საკითხავისასარგებლო

შეიძლება შევათავსოთ თუ არა მოწევა და სპორტი?


შეიძლება შევათავსოთ თუ არა მოწევა და სპორტი?

ყველა ადამიანმა იცის, რომ მოწევა დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ორგანიზმს. მოცემულ სტატიაში არ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენად შეთავსებითია მოწევა და ნიკოტინი ადამიანის ორგანიზმისთვის, არამედ იმაზე თუ როგორ შეეთავსება ერთმანეთს მოწევა და ფიზკულტურა. ზოგიერთი პროფესიონალი სპორტსმენიც კი ვერ ანებებს ისეთ დამღუპველ ჩვევას როგორიცაა მოწევა.

როდესაც დაკავდებით სპორტის ნებისმიერი სახეობით აუციელებელია სწორი სუნთქვა, ხოლო სისხლი უნდა იკვებებოდეს ჟანგბადით, ხოლო მწეველს სასუნთქი სისტემა უმუშავებს შეფერხებით. მათი ფილტვები შედარებით ნაკლებია, ამიტომაც ვარჯიშის პირველივე წუთებში ეწყება ხველება. სისხლში ჟანგბადის მცირე რაოდენობა არ აძლევს იმის საშუალებას, რომ შესრულდეს ვარჯიშები სრული დატვირთვით.

ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ფიზიკური ვარჯიშები საშუალებას იძლევიან განეიტრალდეს მოწევის საზიანო ზემოქმედება. ეს ასე არ არის. ფიზიკური დატვირთვები დიდ ზიანს აყენებენ იმ ადამიანს, რომელიც მუდმივად ეწევა, რადგან ვარჯიშების დროს იზრდება დატვირთვა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ხოლო მწეველს ის აქვს საგრძნობლად შესუსტებული, ამიტომაც ის იღებს ორმაგ დატვირთვას. ადამიანები, რომლებიც ეწევიან სირბილის დროს შეიძლება განიცადონ ტკივილი მარჯვენა გვერდში, ეს ამბობს იმას, რომ ადამიანი მზად არ არის ასეთი დატვირთვებისთვის.

სხვა მხრივ სპორტულმა ვარჯიშებმა შეიძლება თავი დაგანებებინონ მოწევას. თუკი სპორტსმენი იგებს, რომ მისი შედეგები მცირდება ან ეცემა, მაშინ მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ თავი დაანებოს მოწევას. მოცემულ შემთხვევაში ადამიანს აქვს კარგი სტიმული.

თუკი ადამიანს არ გამოსდის მოწევისთვის თავის დანებება და არ გსურთ გააცდინოთ ვარჯიშები, მაშინ შეეცადეთ, რომ არ მოწიოთ რამდენიმე საათი სპორტ-დარბაზში მისვლამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმი მიიღებს უდიდეს დატვირთვას, რომელსაც შეიძლება ვერ გაუმკლავდეს, რის შედეგადაც სპორტული ვარჯიშები მხოლოდ ზიანს თუ მოგაყენებთ. არ ღირს ასევე მოწიოთ სიგარეტი ვარჯიშების შემდეგ დაახლოებით მინიმუმ ერთი საათი.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close