გასართობისაკითხავიუცნაური

9 ყველაზე სკანდალური ნაწარმოები


9 ყველაზე სკანდალური ნაწარმოები.

ბორის ვიანი – მე მოვალ თქვენს საფლავებზე დასაფურთხებლად
რომანი “მე მოვალ თქვენს საფლავებზე დასაფურთხებლად”-მა გამოიწვია ნამდვილი ფურორი. ის მაშინვე გახდა ბესტსელერი. დღემდე ამ წიგნის გაყიდვები ბევრად აჭარბებს ვიანის სხვა ნაწარმოებების გაყიდვებს. რომანი დაწერილი იქნა გამომცემლის თხოვნით, ვიანის მეგობრის, რომლის სტამბასაც ძალიან რთულად ჰქონდა საქმე. რომანი მაშინვე მონათლეს ვულგარულად და პორნოგრაფიულად. ტირაჟები იწვებოდა და ხდებოდა მოძრაობების ჩამოყალიბება, რომლებიც მოითხოვდნენ წიგნის აკრძალვას.

ჰენრი მილერი – კიბოს ტროპიკი
ჰენრი მილერის რომანი პირველად გამოვიდა პარიზში. ის აკრძალული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში როგორც ძალზედ პორნოგრაფიული რომანი. xx საუკუნეში ცნობილი ამერიკელი პროზაიკოსის ყველაზე ცნობილი და სკანდალური რომანი არის მწერლის ავტობიოგრაფიული ტრილოგიის პირველი ნაწილი. წიგნის შეიძლება დაიდოს ჰემინგუეის და სელინჯერის “პარიზული ციკლების” გვერდით. ეს არის ეროტიკის, სქელი სტილისტიკის და განუმეორებელი მილერული ვიტალურობის ნაზავი. რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი “ჰენრი და ჯუნი”.

ბორის პასტერნაკი – ექიმი ჟივაგო
ამ ეპიკურ სიყვარულის ისტორიაში მოვლენები ვითარდება რუსული რევოლუციის პერიოდში. წიგნი აკრძალული იყო საბჭოთა კავშირში 1988 წლამდე ბოლშევიკური პარტიის იმპლიციტური კრიტიკის გამო. როდესაც პასტერნაკს გადასცეს ნობელის პრემია ლიტერატურის სფეროში, მისი თანამემამულეები ისე იყვნენ აღშფოთებულები, რომ მან უარი თქვა ამ პატივზე. რომანმა რომელმაც მზის სხივი იხილა 1957 წელს, პასტერნაკის სამშობლოში გამოვიდა 31 წლის შემდეგ.

გიუსტავ ფლობერი – მადამ ბოვარი
რომანი “მადამი ბოვარი” დიდიხანია რაც მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად. 1857 წელს, როდესაც გამოვიდა წიგნი მას ადანაშაულებდნენ მორალის შეურაცხყოფისთვის. წიგნი გვიყვება გათხოვილი ქალის სასიყვარულო კავშირების შესახებ. ფლობერი და მისი გამომცემლები წარდგნენ სასამართლოს წინაშე, მაგრამ შემდეგ ისინი გაამართლეს.

ფრანც კაფკა – გარდაქმნა
კომივოიაჟერი გრეგორი ზამზა, რომელიც ფინანსურად ეხმარება თავის მშობლებს და დას, იღვიძებს და ხვდება, რომ გარდაიქმნა გიგანტურ ხოჭოდ. ეტაპობრივად ახლობლები ივიწყებენ გრეგორს, რომელიც ოდესღაც იყო ოჯახის გამორჩეული წევრი. კაფკას ნაწარმოებები აკრძალული იყო ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირში, ასევე დამოუკიდებელ ჩეხოსლოვაკეთში, რადგან კაფკა უარს ამბობდა ჩეხურად წერაზე და წერდა მხოლოდ გერმანულ ენაზე.

ბრეტ ისტონ ელისი – ამერიკელი ფსიქოპატი
სკანდალურ პოპულარობას იძენს 1991 წელს გამოქვეყნებული ელისის რომანიც “ამერიკელი ფსიქოპატი”. ჯერ კიდევ თავის გამოსვლამდე წიგნი იწვევს პროტესტს რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის მხრიდან, რომლებიც ადანაშაულებენ ავტორს ძალადობის პროპაგანდაში. სხვა მხრივ ელისს მხარს უჭერენ გამოჩენილი ფიგურები, მაგალითად ნორმან მეილერი. საზოგადოების უკმაყოფილება იწვევს გამომცემლის შეცვლას, მაგრამ “ამერიკელი ფსიქოპატი” გარკვეული შეყოვნების შემდეგ მაინც გამოდის. რომანი გვიყვება უოლ-სტრიტელი პატრიკ ბეიტმენის შესახებ, რომელიც ახდენს(შესაძლებელია, მხოლოდ თავის ფანტაზიებში) სისხლიან მკვლელობებს.

დევიდ ლოურენსი – ლედი ჩატერლეის საყვარელი
რომანის პუბლიკაციამ გამოწვია დიდი სკანდალი, რადგან წიგნში ხშირად ღიად იყო აღწერილი სექსუალური ხასიათის სცენები და აიკრძალა სხვადასხვა ქვეყნებში. მრავალჯერ მოხდა რომანის ეკრანიზაცია. ავტორმა შექმნა რომანის სამი ვარიანტი და მესამე იყო საბოლოო.

ჰალედ ჰოსეინი – ქარს დადევნებული
ჰალედ ჰოსეინის სადებიუტო რომანი, რომელიც გვიყვება ორი ბიჭის მეგობრობაზე ავღანეში. წიგნი ნაწილობრივ აკრძალული იყო აშშ-ში სექსუალური სცენების არსებობის გამო. წიგნის კინოვერსიაც იქნა აკრძალული ავღანეთში, რადგან მასში ნაჩვენებია ქვეყნის ეთნიკური ჯგუფები უარყოფითად.

სალმან რუშდი – სატანისტური ლექსები
“სატანისტური ლექსები”. მათ გამო სალმან რუშდის მიუსაჯეს სასიკვდილო განაჩენი, რის გამოც მას უწევდა დამალვა. მან გამოიწვია მუსულმანების დიდი პროტესტი. ირანელმა აიათოლამ ჰომეინიმ საჯაროდ დაწყევლა რუშდი და მიუსაჯა, ასევე ყველას ვინც კი მონაწილეობდა წიგნის გამოცემაში სასიკვდილო განაჩენი და მოუწოდა მუსულმანებს განაჩენის აღსრულებისაკენ. ჰომეინი გარდაიცვალა და თავისი განაჩენი მან არ გააუქმა, ამიტომაც ის ძალაშია სამუდამოდ, მაგრამ ღირს აღვნიშნოთ, რომ სუნიტ მუსულმანებს არ ევალებათ შიიტელი ღვთისმეტყველის მიერ მოცემული განაჩენის აღსრულება.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close