უცნაური

ყველა ეს ისტორია რეალურ ცხოვრებაში მოხდა

9a4f23b71377
ყველა ეს ისტორია რეალურ ცხოვრებაში მოხდა.

“დაწყევლილი” ნომერი
ბევრს სჯერა, რომ 0888-888-888 ითვლება ტელეფონის “უიღბლო” ნომრად. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მისი ყოფილი მფლობელები საშინლად კვდებოდნენ. 2000 წელს მოცემული ნომერი ეკუთვნოდა მობილური კავშირის ბულგარულ ოპერატორს და მას შემდეგ მას “მიყავდა” იმ ადამიანების სიცოცხლეები, რომლებიც ამ ნომერს ფლობდა. პირველი მფლობელი მოულოდნელად გარდაიცვალა სიმსივნისგან, ორი სხვა დაიღუპა ცეცხლსასროლი იარაღით. 2007 წელს კომპანიაში მიიღეს ამ ნომრის გაურკვეველი ვადით დაბლოკვის გადაწყვეტილება. თუ დარეკავთ ქალის ხმა გიპასუხებთ: “აბონენტი გასულია ქსელის მოქმედების ზონიდან”.

“ადამიანი მედანიდან”
1948 წლის თებერვალში ხომალდებმა, რომლებიც მდებარეობდნენ ინდონეზიასთან ახლოს, მიიღეს კატასტროფის სიგნალი ჰოლანდიური სატვირთო თბომავლისგან “S.S. Ourang Medan”. კაცმა ინგლისურათ გადმოსცა შემდეგი შეტყობინება: “კაპიტანი და ყველა ოფიცერი წვანან მკვდრები კაბინაში. შეიძლება, მთელი გუნდი მკვდარია”. ამ შეტყობინებას მოყვა მორზეს გაურკვეველი კოდი და მოკლე ფრაზა “მე ვკვდები”. როდესაც სამძებრო ჯგუფი ავიდა ბორტზე დაინახა, რომ მთელი ეკიპაჟი მართლა მკვდარია, ძაღლიც კი. მათი თვალები ფართოდ იყო გახელილი, ხოლო სახეები მიმართული იყო მზისკენ. გარკვეული დროის შემდეგ ეს ხომალდი აფეთქდა და ჩაიძირა, რამაც შეუძლებელი გახადა ინციდენტის გამოძიება.

“სისხლიანი” აღმოჩენა
ერთხელ დაწყებითი სკოლის – Riverwood-ის მოსწავლეებმა საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ სკოლის ეზოში იპოვეს ლიტრანახევრიანი ქილა. საიდან მოვიდა ეს ქილა არავინ არ იცოდა. სისხლით სავსე ლიტრანახევრიანი ქილა უდრის ზრდასრული ადამიანის სისხლის რაოდენობის დაახლოებით 30%. დე-ენ-ემის ტესტებმა აჩვენეს, რომ ეს იყო ნამდვილი სისხლი, რომელიც ეკუთვნოდა კაცს, მაგრამ დე-ენ-ემის არ შეესაბამება მონაცემთა ბაზაში შეტანილ არცერთ ადამიანს. დღემდე გაურკვეველია მოსწავლეების მიერ გაკეთებული საშინელი აღმოჩენის ჭეშმარიტი წარმოშობა.

ქალი კედელში
57 წლის იაპონელი იძულებული გახდა დაეყენებინა ვიდეოკამერები მას შემდეგ, რაც მისი სახლიდან დაიწყო ნივთების უგზო-უკვლოდ გაქრობა, ხოლო თვითონ კი გრძნობდა რაღაც დაუნახავის არსებობას. წინა ღამის ვიდეოჩანაწერში კაცმა დაინახა პატარა, მისთვის უცნობი ქალი როგორ გამოძვრა კარადიდან ტანსაცმლისთვის. უცნობი ქალი დაბოდიალობდა სახლში, მან შხაპიც კი მიიღო და გამთენიისას კვლავ კარადაში შეძვრა. კაცმა იფიქრა, რომ ეს იყო მძარცველი და დარეკა პოლიციაში. პოლიციელებმა კარადის მიღმა აღმოაჩინეს ამ სახლის ძველი მაცხოვრებლის ამოქოლებული გვამი, რომელიც დაიკარგა უგზო-უკვლოდ დიდიხნის წინ.

ედგარ პოს “წინასწარმეტყველება”
19-ე საუკუნეში ცხოვრობდა ერთი სიმპატიური ადამიანი სახელად ედვარდ მორდრეიკი, რომელსაც ჰქონდა ერთი საშინელი ნაკლი: მას კეფაზე ჰქონდა მეორე სახე. საწყალი ედვარდი დაავადებული იყო იშვიათი დაავადებით – პარაზიტარული კრანიპაგიით. მხილველების თქმით მისი მეორე სახე იყო გულისამრევი და მისგან მოდიოდა ბოროტება. ის არასოდეს არ ჭამდა და არ ლაპარაკობდა, მაგრამ შეეძლო გაღიმება ან ჭმუხვნა, ხოლო თვალეებს შეეძლოთ მოძრაობა ედვარდისგან დამოუკიდებლათ. მართალია არავის გაუგონია ერთი სიტყვაც კი მეორე სახისგან, მაგრამ ედვარდ მორდრეიკი იფიცებოდა, რომ ღამ-ღამობით აღვიძებს მისი “ბოროტი ტყუპისცალის” ჩურჩული, რომელიც ეუბნება მას საშინელ ჯოჯოხეთურ სიტყვებს. ედვარდი ეხვეწებოდა ქირურგებს, რომ მოეცილებინათ მისთვის “დემონური სახე”, მაგრამ ვერცერთი ექიმი ვერ წავიდა ამაზე. 23 წლის ასაკში ედვარდმა თავი მოიკლა და დატოვა წერილი თხოვნით, რომ ამოეჭრათ მეორე სახე მის დაკრძალვამდე, რომ “მას აღარ გაეგრძელებინა თავისი საშინელი ჩურჩული მის საფლავში”.

ადამიანი ნიღაბში
წიგნს და ფილმს “ადამიანი რკინის ნიღაბში” საფუძვლად უდევს რეალური ადამიანის ისტორია. 1669 წელს საფრანგეთის სასტიკი მეფემ ლუდოვიკო XIV-მ დაატყვევა ადამიანი პიგნეროლის ციხესიმაგრეში. არავინ არ იცოდა რის გამო იყო ციხეში. ტყვეს უნდა ეტარებინა ნიღაბი. პატიმარს ყავდა პირადი მცველი, რომ არავის არაფერი ენახა ან გაეგონა. პატიმარი გადაყავდათ სხვადასხვა ციხეებში, მათ შორის ბასტილიაში, ხოლო 1703 წელს კი გარდაიცვალა. საფრანგეთის მეფის გარდა ვერავინ ვერ გაიგო, თუ ვინ იმალებოდა ნიღაბს მიღმა.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button