაშები ეს არის გიგანტური რთულადორგანიზებადი ღონისძიება. თქვენ გგონიათ 2 ათასი წლის წინაც ასე ხდებოდა? მოტყუება, მოსყიდვა და მრავალრიცხოვანი სკანდალები მოყვებოდა ოლიმპიურ თამაშებს მისი შექმნის დღიდანვე. ამავდროულად სპორტსმენები იბრძოდნენ არა იდეისთვის – ოლიმპიური დიდება ყოველთვის დაკავშირებული იყო მონეტასთან: ჩვეულებრივი საქმე იყო გარიგებები და გადახდა კარგად გამოსვლებისთვის. უძველესი სპორტის “ვარსკვლავებს” შეეძლოთ 1 დღეში მიეღოთ იმდენი თანხა, რამდენის გამომუშავებაც დასჭირდება ჩვეულებრივ ჯარისკაცს მთელი წლის განმავლობაში. სპორტსმენები ასევე ღებულობდნენ დოპინგებს: ისინი ეძებდნენ ყველანაირ ჯადოქრობას, ცვილს, ბალახებს და ალკოჰოლურ სასმელებსაც კი. თუკი აღმოუჩენდნენ სასჯელიც საკმაოდ სასტიკი იყო. ქალაქები არ იბრძოდნენ თამაშების ჩატარებისთვის – მისი ცენტრი მუდმივად იყო ოლიმპია.

უძველესი საბერძნეთი იყო მეცნიერების გული
უძველეს რომს ახასიათებენ როგორც ერთ დიდ ბოროტ დაწესებულებას, სადაც სუფევდა მუდმივად ომი. საბერძნეთი სულ სხვა საქმეა, ბევრის წარმოდგენებით თუკი ქუჩაში გახვიდოდით იქ დაინახავდით პლატონს, არისტოტელეს, დიოგენეს და სხვა უდიდეს მოაზროვნეებს. დავიწყოთ იმით, რომ უძველესი საბერძნეთი ეს ქვეყანაც კი არ იყო, ეს იყო ათასზე მეტი, ერთმანეთთან მოქიშპე ქალაქ-პოლისები, რომლებიც იყვნენ დამოუკიდებლები. ყველა რეგიონს ჰქონდა თავისი კანონები, მთავრობა და წეს-ჩვეულებები, არავინ არ თვლიდა საკუთარ თავს ბერძენად, ყველა იყო თავისი ქალაქის პატრიოტი. საბერძნეთი ასევე მოიხსენიება დემოკრატიის გულათ, მაგრამ თვითონ ბერძნები იყვნენ მონათმფლობელები: იყო შემთხვევები როდესაც სპარტანელები იმონებდნენ უფრო სუსტის, ნაკლებად დაცული ქალაქების ხალხებს, მაგრამ ფილოსოფოსები ამის შესახებ ამჯობინებდნენ სიმშვიდეს. ყველაზე მეტი მონა იყო “დემოკრატიულ” ათენში, სადაც “ხალხის მმართველობა” გრძელდებოდა 200 წელზე ნაკლები: ყოველ ახალ მმართველს სურდა მთელი ძალაუფლება თავისთვის და ცდილობდა სოციუმს გაგდებას მმართველობიდან. სამეცნიერო პროგრესიც არ იყო პოპულარული – წერა იცოდა მოსახლეობის 5%-ზე ნაკლებმა, მუდმივი კონფლიქტები ხელს უშლიდა ცოდნის გავრცელებას. ელინების უმეტესობა იყვნენ ფერმერები, რომლებსაც არ დაეტოვებინათ თავიანთი ქალაქები, მათ არ აინტერესებდათ თეატრი, ლიტერატურა.

მსგავსი ამბები

Back to top button